მალტის პრეზიდენტი
მალტის პრეზიდენტი (მალტურ ენაზე President ta' Malta) — თანამდებობა დაარსდა 1974 წლის 13 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც მალტა გამოცხადდა რესპუბლიკად ბრიტანეთის ერთა თანამეგობრობაში. მალტის კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის პრემიერ-მინისტრს. პრეზიდენტს ირჩევს პარლამენტი — წარმომადგენელთა პალატა — 5 წლის ვადით. 1989 წლიდან 4 აპრილი იქცა ოფიციალურ თარიღად, როდესაც პრეზიდენტი იწყებს და ამთავრებს ხუთწლიან საპრეზიდენტო ვადას.
უფლებები
რედაქტირებაპრეზიდენტი:
- აქვეყნებს კანონებს.
- ითხოვს პარლამენტს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების საფუძველზე.
- იღებს რწმუნებათა სიგელებს ელჩებისაგან.
მალტის პრეზიდენტების სია
რედაქტირებასურათი | სახელი | უფლებამოსილების დაწყება |
უფლებამოსილების დამთავრება |
შენიშვნა | |
---|---|---|---|---|---|
1. | ანტონი მამო | 13 დეკემბერი 1974 | 26 დეკემბერი1976 | ||
2. | ანტონ ბუტიჯიჩი | 27 დეკემბერი 1976 | 26 დეკემბერი 1981 | ||
3. | ალბერტ ჰიზლერი | 27 დეკემბერი 1981 | 15 თებერვალი 1982 | დროებითი პრეზიდენტი | |
4. | აგათა ბარბარა | 16 თებერვალი 1982 | 15 თებერვალი 1987 | ||
5. | პოლ შვერები | 15 თებერვალი 1987 | 4 აპრილი 1989 | დროებითი პრეზიდენტი | |
6. | ჩენსუ ტაბონე | 4 აპრილი 1989 | 4 აპრილი 1994 | ||
7. | უგო მიფსუდ ბონიჩი | 4 აპრილი 1994 | 4 აპრილი 1999 | ||
8. | გვიდო დე მარკო | 4 აპრილი 1999 | 4 აპრილი 2004 | ||
9. | ედუარდ ფენეჩ ადამი | 4 აპრილი 2004 | 4 აპრილი 2009 | ||
10. | ჯორჯ აბელა | 4 აპრილი 2009 | 4 აპრილი 2014 | ||
11. | მარი-ლუიზ კოლეირო-პრეკა | 4 აპრილი 2014 | 4 აპრილი 2019 | ||
12. | ჯორჯ ველა | 4 აპრილი 2019 | 4 აპრილი 2024 | ||
13. | მირიამ სპიტერი დებონო | 4 აპრილი 2024 | დღემდე |