ევროზონა (ინგლ. Eurozone), ასევე ევროსისტემა ან ევროლენდი — გეოგრაფიული და ეკონომიკური რეგიონი, რომლის წევრიცაა ევროკავშირის წევრი 19 ქვეყანა, რომელთა პირველადი და ერთადერთი იურიდიული ვალუტა ევროა. ევროკავშირის წევრი 8 ქვეყანა ისევ იყენებს საკუთარი ფულის ერთეულს, მიუხედავად იმისა, რომ მათ უმეტესობას მომავალში ექნებათ ვალდებულება, გადავიდნენ ევროს გამოყენებაზე. ამ სახელმწიფოებს ევროს მონეტებისა და ბანკნოტების გამოშვების უფლება აქვთ. ამ ზონაში მონეტარულ პოლიტიკას ევროპის ცენტრალური ბანკი ატარებს.

  ევროკავშირის ევროზონა
  ეკ წევრები, რომლებიც ვალდებული არიან ევროზონაში შევიდნენ
  ეკ წევრები, რომლებმაც უარი თქვეს ევროზონაში მონაწილეობაზე
  ეკ გარე ზონები ევროს შეთანხმებით
  ეკ გარე ზონები ევროს შეთანხმების გარეშე

2021 წლის მონაცემებით ევროზონაში შედის 19 ქვეყანა: ავსტრია, ბელგია, გერმანია, ესტონეთი, ესპანეთი, ირლანდია, იტალია, კვიპროსი, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ფინეთი. ევროზონაში დაახლოებით 340 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ყველა ევროკავშირის წევრი ქვეყანა (გარდა დანიისა) ვალდებულია შეუერთდეს ევროზონას შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ.

ევროზონის ფულადი ავტორიტეტი არის ევროსისტემა. ევროპის ცენტრალური ბანკი არის ერთადერთ ძალა, რომელიც ადგენს ფულად პოლიტიკას ევროზონის ქვყენებისთვის. ევროპის ცენტრალურ ბანკს მართავს პრეზიდენტი და საბჭო, რომელიც შედგება მონაწილე ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებისაგან. ერთ-ერთი პირველხარისხოვანი საქმე, რომელსაც ევროპის ცენტრალური ბანკი ახორციელებს არის, ევროზონის ქვეყნებმა შეინარჩუნონ ინფლაცია.

ცხრილირედაქტირება

ქვეყანა მიღებული მოსახლეობა,
2014 (ათასი)[1]
ვალუტა ევრომდე გამონაკლისი ISO კოდი
  ავსტრია 01-01-1999[2] 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.8,534 შილინგი AT
  ბელგია 01-01-1999[2] 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.11,225 ფრანკი BE
  კვიპროსი 01-01-2008[3] 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.1,154 გირვანქა   ჩრდილოეთი კვიპროსი[a] CY
  ესტონეთი 01-01-2011[4] 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.1,314 კრონი EE
  ფინეთი 01-01-1999[2] 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.5,464 მარკა FI
  საფრანგეთი 01-01-1999[2] 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.66,207 ფრანკი   ახალი კალედონია[b]
  საფრანგეთის პოლინეზია[b]

  უოლისი და ფუტუნა[b]
FR
  გერმანია 01-01-1999[2] 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.80,890 მარკა DE
  საბერძნეთი 01-01-2001[5] 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.10,958 დრახმა GR
  ირლანდია 01-01-1999[2] 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.4,613 გირვანქა IE
  იტალია 01-01-1999[2] 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.61,336 ლირა   კამპიონე დ’იატალია[c] IT
  ლატვია 01-01-2014[6] 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.1,990 ლატი LV
  ლიეტუვა 01-01-2015[7] 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.2,929 ლიტი LT
  ლუქსემბურგი 01-01-1999[2] &&&&&&&&&&&&0556.&&&&&0556 ფრანკი LU
  მალტა 01-01-2008[8] &&&&&&&&&&&&0427.&&&&&0427 ლირა MT
  ნიდერლანდები 01-01-1999[2] 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.16,854 გულდენი   არუბა[d]
  კიურასაო[e]
  სინტ-მარტენი[e]
  კარიბის ნიდერლანდები[f]
NL
  პორტუგალია 01-01-1999[2] 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.10,397 ესკუდო PT
  სლოვაკეთი 01-01-2009[9] 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.5,419 კრონა SK
  სლოვენია 01-01-2007[10] 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.2,062 ტოლარი SI
  ესპანეთი 01-01-1999[2] 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.46,405 პესეტა ES
  ევროზონა 0ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“..ექსპრესიის შეცდომა: ამოუცნობი პუნქტუაციის ნიშანი „,“.338,734 არ არის არ არის EZ [g]

ისტორიარედაქტირება

1992 წელს, ევროპის საზოგადოების წევრმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს მაასტრიხტის ხელშეკრულებას, ამრიგად შეიქმნა ევროკავშირი. ამ დროისთვის ევროკავშირს ჰქონდა რამდენიმე მთავარი მიზანი — ის ხელს უწყობდა ძლიერ კოორდინაციას და თანამშრომლობას პოლიტიკაში, მაგრამ ჰქონდა კონკრეტული მიზნები მოქალაქეობაზე, დაცვასა, თავდაცვის და ეკონომიკის პოლიტიკაზე.

რაც შეეხება ეკონომიკურ პოლიტიკას, მაასტრიხტის ხელშეკრულებას ჰქონდა მიზანი, რომ შეექმნა საერთო ეკონომიკური და ფულადი გაერთიანება, რომელსაც ექნებოდა ცენტრალური საბანკო სისტემა, ევროპის ცენტრალური ბანკი და საერთო ვალუტა (ევრო).

ამ მიზნის განსახორციელებლად, ხელშეკრულებამ გამოიძახა წევრებს შორის კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა, რომელმაც შეწყვიტა გაზრდილი კოოპერაცია ნაციონალურ ცენტრალურ ბანკებსა და გაზრდილ ეკონომიკურ პოლიტიკას შორის. საბოლოო ნაბიჯი იყო თავად ევროს წარდგენა, ერთ ფულად პოლიტიკასთან ერთად, რომელიც მოდიოდა ევროპის ცენტრალური ბანკიდან.

განსაკუთრებული მოსაზრებებირედაქტირება

სხვადასხვა მიზეზების გამო, ევროკავშირის ყველა წვერი ქვეყანა არ არის ევროზონის წევრი. დანიამ უარი თქვა გაწევრიანებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მას ექნება ამის შესაძლებლობა მომავალში. ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა ჯერ კიდევ არ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც საჭიროა ევროზონაში გასაერთიანებლად. სხვა ქვეყნებმა აირჩიეს რომ გამოიყენონ საკუთარი ვალუტა, როგორც გზა, რომ შეინარჩუნონ საკუთარი ფინანსური დამოუკიდებლობა, რაც მოიცავს ეკონომიკას და ფულად საკითხებს. ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც არაა ევროკავშირის წევრი, მიიღეს ევრო როგორც საკუთარი ეროვნული ვალუტა. ვატიკანი, ანდორა, მონაკო და სან-მარინო: ამ ქვეყნებს აქვთ ფულადი შეთანხმება ევროკავშირთან, რომელიც მათ აძლევს უფლებას, მიიღონ გადაწყვეტილებები საკუთარ ევროს ვალუტასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვების გათვალისწინებით.

მოთხოვნები ევროზონაში გასაწევრიანებლადრედაქტირება

იმისთვის რომ ქვეყანა შეუერთდეს ევროზონას და ჰქონდეს ევრო, როგორც ეროვნული ვალუტა, ევროკავშირის ქვეყნებმა აუციებლად უნდა დააკმაყოფილონ გარკვეული კრიტერიუმები და მოთხოვნები. კრიტერიუმები ძირითადად მოიცავს ოთხ მაკრეკონომიკურ მაჩვენებელს: ფასის სტაბილურობა, მდგრადი საზოგადოებრივი ფინანსები, კონვერგენციის გამძლეობა და გაცვლითი კურსის სტაბილურობა.

ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ, რომ წარმოადგინოს ფასის სტაბილურობა, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს მდგრადი ფასის მაჩვენებელი და საშუალო ინფლაცია, არა უმეტეს 1.5 პროცენტული მაჩვენებლით მეტი ვიდრე სამ საუკეთესო წევრ ქვეყანას. იმისთვის, რომ წარმოადგინოს მდგრადი საზოგადოებრივი ფინანსები, ფასდება მთავრობის დეფიციტი და ვალები და შედეგის მიხედვით მთავრობა არ უნდა იყოს გადაჭარბებულ დეფიციტში.

კონვერგენციის გამძლეობა ფასდება ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესის მაჩვენებლით, რომელიც არ უნდა იყოს 2 % მაჩვენებლით მეტი ვიდრე სამ საუკეთესო წევრ ქვეყანას ამ მიმართულებით. საბოლოოდ, ქვეყანამ უნდა წარმოადგინოს გაცვილითი კურსის სტაბილურობა გაცვლითი კურის მექანიზმში (ERM) მონაწილეობის მიღებით, მინიმუმ 2 წელი მკაცრი დაძაბულობისა და ევროს გაუფასურების გარეშე.

გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური სტაბილურობარედაქტირება

ევროპის ცენტრალური ბანკის სანდოობამ შეამცირა ინფლაცია მის წევრ ქვეყნებში. ფინანსური კრიზისის დროსაც, რომელიც მოყვა ევროს გამოშვებას, ინფლაციის მოლოდინები იყო დაბალი. სტაბილური ფასები განსაზღვრავს საერთო მაკროეკონომიკურ სტაბილურობას. ევროზონა გამძლეა შოკებისგან და გარეგანი განვითარებული მოვლენებისგან. თუმცა, ყველა წევრი ქვეყნისთვის საერთო ახალი ვალუტა, მისი ლეგალიზაცია, ადმინისტრაციული ღირებულება და ცვლილებებმა დიდი თანხა შეადგინა.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 October 2016. ციტირების თარიღი: 2014-08-03.
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 „COUNCIL DECISION of 3 May 1998 in accordance with Article 109j(4) of the Treaty“. Official Journal of the European Union. L (139/30). 1998-05-11. ციტირების თარიღი: 2014-10-27.
  3. „COUNCIL DECISION of 10 July 2007 in accordance with Article 122(2) of the Treaty on the adoption by Cyprus of the single currency on 1 January 2008“. Official Journal of the European Union. L (186/29). 2007-07-18. ციტირების თარიღი: 2014-10-27.
  4. „COUNCIL DECISION of 13 July 2010 in accordance with Article 140(2) of the Treaty on the adoption by Estonia of the euro on 1 January 2011“. Official Journal of the European Union. L (196/24). 2010-07-28. ციტირების თარიღი: 2014-10-27.
  5. „COUNCIL DECISION of 19 June 2000 in accordance with Article 122(2) of the Treaty on the adoption by Greece of the single currency on 1 January 2001“. Official Journal of the European Union. L (167/19). 2000-07-07. ციტირების თარიღი: 2014-10-27.
  6. „COUNCIL DECISION of 9 July 2013 on the adoption by Latvia of the euro on 1 January 2014“. Official Journal of the European Union. L (195/24). 2013-07-18. ციტირების თარიღი: 2014-10-27.
  7. „COUNCIL DECISION of 23 July 2014 on the adoption by Lithuania of the euro on 1 January 2015“. Official Journal of the European Union. L (228/29). 2014-07-31. ციტირების თარიღი: 2014-12-31.
  8. „COUNCIL DECISION of 10 July 2007 in accordance with Article 122(2) of the Treaty on the adoption by Malta of the single currency on 1 January 2008“. Official Journal of the European Union. L (186/32). 2007-07-18. ციტირების თარიღი: 2014-10-27.
  9. „COUNCIL DECISION of 8 July 2008 in accordance with Article 122(2) of the Treaty on the adoption by Slovakia of the single currency on 1 January 2009“. Official Journal of the European Union. L (195/24). 2008-07-24. ციტირების თარიღი: 2014-10-27.
  10. „COUNCIL DECISION of 11 July 2006 in accordance with Article 122(2) of the Treaty on the adoption by Slovenia of the single currency on 1 January 2007“. Official Journal of the European Union. L (195/25). 2006-07-15. ციტირების თარიღი: 2014-10-27.

შენიშვნებირედაქტირება

  1. თვითგამოცხადებული და ევროკავშირის მიერ არაღიარებული ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა იყენებს თურქულ ლირას. მიუხედავად ამისა ევროს ფართო ტირაჟირება აქვს.
  2. 2.0 2.1 2.2 საფრანგეთის წყნაროკეანური ტერიტორიები იყენებენ წყნაროკეანურ ფრანკს, რომელიც მიბმულია ევროზე.(1 ფრანკი = 0.00838 ევრო)
  3. იყენებს შვეიცარულ ფრანკს. თუმცა ევრო მაინც გამოიყენება და ის ფართოდაა მიმოქცევაში.
  4. არუბა ნიდერლანდების სამეფოს ნაწილია, მაგრამ არ არის ევროკავშირის წევრი. ის იყენებს არუბულ ფლორინს, რომელიც მიბმულია ამერიკულ დოლარზე. (1 დოლარი = 1.79 ფლორინი)
  5. 5.0 5.1 ამჟამად იყენებს ნიდერლანდების ანტილების გულდენს და 2014 წელს გეგმავდა კარიბული გულდენის შემოღებას, თუმცა ცვლილება გადაიდო. [1] დაარქივებული 2014-04-07 საიტზე Wayback Machine. ორივე მიბმულია ამერიკულ დოლარზე. (1 დოლარი = 1.79 გულდენი)
  6. იყენებს ამერიკულ დოლარს.
  7. EZ არ არის დანიშნული, მაგრამ დარეზერვებულია ამ მიზნისათვის, ISO-3166-1-ში.