ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ

დანიელი მსახიობი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნიკოლაი კოსტერ ვალდაუ (დან. Nikolaj Coster-Waldau; დ. 27 ივლისი, 1970, რუდკობინგი, დანია) — დანიელი მსახიობი, პროდიუსერი და სცენარისტი. მისი ყველაზე ცნობილი როლია ჯეიმი ლანისტერი HBO-ს სერიალში, „სატახტოთა თამაში“, რომელიც ჯორჯ რეიმონდ რიჩარად მარტინის წიგნების სერიაზეა დაფუძნებული, სახელწოდებით „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“.

ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ

კოსტერ-ვალდაუ 2019 წელს
დაბადების სახელი ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ
დაბადების თარიღი 27 ივლისი, 1970
რუდკობინგი, დანია
საქმიანობა მსახიობი, პროდიუსერი, სცენარისტი
აქტიური 1993-დღემდე
მეუღლე(ები) ნუკაკა (1997-დღემდე)
შვილ(ებ)ი 2

ვალდაუ ასრულებს ფილმებში: „ღამის გუშაგი“ (1994), „თავებზე მონადირე“ (2011), „ათასჯერ ღამე მშვიდობისა“ (2013) და სხვ.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

კოსტერ-ვალდაუ რუდკობინგში, დანიაში დაიბადა. მას ორი უფროსი ძმა ჰყავს. იგი ტაიბერგში, პატარა სოფელში გაიზარდა. კოსტერ-ვალდაუ 1989 წლიდან 1993 წლამდე დანიის თეატრისა და თანამედროვე ცეკვის ეროვნულ სკოლაში სწავლობდა.

კოსტერ-ვალდაუს კინოში სამსახიობო დებიუტი 1994 წელს ჰქონდა ფილმით „ღამის გუშაგი“ (რეჟ. ოლი ბერნედალი), რომელმაც მას დანიაში პოპულარობა მოუტანა. [1]

1997 წელს ითამაშა ფილმში „ინტერესი“ (1997, რეჟ. შონ მათიასი). მასთან ერთად ფილმში კლივ ოუენი, ჯუდ ლოუ და მიკ ჯეგერი მონაწილეობდნენ.

 
კოსტერ-ვალდაუ 2011 წელს

2011 წლიდან 2019 წლამდე კოსტერ-ვალდაუ ჯეიმი ლანისტერის როლს თამაშობდა HBO-ს ცნობილ სერიალში „სატახტოთა თამაში“, რომელიც რომელიც ჯორჯ რეიმონდ რიჩარად მარტინის წიგნების სერიაზეა დაფუძნებული, სახელწოდებით „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“. ამ როლისთვის მან ათეულობით პრიზი მოიპოვა, მათ შორის არის ემისა და სატურნის ჯილდოები. კოსტერ-ვალდაუ ჯეიმი ლანისტერის შესახებ 2015 წლის ინტერვიუში ამბობს: „...რაც ჯეიმის შესახებ თავიდანვე შემიყვარდა, ის არის, რომ ჭკვიანი და გულწრფელია ყველაფრის მიმართ.“[2]

2011 წელს მან სემ შეფერდთან ერთად ითამაშა ფილმში კვრინჩხი, რომლის პრემიერაც ტრიბეკას კინოფესტივალზე გაიმართა. იმავე წელს მორტენ ტაილდუმის ფილმში ითამაშა, სახელწოდებით „თავებზე მონადირე“. ფილმმა BAFTA მოიპოვა საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმისათვის.[3] 2013 წელს კოსტერ-ვალდაუმ ჯესიკა ჩესტეინთან ერთად საშინელებათა ჟანრის ფილმში ითამაშა, სახელწოდებით „დედა“ (რეჟ. ენდი მასკეტი). იმავე წელს შეასრულა როლი ერიკ პოპის ფილმში „ათასჯერ ღამე მშვიდობისა“, სადაც მასთან ერთად ცნობილი ფრანგი მსახიობი, ჟულიეტ ბინოში თამაშობს. 2014 წელს სიუზან ბაიერის დანიურ თრილერში გამოჩნდა, სახელწოდებით „მეორე შანსი“, სადაც იგი ანდრეასის, პოლიციის ოფიცერის როლს ასრულებს. 2016 წელს ითამაშა ფილმში „ეგვიპტის ღმერთები“.

2017 წელს შეასრულა როლი ფილმში „მცირე დანაშაულები“.

2019 წელს ითამაშა ბრაიან დე პალმას ფილმში, სახელწოდებით „დომინო“. მისი პრემიერა 2019 წლის 31 მარტს გაიმართა. [4][5]

2020 წელს გამოვიდა ფილმი „დუმილი“ (რეჟ. რობინ პრონტი), რომელშიც მთავარ როლს ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ ასრულებს. ფილმის შესახებ მსახიობი ინტერვიუში ამბობს: „...ჩემთვის ეს ამბავი მრავალმხრივ ნაცნობი იყო. ისტორია არის კაცზე, რომელსაც არ ასვენებს თავისი წარსული და ადამიანთან სიახლოვე სჭირდება.“[6]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

1997 წელს კოსტერ-ვალდაუ გრენლანდიელ მსახიობსა და ვოკალისტზე, ნუკაკაზე დაქორწინდა. [7] ისინი ორ ქალიშვილთან ერთად ლოს-ანჯელესში ცხოვრობენ.[8]

2015 წელს ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუმ თავისი ხუთი საყვარელი ფილმი დაასახელა: „უკანასკნელი ტანგო პარიზში“ (1972, რეჟ. ბერნარდო ბერტოლუჩი), „ერთხელ ამერიკაში“ (1984, რეჟ. სერჯო ლეონე), „ფორს მაჟორი“ (2014, რეჟ. რუბენ ოსტლუნდი), „ისევ დაუკარი, სემ“ (1972, რეჟ. ჰერბერტ როსი), „ბერდმენი“ (2014, რეჟ. ალეხანდრო გონსალეს-ინიარიტუ).[9]