ევროპის კონსტიტუციის პროექტი

(გადამისამართდა გვერდიდან ევროპის კონსტიტუცია)

ევროპის კონსტიტუციის პროექტი (სრული სახელწოდება: შეთანხმება ევროპაში საერთო კონსტიტუციის შექმნის თაობაზე) — განუხორციელებელი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის მიზანი ევროპის კავშირისთვის ახალი კონსტიტუციის შექმნა იყო. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2004 წელს კავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა მიერ, რომში, თუმცა ის ექვემდებარეობდა ყველა წევრი სახელმწიფოს რატიფიკაციას, რომელთა შორის ორმა ქვეყანამ რეფერენდუმით ეს პროექტი უარყო.

ევროპის ქვეყნების მონაწილეობა პროექტის მიღებაში:
  დათანხმდა დანამატი ხელშეკრულებების შემდეგ
  დათანხმდა საპარლამენტო კენჭისყრით
  დათანხმდა რეფერენდუმით
  უარყო რეფერენდუმით
  გადაიდო განუსაზღვრელი ვადით
  რეფერენდუმი გადაიდო

პროექტის მთავარი მიზანი იყო არსებული ხელშეკრულებების, რომლებიც კავშირის მიმდინარე კონსტიტუციის საფუძველს წარმოადგენს, შეცვლა ახალი უნიფორმული ადამიანის უფლებების კოდიფიცირებით მთელი ევროპის მასშტაბით და გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამარტივება 27-წევრიანი ორგანიზაციისთვის.

პროექტის ხელშეკრულებას ხელი მოეწრა რომში წევრი სახელმწიფოების მეთაურთა მიერ 2004 წლის 29 ოქტომბერს. რატიფიცირების პროცესში 2005 წელს ფრანგებმა (29 მაისი) და ჰოლანდიელებმა (1 ივნისი) უარყვეს შეთანხმება რეფერენდუმით. ამ ორ ქვეყანაში კონსტიტუციის პროექტის ჩავარდნის გამო ზოგიერთი სხვა ქვეყნის მთავრობებმაც რეფერენდუმი გადადეს ან გააუქმეს, რამაც კონსტიტუციის მომავალი სათუო გახადა. რატიფიცირების შემთხვევაში ხელშეკრულება ძალაში შევიდოდა 2006 წლის 1 ნოემბერს. საერთო ჯამში, 18 წევრმა ქვეყანამ დოკუმენტს რატიფიცირება გაუკეთა, 2-მა უარყო, ხოლო 7-მა პროცესი გადადო.

კონსტიტუციის ხელშეკრულების ჩავარდნის გამო ევროპის საბჭოს სხდომაზე 2007 წლის ივნისში გადაწყდა დაწყებულიყო მოლაპარაკებები ძველი დოკუმენტის შემცვლელ რეფორმის ტრაქტატზე, რომელშიც შევიდოდა ძველი ტრაქტატის მრავალი ელემენტი, თუმცა მრავალი წინააღმდეგობრივი ელემენტის გამოკლებით (მათ შორის სიტყვა კონსტიტუციის უარყოფით).

საბოლოოდ ევროკონსტიტუცია ძალაში არ შევიდა, რადგანაც რეფერენდუმზე გატანისას მის წინააღმდეგ ადამიანთა უფრო დიდი რაოდენობა წავიდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება