სამედიცინო ტურიზმი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გამაჯანსაღებელი ან სამედიცინო ტურიზმი — სხვა ქვეყნებში ან რეგიონებში მოგზაურობა სამედიცინო, სტომატოლოგიური ან ქირურგიული მომსახურებისთვის. ბოლო წლებში სამედიცინო ტურიზმის მზარდ პოპულარობაზე მრავალმა ფაქტორმა იქონია გავლენა: ინდუსტრიულ ქვეყნებში სამედიცინო მომსახურების ფასების ასტრონომიული ზრდა, საერთაშორისო მოგზაურობის გაადვილება და გაიაფება, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სწრაფად გაუმჯობესებული ტექნოლოგია და მომსახურების სტანდარტები. სამედიცინო ტურისტები ძირითადად განვითარებული ინდუსტრიული ქვეყნებიდან არიან და ქვეყნები, სადაც ისინი მიემგზავრებიან ნაკლებად განვითარებულია და შეღავათიანი ვალუტის გაცვლის კურსი აქვთ.

გამაჯანსაღებელი ტურიზმის პოპულარობამ განაპირობა მთელი რიგი სერვისისა და ეკონომიკის დარგების განვითარება, რომელიც ეხმარება პაციენტებს ამგვარი მოგზაურობის დაგეგმვასა და განხორციელებაში. ეს კომპანიები პარტნიორობენ გარკვეულ საავადმყოფოებთან ან კლინიკებთან, რაც მათ საშუალებას აძლევს გაცილებით ნაკლებ ფასში მოემსახურონ მომხმარებლებს, ვინემ ეს მათ ინდივიდუალურად დაუჯდებოდათ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება