ნორვეგიული კრონი (ნორვ. krone, norsk krone, მრ. რ. kroner) — ნორვეგიის ეროვნული ვალუტაა. 1 კრონი 100 ერესგან შედგება (ნორვ. øre).

ნორვეგიული კრონი
კოდი ISO 4217 NOK
ქვეყანა ნორვეგია
ოფიციალური
მომხმარებლები
ნორვეგიის დროშა ნორვეგია
შედგება 100 ეირე
მონეტები 1, 5, 10, 20 კრონი
ბანკნოტები 50, 100, 200, 500, 1000 კრონი
ცენტრალური ბანკი ნორვეგიის ცენტრალური ბანკი
საიტი [http://norges-bank.no ]

პირველი ნორვეგიული მონეტები მოიჭრა ოლაფე I ტრიუგვასონის მეფობის პერიოდში (995—999). მონეტების მოჭრის უფლებით მხოლოდ მეფე სარგებლობდა. 1626 წელს ქრისტიანიაში (ოსლო) დაარსდა სამონეტო სახლი, რომელშიც გამოიყენებოდა კონგსბერგის საბადოზე მოპოვებული ვერცხლი. 1695 წელს გამოიშვა პირველი ნორვეგიული ბანკნოტები, რომელთა გამოშვებაც მეფემ ვაჭარს ბერგენიდან ი.ტ. მოლენუს გადასცა (შემდეგში ის გაკოტრდა). თუმცა ეს ბანკნოტები გადახდის კანონიერ საშუალებად ნორვეგიის მცირე ტერიტორიაზე მიიჩნეოდა. 1962 წელს სამონეტო სახლი გადავიდა ნორვეგიის ბანკის დაქვემდებარებაში. 2000 წელს სამონეტო სახლი გარდაიქმნა შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიად. 2004 წელს კომპანიის სახელი „ნორვეგიის სამეფო სამონეტო სახლი“ შეიცვალა და ეწოდა „ნორვეგიის სამონეტო სახლი“.

მონეტები

რედაქტირება

დღეისათვის მიმოქცევაშია 50 ერე, 1, 5, 10 და 20 კრონის აღმნიშვნელი მონეტები.

ბანკნოტები

რედაქტირება

დღეისათვის მიმოქცევაშია 50, 100, 200, 500 და 1000 კრონის აღმნიშვნელი ბანკნოტები.

გაცვლითი კურსი

რედაქტირება

ნორვეგიული კრონის კურსი საგრძნობლად ლავირებს წლიდან წლამდე, ამის მიზეზია ქვეყნის ეკონომიკის დამოკიდებულება ნავთობის ფასის ცვალებადობაზე. მაგალითად, 2002 წლის იანვარში 1 USD = 9 NOK, ხოლო იმავე წლის ივლისში -1 USD = 7,36 NOK.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება