სატახტოთა თამაში (სეზონი 3)
ამერიკული ფენტეზის ჟანრის ტელესერიალ „სატახტოთა თამაშის“ მესამე სეზონის პრემიერა გაიმართა HBO-ზე, 2013 წლის 31 მარტს და დასრულდა 9 ივნისს. მასში შესულია 10 ეპიზოდი, რომელთაგან თითო 50-60 წუთის ხანგრძლივობის არის[1]. სერიალი ეფუძნება ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის რომანების სერიის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ მესამე წიგნს „ხმლების ქარიშხალი“[2]. მისი რეჟისორები არიან დევიდ ბენიოფი და დ. ბ. უაისი. 2012 წლის 10 აპრილს HBO-მ მესამე სეზონის წარმოება შეუკვეთა. გადაღება 2012 წლის ივლისში დაიწყო[3], ძირითადად - ჩრდილოეთ ირლანდიაში, ხორვატიაში და ისლანდიაში გადაღებებით.
სატახტოთა თამაში (სეზონი 3) | |
---|---|
ოფიციალური DVD გამოცემის გარეკანი | |
ქვეყანა | აშშ |
ეპიზოდი | 10 |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | HBO |
ეთერში | 31 მარტი, 2013 | – 9 ივნისი, 2013
სერიალის მოქმედება მიმდინარეობს გამოგონილ სამყაროში, ძირითადად - კონტინენტზე, რომელსაც ვესტეროსი ეწოდება. სიუჟეტის მეორე ხაზი მიმდინარეობს ესოსის სახელით ცნობილ მეორე კონტინენტზე. ისევე, როგორც ორიგინალურ რომანში, ამ სეზონში ყურადღება გამახვილებულია მოვლენებზე, რომლებიც სამეფო ნავსაყუდელში მიმდინარეობს, ბრძოლის შემდეგ. რენლი ბარათეონის დაღუპვის შემდეგ დარჩა აქტუალურია დარჩენილი ოთხი მეფის პაექრობა - თითქმის ყოველი მათგანი დარწმუნებულია, რომ თავად არის რკინის ტახტის მემკვიდრე, ხოლო რობ სტარკს მამის გამო შურისგება ამოძრავებს.
სეზონში მონაწილეობს მსახიობთა დიდი გუნდი. მათში შედიან პიტერ დინკლიჯი, ლენა ჰიდი, ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ, ემილია კლარკი და კიტ ჰერინგტონი. ახალი პერსონაჟების შემსრულებელ მსახიობებს შორის არიან კიარან ჰაინდსი, ნატალი ემანუელი და ივან რეონი.
კრიტიკოსებმა მაღალი შეფასება მისცეს სერიალის წარმოების ხარისხს და მსახიობებს. მაყურებელთა რაოდენობა წინა სეზონებთან შედარებით კვლავ გაიზარდა. მესამე სეზონმა მიიღო ემის ორი ჯილდო 16 ნომინაციიდან - საუკეთესო მსახიობისთვის დრამატულ ტელესერიალში განსახიერებულ მეორეხარისხოვან როლში (დინკლიჯი) და გამორჩეული დრამატული ტელესერიალისთვის.
ეპიზოდები
რედაქტირება№ ჯამში | № სეზონში | სახელწოდება | რეჟისორი | სცენარის ავტორი | ორიგინალური ეთერის თარიღი | აშშ მაყურებელი (მილიონი) |
---|---|---|---|---|---|---|
21 | 1 | „ვალარ დოჰაერის“ „Valar Dohaeris“ | დენიელ მინაჰანი | დევიდ ბენიოფი და დ. ბ. უაისი | 31 მარტი, 2013 | 4.37[4] |
ჩრდილოეთით ღამის ებგურის წევრები, ჯიორ მორმონტთან ერთად, თეთრ მოხეტიალეებთან ბრძოლის შემდეგ უკან, კედლისკენ იხევენ. ჯონ სნოუ ველურების ბანაკში გაიცნობს ადგილობრივ ბელადებს - მანსს და ტორმუნდს. სამეფო ნავსაყუდელში ლანისტერები და ტირელები ზეიმობენ გამარჯვებას. ტირიონი მამისგან მოითხოვს კასტერლის კლდის მემკვიდრეობის, სანაცვლოდ იმისა, რომ იგი თაგდამოდებით იცავს დედაქალაქს, მაგრამ ტაივინი უარით ისტუმრებს. მარჯერი ამ დროს ცდილობს ადგილობრივების ნდობის მოპოვებას და ეხმარება ქალაქის ღარიბ მოსახლეობას. ჯოფრი და სერსი ნადიმობენ მარჯერისთნ და ლორასთან. პეტირ ბეილიში სანსას ჰპირდება, რომ მალე წაიყვანს ქალაქიდან. დავოსი გადაურჩა ბრძოლისას და სალადორ საანის გემით მოხვდება დრაკონის ქვასთან. მას მელისანდრეს მოკვლა სურს, მაგრამ სტანისის ბრძანებით, საპყრობილეში გამოკეტავენ. რობ სტარკის ლაშქარი შედის ლანისტერების მიერ მიტოვებულ ჰარენჰოლში, სადაც აღმოჩნდება, რომ კლიგანმა ყველა ტყვე მოკლა და თავად გაიქცა. აღმოსავლეთში მოგზაურები მოხვდებიან ქალაქ ასტაპორში, მონათმფლობელების ქალაქში, სადაც დეინერისი ლაშქრისთვის მონებს აგროვებს. დაქირავებული გოგონა, მკვლელი კართიდან, ცდილობს მისი მორიელის მსგავსი არსებით მოკვლას, მაგრამ მოულოდნელად დასახმარებლად ჩნდება მეფის გუშაგის ყოფილი წევრი, სერ ბარისტან სელმი, რომელიც დეინერისს გადაარჩენს და შეჰფიცებს ერთგულებას. | ||||||
22 | 2 | „ბნელი ფრთები, ბნელი სიტყვები“ „Dark Wings, Dark Words“ | დენიელ მინაჰანი | ვანესა ტეილორი | 7 აპრილი, 2013 | 4.27[5] |
ჩრდილოეთით, ტყეებში, ბრან სტარკი შეხვდება და-ძმა ჟოიენ და მირა რიდებს. ოშა მათ თავდაპირველად არ ენდობა, მაგრამ აღმოჩნდება, რომ ბიჭუნამ რაღაც იცის ბრანის სიზმრებზე, სადაც უკანასკნელს სამთვალა ყორანი ევლინება. ჰარენჰოლში შეიტყობენ უინტერფელის დაწვის და კეიტილინის მამის, რივერრანის ლორდ ჰოსტერ ტალის გარდაცვალების შესახებ. სამეფო ნავსაყუდელში მარჯერი და მისი ბებია, ოლენა, სანსას ესაუბრებიან ჯოფრის შესახებ, ჯოფრი კი დედამისს - მარჯერიზე. უკანასკნელიც ცდილობს ჯოფრისთან ურთიერთობის დამყარებას. რობის ლაშქარი რივერრანში, ჰოსტერ ტალის დასაფლავების ცერემონიაზე მიემართება. რიკარდ კარსტარკი უკმაყოფილოა ომის მიმდინარეობით. კეიტილინი ტალისს უამბობს საკუთარი დედობის შესახებ. თეონ გრეიჯოი გონს მოეგება საპყრობილეში, სადაც აწამებენ, მაგრამ ერთ-ერთი ბიჭუნა ჰპირდება, რომ დაეხმარება. არია სტარკი, გენდრი და კიდევ ერთი ბიჭი, „ღვეზელი“ შეხვდებიან მოხალისეებს უბაირაღო საძმოდან, რომლებსაც მიუძღვის წითელი ქურუმი, მირელი თოროსი. საძმო გზად იჭერს სანდორ კლიგანს, რომელიც არიას იცნობს. ჯეიმი ლანისტერი და ბრიენა ტართი განაგრძობენ მოგზაურობას. ჯეიმი ქალს წაართმევს ხმალს და შეებრძოლება, მაგრამ მათ აღმოაჩენს რუს ბოლტონის ლაშქარი, ლოკის მეთაურობით. | ||||||
23 | 3 | „ტანჯვის გზა“ „Walk of Punishment“ | დევიდ ბენიოფი | დევიდ ბენიოფი და დ. ბ. უაისი | 14 აპრილი, 2013 | 4.72[6] |
რივერრანში ჰოსტერ ტალის მარხავენ. კეიტილინის ძმა ედმარი რობს პატიებას სთხოვს ბრძოლის მოვლენების გამო, მაგრამ ეუბნება, რომ ორი ლანისტერი ჰყავს დაპატიმრებული. ტალისა მათ საპყრობილეში იხილავს. სამეფო ნავსაყუდელში იკრიბება საბჭო. ბეილიში ტოვებს ქალას, რათა ლიზა არენს ხელი სთხოვოს. მის სანაცვლოდ მონეტის, სამეფო საგანძურის ბატონად ტაივინი ნიშნავს ტირიონს. იწყებს რა მოვალეობების შესრულებას, ტირიონი პოდრიკ პეინს მიუგზავნის მეძავებს, რათა მადლობა გადაუხადოს ბრძოლაში გადარჩენისთვის. კედლის მიღმა ველურები პირველი ადამიანების მუშტზე ხოცვა-ჟლეტვის ნიშნებს აღმოაჩენენ. მანსის ბრძანებით, ტორმუნდი, ვარგი ორელი, ჯონ სნოუ და იგრიტი ფარულად უნდა გადავიდნენ სამხრეთ მხარეს, კედლის მიღმა. შემცირებული გუშაგი მიაღწევს კრასტერის სახლამდე, სადაც ლილი მშობიარობს. არია და გენდრი ემშვიდობებიან „ღვეზელს“. მელისანდრე, სტანისის ბრძანების მიუხედავად, დრაკონის ქვას ტოვებს. ასტაპორში დეინერისი ეწვევა სიკვდილით დასჯილი მონებით მოფენილ სანაპიროს და თავის მრჩევლებს ესაუბრება. იგი გადაწყვიტავს, შეიძინოს ძლიერი მონების დიდი ლაშქარი და სანაცვლოდ მონათმფლობელებს ერთ-ერთ დრაკონს ჰპირდება. თეონს ეხმარებიან ციხესიმაგრიდან გაქცევაში, მაგრამ ვიღაც კლავს მის ყველა თანმხლებს. ლოკის ლაშქარს ჯეიმი და ბრიენა ჰარენჰოლში მიჰყავს, სადაც ლანისტერი ბრიენას იხსნის გაუპატიურებისგან, თუმცა, ლოკის მოტყუების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მას ხელის მტევანს მოჰკვეთენ. | ||||||
24 | 4 | „მისი გუშაგი დასრულდა“ „And Now His Watch Is Ended“ | ალექს გრეივზი | დევიდ ბენიოფი და დ. ბ. უაისი | 21 აპრილი, 2013 | 4.87[7] |
ლოკის ლაშქარი განაგრძობს გზას. ბრიენა ეხმარება ხელის ცალი მტევნით დარჩენილ სასოწარკვეთილ ჯეიმის. თოროსის ლაშქარი ერთ-ერთ გამოქვაბულში ჩერდება, სადაც სანდორი და კლიგანი გაიცნობენ მათ ბელადს, ბერიკ დონდარიონს. კლიგანი უარყოფს საძმოს ყველა ბრალდებას, მაგრამ არია შეახსენებს, თუ როგორ მოკლა ყასაბის შვილი მიკა. ვარისი ტირიონს უამბობს, თუ როგორც გახდა საჭურისი და უჩვენებს სკივრს, რომელშიც მალავს თავად გრძნეულს, რომელმაც იგი დაასაჭურისა. მეფე, კარისკაცები და სეფექალები ბეიელორის დიდ სეპტას ათვალიერებენ. მარჯერი მოხიბლავს ჯოფრის, რაც არ მოსწონს სერსის. როსი ვარისს შეატყობინებს ბეილიშის გეგმების შესახებ და ვარისი ტირელებთან ფარულ გეგმებს აწყობს. ჩრდილოეთში თეონი აღმოჩნდება წამებისთვის განკუთვნილ ძველ საკანში. კედლის მიღმა ებგურის მშიერი და გაღიზიანებული წევრები კრასტერს აუჯანყდებიან. ბრძოლის დროს იღუპება არა მხოლოდ კრასტერი, არამედ ლორდი მორმონტიც. სემი და ლილი ახლადშობილ ბავშვთან ერთად გარბიან. ასტაპორში მონათმფლობელი კრაზნის მო ნაკლოზი მიიღებს დრაკონს, მაგრამ ახალი ლაშქრის დახმარებით დეინერისი კლავს მონათმფლობელებს. ყოფილ მონებს იგი მსახურობაში მიიღებს, როგორც უკვე თავისუფალ ადამიანებს და ქალაქს დიდი ლაშქარით ტოვებს. | ||||||
25 | 5 | „ცეცხლით ნაკოცნი“ „Kissed by Fire“ | ალექს გრეივზი | ბრაიან კოგმენი | 28 აპრილი, 2013 | 5.35[8] |
ბერიკ დონდარონი კლიგანს ორთაბრძოლით გამოცდის. კლიგანი მას კლავს, მაგრამ მირელი თოროსი საძმოს ბელადს აცოცხლებს. ლოკის ლაშქარი ჰარენჰოლში შედის და ჯეიმის და ბრიენას გადასცემს რუს ბოლტონს, რომელიც მათ მასპინძლობას გაუწევს. კვიბერნი ჯეიმის ხელზე ოპერაციას ჩაატარებს. მოგვიანებით აბანოში ჯეიმი ბრიენას უამბობს, თუ როგორ და რატომ მოკლა ეირის ტარგარიენი. კედლის მიღმა ჯონ სნოუ ორელს ეჩხუბება და იგრიტთან სექსით არღვევს საძმოს ფიცს. რივერრანში ლორდი რიკარდ კარსტარკი კლავს ლანისტერების საჭურველმტვირთველ ბიჭუნებს. პასუხად მას რობ სტარკი სიკვდილით სჯის. კარსტარკის ჯასისკაცები მის ლაშქარს ტოვებენ, რის გამოც იგი გადაწყვიტავს, აღადგინოს კავშირი უოლდერ ფრეისთან. დრაკონის ქვაზე სტანის ბარათეონი ესტუმრება ცოლს, სელისა ფლორენტს და ქალიშვილ შირენს. მონათმფლობელების ყურეში დეინერისის ლაშქარი მიემართება ჩრდილოეთისკენ. ჯორაჰ მორმონტი და ბარისტან სელმი კამათობენ. ლაშქარი მეთაურად ირჩევს მამაკაცს, რომელსაც „რუხ ჭიას“ უწოდებენ. სამეფო ნავსაყუდელში ლორას ტირელს აცდუნებს ჟიგოლო ოლივარი, ბეილიშის შიკრიკი. ტირიონ ლანისტერი ხვდება ოლენა ტირელს და შეუთანხმდება ჯოფრის და მარჯერის ქორწილისთვის ფულადი შენატანის შესახებ. ტაივინი ტირიონს და სერსის ამცნობს, რომ გადაწყვიტა, სერსი შეაუღლოს ლორას ტირელთან, ხოლო ტირიონი - სანსა სტარკთან. | ||||||
26 | 6 | „აღმართი“ „The Climb“ | ალიკ სახაროვი | დევიდ ბენიოფი და დ. ბ. უაისი | 5 მაისი, 2013 | 5.50[9] |
კედლის მიღმა სემი და ლილი განაგრძობენ ტყით მოგზაურობას. ჩრდილოეთში ოშა და მირა კამათობენ, ხოლო ჟოიენი ბრანს უამბობს სიზმარზე, რომელშიც ჯონ სნოუ იხილა. თოროსის კარისკაცი, მშვილდოსანი ენგაი, არიას ასწავლის მშვილდის გამოყენებას. მელისანდრე სტანისის ჯარისკაცებთან ერთად საძმოს თავშესაფარში მიდის და თოროსს და ბერიკს გენდრის სანაცვლოდ სთავაზობს ოქროს, ხოლო არიას უწინასწარმეტყველებს, რომ იგი მომავალში ადამიანებს მოკლავს და ისინი კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს. თეონ გრეიჯოის გადამრჩენელი აღმოჩნდება მწამებელი. რივერრანში რობი უოლდერ ფრეის შვილებს, ლოთარს და შავ ოლდერს შეუთანხმდება. მათი მამა მზად არის, აღადგინოს კავშირი, თუკი ედმურ ტალი იქორწინებს მის ერთ-ერთ ასულზე. რუს ბოლტონი ჯეიმისთან და ბრიენასთან ერთად ნადიმობს. მას არ სურს ჯეიმის რობისთვის დაბრუნება და მზად არის, პატიმარი პირდაპირ სამეფო ნავსაყუდელში გაუშვას. ნავსაყუდელში ლედი ოლენა ეწინააღმდეგება ტაივინის გადაწყვეტილებას, დააქორწინოს ლორასი და სერსი. მაგრამ, მას შემდეგ, რაც ტაივინი ემუქრება, რომ ლორასს სამეფო არმიაში გააწევრიანებს და ტირელების საგვარეულოს მემკვიდრის გარეშე დატოვებს, ოლენა თანხმდება. ტირიონი სანსას, რომელიც ლორასზე ოცნებობს, ეუბნება, რომ მისი მეუღლე თავად გახდება. ვარისი ესაუბრება ბეილიშს და უკანასკნელი თავის მეტოქეს ამცნობს, რომ ყოველივე ისეა, როგორც თავად ჩაიფიქრა - როსი მეფე ჯოფრის საწამებლად გადასცეს. ჯონ სნოუ და იგრიტი მიაღწევენ კედლის წვერამდე. | ||||||
27 | 7 | „დათვი და მშვენიერი ქალწული“ „The Bear and the Maiden Fair“ | მიშელ მაკლარენი | ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი | 12 მაისი, 2013 | 4.84[10] |
ჩრდილოეთით ველურები შავი ციხესიმაგრისკენ მიემართებიან. რივერრანში ტალისა რობს ეუბნება, რომ ფეხმძიმედ არის. სამეფო ნავსაყუდელში სანსა და მარჯერი, ამავე დროს, ბრონიც და ტირიონიც, განიხილავენ უკანასკნელთან სანსას ქორწინებას. ტაივინი ჯოფრის ხვდება. გზად სამეფო ნავსაყუდელის გავლით მელისანდრე გენდრის უამბობს, რომ იგი რობერტ ბარათეონის ბასტარდია. არია გაექცევა უბაირაღო საძმოს და მას სანდორ კლიგანი იჭერს. მონათმფლობელთა ყურეში დეინერისი და მისი ლაშქარი მონათმფლობელთა კიდევ ერთ ქალაქში, იუნკაიში შედიან. ქალაქიდან გამოგზავნილი დესპანი მათ ოქროს და გემებს სთავაზობს, დეინერისი კი პირობას უყენებს. ჩრდილოეთით, ციხესიმაგრის საპყრობილეში ორი გოგონა უვლის თეონს, იხდის და ეფერება, მათი ბატონი, იდუმალი მწვალებელი კი თეონს სცემს და სასქესო ორგანოს აჭრის. ბრანი და მოგზაურები მიემართებიან კედლისკენ. ოშა მათ უამბობს საკუთარ ამბავს და უნდობლობას გამოხატავს ჟოიენის შავი მაგიისადმი. ჯეიმი ლანისტერი და რუს ბოლტონი ტოვებენ ჰარენჰოლს. პირველი მიემგზავრება შინ, სამეფო ნავსაყუდელში, მეორე – ედმურ ტალის ქორწილში. ლოკი, დარჩენილი ჰარენჰოლში, ბრიენათი ერთობა და უშვებს არენაზე, დათვთან საბრძოლველად. მოულოდნელად ჯეიმი ბრუნდება და ბრიენას გადაარჩენს. | ||||||
28 | 8 | „მეორე ვაჟები“ „Second Sons“ | მიშელ მაკლარენი | დევიდ ბენიოფი და დ. ბ. უაისი | 19 მაისი, 2013 | 5.13[11] |
სანდორ კლიგანი და არია მიემართებიან ფრეების ციხესიმაგრისკენ. ყურეში იუნკაისთან ჩნდებიან მონათმფლობელთა მეკავშირეები - უმცროსი ვაჟების დაქირავებული რაზმი. დეინერისი სასაუბროდ იხმობს მათ მეთაურებს - მეროს, პრენდალ ნა გჰეზნს და დაარიო ნააჰარისს. კაპიტანი მერო მას ამაზე უარს ეუბნება. ბანაკში დაქირავებულები ირჩევენ, თუ ვინ მოკლავს დეინერისს. დაარიო მის ბანაკში გადადის და სხვების მოკვეთილ თავებს უჩვენებს, ეუბნება რა, რომ მის მხარეზეა. დრაკონის ქვაზე დავოსი შირენის დახმარებით კითხვას ეუფლება, ხოლო სტანისი მას ათავისუფლებს. მელისანდრე გენდრის შეაცდენს და ჩაატარებს რიტუალს წურბელებით. სტანისი მათ ცეცხლში ისვრის და ასახელებს მათ, ვისაც სწყევლის - რობ სტარკს, ბეილონ გრეიჯოის და ჯოფრი ბარათეონს. სამეფო ნავსაყუდელში ტირიონის და სანსას ქორწილია. ნადიმის დროს ტირიონი ისე იქცევა, თითქოს მთვრალია, მაგრამ უარს ამბობს ახლადდაქორწინებულთა საძინებელ ოთახამდე გაცილების ცერემონიაზე. მოგვიანებით იგი ჯოფრისაც ეკამათება, ხოლო ღამით სანსასგან ცალკე იძინებს. სემი და გილი ღამით ჩერდებიან მიტოვებულ ქოხში და ტარლი ობსიდიანის ნაწილით (რომელიც ჯიორ მორმონტმა იპოვა) ერთ-ერთ თეთრ მოხეტიალეს კლავს. | ||||||
29 | 9 | „რეინები კასტამერედან“ „The Rains of Castamere“ | დევიდ ნატერი | დევიდ ბენიოფი და დ. ბ. უაისი | 2 ივნისი, 2013 | 5.22[12] |
რობი და მისი ლაშქარი ფრეების ციხესიმაგრეში მიდიან. უოლდერ ფრეის წინაშე სტარკი საჯაროდ ითხოვს პატიებას. ედმურ ტალის გააცნობენ როსლინ ფრეის, პატარძალს. სემი და ლილი კედლამდე მიაღწევენ. ტორმუნდის ლაშქარი ორელის ბრძანებით ჯონისგან ითხოვს მშვიდი მოსახლის მოკვლას და ამით ერთგულების დამტკიცებას, მაგრამ ჯონი ამას ვერ აკეთებს. მაშინ ტორმუნდი და მისი ხალხი მას და იგრიტს ესხმიან. დასახმარებლად მოულოდნელად ჩნდება ჯონის მგელსაზარა „ზაფხული“, რომელსაც გონებაში შეღწევით მართავს იქვე დამალული ბრანი. ჯონი სასიკვდილოდ დაჭრის ორელს და გაიქცევა, ტოვებს რა იგრიტს მარტო. ბრანი გადაწყვიტავს, რიკონი, მგელსაზარა „ბურძგლა“ და ოშა ამბერების ციხესიმაგრეში გაუშვას. დეინერისის თანხმობით, დაარიო ნაჰარისი, მორმონტი და რუხი ჭია შედიან იუნკაიში, კლავენ დარაჯებს და ქალაქი საბოლოოდ მარცხდება. წითელი ქორწინება ფრეების ციხესიმაგრეში აღმოჩნდება ტაივინ ლანისტერის სისხლიანი ჩანაფიქრი - ფრეები და რუს ბოლტონი მის მხარეს არიან მოქცეულები. ზეიმის დროს ფრეის და ბოლტონის ჯარისკაცები ესხმიან სტუმრებს. ფეხმძიმე ტალისას კლავს ლოთარ ფრეი, კეიტილინ სტარკს – შავი უოლდერი. რობ სტარკს კლავენ ფრეის მშვილდოსნები და თავად ბოლტონი. მგელსაზარა „რუხი ქარი“, რომელიც გამოკეტილი იყო ადგილობრივ საძაღლეში, ასევე მოკლულია. ჩრდილოელების თითქმის მთელი ლაშქარი განადგურებულია. არია და სანდორ კლიგანი, მისულები ციხესიმაგრესთან, თვალს ადევნებენ ამ ხოცვა-ჟლეტას და შეშინებულ არიას გაქცევა სურს. სანდორი მას აბრუებს და თან მიჰყავს. | ||||||
30 | 10 | „მისა“ „Mhysa“ | დევიდ ნატერი | დევიდ ბენიოფი და დ. ბ. უაისი | 9 ივნისი, 2013 | 5.39[13] |
ფრეების ციხესიმაგრეში განაგრძობენ ხოცვა-ჟლეტას და ცხენით დაატარებენ რობ სტარკის გვამს, რომელზეც მიკერილია მგელსაზარას თავი. მოგვიანებით არია გადაეყრება ფრეის რამდენიმე ჯარისკაცს (რომელიც მისი ძმის გვამს მასხრად იგდებდა) და მათ კლავს. სამეფო ნავსაყუდელში ლანისტერები ზეიმობენ სტარკების აღსასრულს. უოლდერ ფრეი აცხადებს, რომ ტაივინის დახმარებით, მას აღარავის ეშინია, ხოლო რუს ბოლტონისგან ცნობილი ხდება, რომ თეონს აწამებს მისი ბასტარდი, რამზი სნოუ. ჩრდილოეთში რამზი თეონს ახალ სახელს, „მყრალას“ არქმევს და აიძულებს, ამ სახელს მიეჩვიოს. რკინის კუნძულებზე ბეილონი, მიიღებს რა რამზისგან გზავნილს თავისი შვილის მოკვეთილი ასოთი, აცხადებს, რომ თეონი მისთვის მკვდარია. მაგრამ მისი ქალიშვილი, იარა, არ ემორჩილება და თავს მოუყრის რამდენიმე მებრძოლს, რათა ძმის გადასარჩენად გაემგზავროს. კედელთან ბრანი და მოგზაურები ღამეს ათევენ ებგურის ძველ ციხესიმაგრეში. ბრანი სხვებს უამბობს აჩრდილების შესახებ, მაგრამ აჩრდილების სანაცვლოდ ისინი გზად ხვდებიან კედლის ძირში არსებული გვირაბით გამოვლილ ტარლის, გილის და ბავშვს. ბრანი, ჰოდორი და და-ძმა რიდები გადადიან კედლის მეორე მხარეს, ოშა და რიკონი კი მათ ტოვებენ. იგრიტი მიაგნებს ჯონ სნოუს და რამდენიმეჯერ ესვრის ისრებს. დაჭრილი სნოუ მიაღწევს შავ ციხესიმაგრემდე. დრაკონის ქვაზე დავოსი შეიტყობს, რომ სტანისს და მელისანდრეს სურთ გენდრის ცოცხლად დაწვა და ბიჭუნას გაქცევაში ეხმარება. პასუხად სტანისი მას სასიკვდილო განაჩენს გამოუტანს, მაგრამ ღამის ებრუგიდან მოსული წერილი აიძულებს, იფიქროს სხვა საკითხზე - ომზე ჩრდილოეთით. ჯეიმი ლანისტერი ბრიენასთან ერთად ბრუნდება სამეფო ნავსაყუდელში. იუნკაის კარიბჭესთან დეინერისი გათავისუფლებულ მონებს ხვდება, რომლებიც მის წინაშე ემხობიან და უწოდებენ „მისას“ – „დედას“. |
გამოხმაურება
რედაქტირებაკრიტიკოსების გამოხმაურებები
რედაქტირება
|
რეიტინგები
რედაქტირებასეზონი | ეპ. 1 | ეპ. 2 | ეპ. 3 | ეპ. 4 | ეპ. 5 | ეპ. 6 | ეპ. 7 | ეპ. 8 | ეპ. 9 | ეპ. 10 | საშუალო | |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 2.22 | 2.20 | 2.44 | 2.45 | 2.58 | 2.44 | 2.40 | 2.72 | 2.66 | 3.04 | 2.52[15] | |
2 | 3.86 | 3.76 | 3.77 | 3.65 | 3.90 | 3.88 | 3.69 | 3.86 | 3.38 | 4.20 | 3.80[16] | |
3 | 4.37 | 4.27 | 4.72 | 4.87 | 5.35 | 5.50 | 4.84 | 5.13 | 5.22 | 5.39 | 4.97[17] | |
4 | 6.64 | 6.31 | 6.59 | 6.95 | 7.16 | 6.40 | 7.20 | 7.17 | 6.95 | 7.09 | 6.84[18] | |
5 | 8.00 | 6.81 | 6.71 | 6.82 | 6.56 | 6.24 | 5.40 | 7.01 | 7.14 | 8.11 | 6.88[19] | |
6 | 7.94 | 7.29 | 7.28 | 7.82 | 7.89 | 6.71 | 7.80 | 7.60 | 7.66 | 8.89 | 7.69[20] | |
7 | 10.11 | 9.27 | 9.25 | 10.17 | 10.72 | 10.24 | - | არ არის | - |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Purdom, Laura. (July 13, 2012) 'Game Of Thrones' Season 3 Premiere Date, Casting News And More Highlights From Comic-Con Panel. The Huffington Post. ციტირების თარიღი: July 13, 2012.
- ↑ Martin, George R. R.. (April 11, 2012) Season Three. Not A Blog. ციტირების თარიღი: April 11, 2012.
- ↑ ჰარვუდი, ჩარლი. (9 ივლისი, 2012) Game of Thrones Begins Filming For Season 3. HBO Watch. ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2013.
- ↑ Bibel, Sara. (April 2, 2013) Sunday Cable Ratings: 'The Walking Dead' Wins Night, 'Game of Thrones', 'The Bible', 'Vikings', 'Shameless', 'The Client List' & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 1, 2016. ციტირების თარიღი: April 2, 2013.
- ↑ Kondolojy, Amanda. (April 9, 2013) Sunday Cable Ratings: 'Game of Thrones' Wins Night + 'Real Housewives of Atlanta', 'Kourtney & Kim Take Miami', 'Vikings', 'Mad Men' & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 1, 2016. ციტირების თარიღი: April 9, 2013.
- ↑ Bibel, Sara. (April 16, 2013) Sunday Cable Ratings: 'Game of Thrones' Wins Night, 'MTV Movie Awards', 'Vikings', 'Mad Men','The Client List', 'Veep' & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 1, 2016. ციტირების თარიღი: April 16, 2013.
- ↑ Kondolojy, Amanda. (April 23, 2013) Sunday Cable Ratings: 'Game of Thrones' Wins Night, 'NBA Playoffs', 'Real Housewives of Atlanta', 'Vikings' & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 1, 2016. ციტირების თარიღი: April 23, 2013.
- ↑ Bibel, Sara. (April 30, 2013) Sunday Cable Ratings: 'Game of Thrones' Wins Night, NBA Playoffs, 'Vikings', 'The Client List', 'Mad Men', 'Veep' & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 1, 2016. ციტირების თარიღი: April 30, 2013.
- ↑ Kondolojy, Amanda. (May 7, 2013) Sunday Cable Ratings: 'Game of Thrones' Wins Night + 'Ax Men', 'Mad Men', 'Army Wives', 'The Client List' & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 1, 2016. ციტირების თარიღი: May 7, 2013.
- ↑ Kondolojy, Amanda. (May 14, 2013) Sunday Cable Ratings: 'Game of Thrones' Wins Night + 'Breaking Amish', 'Mad Men', 'Long Island Medium', 'River Monsters' & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 1, 2016. ციტირების თარიღი: May 14, 2013.
- ↑ Bibel, Sara. (May 21, 2013) Sunday Cable Ratings:'Game of Thrones' Wins Night, 'North America', 'Mad Men', 'Veep', 'The Client List' & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 1, 2016. ციტირების თარიღი: May 21, 2013.
- ↑ Kondolojy, Amanda. (June 4, 2013) Sunday Cable Ratings: 'Game of Thrones' Wins Night + 'Keeping Up With the Kardashians', 'Real Housewives of New Jersey', 'Breaking Amish', 'Mad Men' & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 1, 2016. ციტირების თარიღი: June 4, 2013.
- ↑ Bibel, Sara. (June 11, 2013) Sunday Cable Ratings: 'Game of Thrones' Wins Night, 'Falling Skies', 'Mad Men', 'Army Wives', 'Veep', 'The Client List' & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 1, 2016. ციტირების თარიღი: June 10, 2013.
- ↑ სატახტოთა თამაში: სეზონი 3. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 29 აპრილი, 2015.
- ↑ 15.0 15.1 განახლებული: „სატახტოთა თამაშის“ რეიტინგები: სეზონი 1. TV by the Numbers (ივნისი 19, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 26, 2017. ციტირების თარიღი: ივლისი 26, 2017.
- ↑ 16.0 16.1 სატახტოთა თამაში: სეზონი 2 - რეიტინგები. TV Series Finale (ივნისი 11, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 1, 2016. ციტირების თარიღი: აპრილი 18, 2016.
- ↑ 17.0 17.1 სატახტოთა თამაში: სეზონი 3 - რეიტინგები. TV Series Finale (ივნისი 12, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 1, 2016. ციტირების თარიღი: აპრილი 18, 2016.
- ↑ 18.0 18.1 სატახტოთა თამაში: სეზონი 4 - რეიტინგები. TV Series Finale (ივნისი 18, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 1, 2016. ციტირების თარიღი: აპრილი 18, 2016.
- ↑ 19.0 19.1 სატახტოთა თამაში: სეზონი 5 - რეიტინგები. TV Series Finale (ივნისი 16, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 1, 2016. ციტირების თარიღი: აპრილი 18, 2016.
- ↑ 20.0 20.1 სატახტოთა თამაში: სეზონი 6 - რეიტინგები. TV Series Finale (ივნისი 28, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 1, 2016. ციტირების თარიღი: აპრილი 24, 2016.
- ↑ სატახტოთა თამაში: სეზონი 7 - რეიტინგები. TV Series Finale. ციტირების თარიღი: ივლისი 26, 2017.
- ↑ [15][16][17][18][19][20][21]