ლატვიური ლატი
ლატვიური ლატი (ლატვ. Lats) — ფულის ერთეული ლატვიაში 2014 წლის 1 იანვრამდე. შემდეგ ჩაანაცვლა ერთიანმა ევროპულმა ვალუტა ევრომ.
- 1 ლატი შედგება 100 სანტიმისგან.
- კოდი ISO 4217 — LVL;
- გრაფიკული სიმბოლო — Ls;
- მიმოქცევაში არსებობს ბანკნოტები ნომინალით: 5, 10, 20, 50, 100 და 500 ლატი.
- მონეტები ნომინალით: 1, 2, 5, 10, 20, 50 სანტიმი (santīmu) და 1, 2 ლატი.
ლატვიური ლატი ლატვ. Lats | |||
---|---|---|---|
| |||
კოდი ISO 4217 | LVL | ||
ქვეყანა | ლატვია | ||
ოფიციალური მომხმარებლები |
ლატვია (2014 წლამდე) | ||
შედგება | 100 სანტიმი | ||
სიმბოლო | Ls | ||
მონეტები | 1, 2, 5, 10, 20, 50 სანტიმი (santīmu) და 1, 2 ლატი. | ||
ბანკნოტები | 5, 10, 20, 50, 100 და 500 ლატი. | ||
ცენტრალური ბანკი | ლატვიის ბანკი | ||
გაცვლითი კურსი (2011 3 ოქტომბერი თვის) | |||
1 USD | = 0,52 LVL | ||
1 EUR | = 0,71 LVL | ||
1 GBP | = 0,82 LVL |
ისტორია
რედაქტირება1918 წელს ლატვიის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ამ ქვეყანაში საკუთარი ფულიც გამოუშვეს. ლატვიის რესპუბლიკის პირველი დამოუკიდებელი ფულის ერთეული რუბლი იყო, რომელმაც გერმანიის ოკუპაციური მთავრობის მიერ თავსმოხვეული ოსტმარკები და ოსტრუბლები შეცვალა. 1 ლატვიური რუბლი 1,5 რუსულ რუბლს უდრიდა და თავის მხრივ 100 კაპეიკად იყოფოდა, მაგრამ როგორც რუბლი ასევე კაპეიკები მხოლოდ ქაღალდის ფულის სახით გამოვიდა. 1922 წლის 3 აგვისტოს ლატვიაში ეროვნული ვალუტის გამოცვლის გადაწყვეტილება მიიღეს და ახალ ფულს ლატი უწოდეს. ერთი ლატის მისაღებად მაშინ ლატვიელებს 50 რუბლის გადაცვლა უწევდათ. ლატი მიმოქცევაში 1940 წლამდე დარჩა, ხოლო ლატვიის გასაბჭოების შემდეგ იგი უკვე საბჭოთა რუბლმა ჩაანაცვლა.
ლატვიური ფულის 20-იანი წლების ისტორია 90-იანებშიც განმეორდა. 1991 წელს ლატვიამ დამოუკიდებლობა აღიდგინა და ამჯერად რუსული რუბლების ნაცვლად საკუთარი რუბლები შემოიღო, რომელიც მიმოქცევაში 1992 წლის 7 მაისს გაიშვა. სიტუაციის დარეგულირების შემდეგ კი, უკვე 1993 წელს რუბლმა ასპარეზი ლატვიურ ლატს დაუთმო, ზუსტად ისე, როგორც 71 წლის წინ.
2004 წლის 1 მაისიდან ლატვია ევროკავშირის წევრია და შესაბამისად ევროპის კავშირის ეკონომიკურ და მონეტარულ კავშირშიც გაერთიანდა, რის საფუძველზეც იგი ევროს შემოღების კანდიდატ ქვეყნებს შორისაა. თავდაპირველად ევროს შემოღება 2008 წლის დასაწყისში იგეგმებოდა, თუმცა ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით, ევროს შემოღება 2012-13 წელზე ადრე არ ივარაუდება.
2014 წლის 1 იანვარს ლატი გაუქმდა და 14 იანვარს საბოლოოდ ჩაანაცვლა ევრომ კურსით — 1€ = 0,702804 LVL.[1]
მოკლე ეკონომიკური მიმოხილვა
რედაქტირებასაზღვარგარეთ ლატის კურსი 2004—2005 წლებში მიბმული იყო ევროზე 1€ = 0,702804Ls თანაფარდობით. ბალტიისპირეთის ქვეყნების ეროვნული ვალუტები ითვლება ყველაზე სტაბილურ ვალუტებად სსრკ-ს ყოფილ წევრ ქვეყნებს შორის. კვიპროსული ფუნტის და მალტური ლირას ევროზე გადაცვლის შემდეგ ლატი გახდა ყველაზე «მძიმე» ვალუტა ევროპაში (კონკურენტი — ფუნტი სტერლინგი).
მონეტები
რედაქტირება1992—1999 წლები მონეტების ნიმუში
რედაქტირებასურათი | ნომინალი | გამოშვების თარიღი | მეტალი | დიამეტრი, მმ | სისქე, მმ | მასა, გ | გურთი |
---|---|---|---|---|---|---|---|
1992 1997 2003 2005 2007 2008 |
|||||||
1992 2000 2006 2007 2009 |
|||||||
1992 2006 2007 2009 |
|||||||
1992 2008 | |||||||
1992 2007 2009 | |||||||
1992 2007 2009 | |||||||
1992 2007 2008 | წარწერით LATVIJAS BANKA | ||||||
1992 | |||||||
1999 2003 2009 | ცენტრი: სპილენძი+თუთია+ნიკელი |
მონეტები 1 ლატი შეცვლილი დიზაინით
რედაქტირებასურათი | სახელი | გამოშვების თარიღი | მხატვარი | მოქანდაკე |
---|---|---|---|---|
Artis Zvirgzdiņš Dāvids Rubins |
||||
ევროკავშირში შესვლა |
||||
ბანკნოტები
რედაქტირებასურათი | ნომინალი | ფერი | აღწერა | გამოშვების თარიღი | ||
---|---|---|---|---|---|---|
ავერსი | რევერსი | ავერსი | რევერსი | |||
2006 2007 2009 | ||||||
2009 | ||||||
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Eglitis, Aaron. (2013-07-09) Latvia Wins Final EU Approval to Adopt Euro on Jan. 1 Next Year. Bloomberg. ციტირების თარიღი: 2014-06-09.