ჰალ-საფლიენი
ჰალ-საფლიენი (მალტ. Ħal-Saflieni) — მიწისქვეშა, მეგალითური სტრუქტურა მალტაზე, ქალაქ პაოლაში. თარიღდება ძვ. წ. 3000-2500 წლებით. თავდაპირველად ის სალოცავი ყოფილა, რომელიც შემდეგ ნეკროპოლისად იქცა. ამჟამად კი მსოფლიოში ერთადერთი პრეისტორიული მიწისქვეშა ტაძარია. 1980 წელს იგი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. 1992 - 1996 წლებში, სარესტავრაციო სამუშაოების გამო მნახველთათვის ის დახურული იყო. მას შემდეგ კი, ყოველდღიურად მხოლოდ 80 ადამიანის შესვლაა ნებადართული, აქედან გამომდინარე, ხშირად ბილეთის ლოდინი 2-3 კვირაა საჭირო.
ჰალ-საფლიენი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | მალტა |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iii |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 35°52′12″ ჩ. გ. 14°30′23″ ა. გ. / 35.87000° ჩ. გ. 14.50639° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1980 (მე-4 სესია) |
ნომერი | 130 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 130 ინგლ. • რუს. • ფრ. |
მონუმენტი 1902 წელს მთალდ შემთხვევით, მუშებმა აღმოაჩინეს, როდესაც ისინი მშენებარე სახლისთვის წყლის რეზერვუარს თხრიდნენ, პირდაპირ ტაძრის სახურავს მიადგნენ. თავდაპირველად მუშებმა ამ ამბის დაფარვა სცადეს, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩენა მაინც გახმაურდა.