შვედური კრონი
შვედური კრონი (შვედ. krona, kr) — ფულის ერთეული შვედეთში.
- კოდი ISO 4217 — SEK.
- გრაფიკული სომბოლო — kr
- ერთი შვედური კრონი შედგება 100 ერესგან (შვედ. öre).
- მიმოქცევაშია ბანკნოტები ნომინალით: 20, 50, 100, 500 და 1000 შვედური კრონი.
- მონეტები ნომინალით: 50 ერე ( 2010 წლის 30 სექტემბრიდან ამოღებულია მიმოქცევიდან), 1, 5 და 10 შვედური კრონი.
შვედური კრონი შვედ. krona, kr | |||
---|---|---|---|
| |||
კოდი ISO 4217 | SEK | ||
ქვეყანა | შვედეთი | ||
ოფიციალური მომხმარებლები |
* შვედეთი, | ||
შედგება | 100 ერე | ||
სიმბოლო | kr | ||
მონეტები | 20, 50, 100, 500 და 1000 შვედური კრონა. | ||
ბანკნოტები | 1, 2 და 10 და შვედური კრონა. | ||
ცენტრალური ბანკი | შვედეთის ბანკი | ||
გაცვლითი კურსი (2011 თვის) | |||
1 USD | = 6,7575 SEK | ||
1 EUR | = 9,3500 SEK | ||
1 GBP | = 10,8775 SEK |
ეტიმოლოგია
რედაქტირებაკრონი სკანდინავიური ენიდან მოდის და ქართულად გვირგვინს აღნიშნავს.
ისტორია
რედაქტირებაშვედური კრონა მიმოქცევაში 1878 წელს შევიდა სკანდინავიური სავალუტო კავშირის შექმნის შედეგად, რამაც პირველ მსოფლიო ომამდე იარსება. კრონამ მანამდე არსებული რიქსდალერი შეცვალა. კავშირის წევრები სკანდინავიური სახელმწიფოები იყვნენ. კრონა ნორდიკული ენებიდან თარგმანში „გვირგვინს“ აღნიშნავს. ფულადი ერთეული შვედეთში იწოდებოდა krona-ად, ხოლო დანიასა და ნორვეგიაში krone-დ. კავშირის დაშლის შემდეგ სამივე ქვეყანამ ვალუტის სახელწოდება დაიტოვა, თუმცა მხოლოდ საკუთარი ფულადი ერთეულებისთვის.
ტრადიციის თანახმად, მონეტის ავერსზე, რომელსაც ერთკრონიანის ღირსება აქვს, შვედეთის მეფის პორტრეტია გამოსახული, ხოლო რევერსზე ქვეყნის ერთ-ერთი გერბი ან გვირგვინია დატანებული. მონეტაზე მეფის დევიზიც არის ამოტვიფრული.
მონეტები და ბანკნოტები
რედაქტირება1987 წლის 31 დეკემბერს მიმოქცევიდან 1874, 1890, 1892, 1894, 1896, 1898, 1914, 1939, 1940, 1948, 1952, 1954 წლების ბანკნოტები ამოიღეს.
დღესდღეობით შემდეგი ნომინალების ბანკნოტებია მიმოქცევაში:
- 20 კრონიანი — ავერსზე მწერალ სელმა ლაგერლეფისა, ხოლო რევერსზე მისი პერსონაჟის, ნილსის, გამოსახულებით — ზღაპრიდან „საოცარი მოგზაურობა გარეულ ბატებთან ერთად“.
- 50 კრონიანი საოპერო მომღერალ იენი ლინდის გამოსახულებით.
100 კრონიანი კარლ ლინეს გამოსახულებით. 500 კრონიანი მეფე კარლ XI-სა და შვედი გამომგონებლისა და მრეწველის ქრისტოფერ პოლჰემის გამოსახულებით. 1000 კრონიანი მეფე გუსტავ ვასის გამოსახულებით.
მონეტები, რომლებიც კანონიერ საგადასახადო საშუალებად მიიჩნევა: 1 კრონიანი (1875 წლამდე გამოშვებული ყველა მონეტა), 2 კრონიანი (1876——1971 წლებამდე მოჭრილი ყველა მონეტა, 1972 წლიდან აღარ გამოდის), 5 კრონიანი (1954 წლამდე მოჭრილი ყველა მონეტა), 10 კრონიანი(1991 წლამდე მოჭრილი ყველა მონეტა).
2006 წლის 1 იანვრიდან 1875—1991 მოჭრილი 50 ერეს ღირებულების მონეტები იქნა ამოღებული. 2010 წლის 30 სექტემბრიდან კი 50 ერეიანი ყველა მონეტა ამოიღეს მიმოქცევიდან.
ამჟამად შვედეთში მიმოქცევაშია ბანკნოტები შემდეგი ნომინალით:
1996—2007 წლების სერია | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
სურათი | ნომინალი (ლეკი) |
ზომა (მმ) |
ძირითადი ფერები |
აღწერა | |||
ავერსი | რევერსი | ავერსი | რევერსი | ||||
მონეტები
რედაქტირებაამჟამად მიმოქცევაშია მონეტები ნომინალით:
- 50 ერე (2010 წლის 30 სექტემბრიდან ამოღებულია მიმოქცევიდან),
- 1 კრონი*,
- 5 კრონი
- 10 კრონი.
შვედური ფულის 1 კრონიანზე შვედეთის მონარქის გამოსახულებაა, ხოლო მეორე მხარეს ქვეყნის გერბი, გვირგვინი და მეფის დევიზია მიწერილია.
გაცვლითი კურსი
რედაქტირებაშვედური კრონის გაცვლითი კურსი ისტორიულად სახელმწიფოს სავალუტო პოლიტიკაზე იყო დამოკიდებული. 1992 წლის ნოემბრიდან კი ვალუტამ მერყევი კურსი შეიძინა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შვედური მონეტების კატალოგი
- ბანკნოტების გალერეა დაარქივებული 2007-09-29 საიტზე Wayback Machine.