ანტონი მამო
ანტონი ჯოზეფ მამო (დ. 9 იანვარი, 1909, ბირკირკარა, მალტა — გ. 1 მაისი, 2008, მოსტა, მალტა) — მალტის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. პრეზიდენტი (1974–1976), მალტის უკანასკნელი გენერალ-გუბერნატორი (1971–1974).
ანტონი მამო | |
მალტის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
13 დეკემბერი 1974 – 26 დეკემბერი 1976 | |
მემკვიდრე | ანტონ ბუტიჯიჩი |
დაბადებული | 9 იანვარი 1909 ბირკირკარა მალტა |
გარდაცვლილი | 1 მაისი 2008 მოსტა მალტა |
ბიოგრაფია
რედაქტირებაანტონი მამო დაიბადა ქალაქ ბირკირკარაში, ჯოზეფ მამოსა და კარლა ბრინკატის ოჯახში. განათლება მიიღო მალტის უნივერსიტეტში. 1934 წელს კი დაეუფლა სამართლის დოქტორის ხარისხს.
კარიერა
რედაქტირებათავდაპირველად იგი მცირე პროფესიულ პრაქტიკას გადიოდა. 1955–1971 წლებში კი იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. 1974 წელს, მალტის მიერ ბრიტანეთის ერთა თანამეგობრობის ფარგლებში რესპუბლიკად გამოცხადების შემდეგ არჩეულ იქნა ქვეყნის პირველ პრეზიდენტად.
ჯილდოები
რედაქტირებადაჯილდოებულია ბრიტანეთის იმპერიის ორდენით (1955 წელი) და მიღებული აქვს რაინდის წოდება (1957 წელი) .
გარდაცვალება
რედაქტირებაგარდაიცვალა 99 წლის ასაკში 2008 წლის 1 მაისს. მას შემდეგ, რაც 2007 წლის 8 ივნისს გარდაიცვალა სომალის ექს-პრეზიდენტი ადენ აბდულა ოსმან დაარი გახდა მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ყოფილი პრეზიდენტი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაწინამორბედი: |
მალტის პრეზიდენტი 1974 – 1976 |
შემდეგი: ანტონ ბუტიჯიჩი |