უნგრული ფორინტი
უნგრული ფორინტი (უნგრ. forint) — ფულის ერთეული უნგრეთში.
- 1 უნგრული ფორინტი შედგება 100 ფილერისგან;
- კოდი ISO 4217 — HUF;
- გრაფიკული სიმბოლო — ƒ • Ft • F;
- ამჟამად მიმოქცევაშია ბანკნოტები ნომინალით: 500, 1000, 2000, 5000, 10 000, 20 000 ფორინტი;
- მონეტები ნომინალით: 5, 10, 20, 50, 100, 200 ფორინტი;
უნგრული ფორინტი უნგრ. forint | |||
---|---|---|---|
| |||
კოდი ISO 4217 | HUF | ||
ქვეყანა | უნგრეთი | ||
ოფიციალური მომხმარებლები |
უნგრეთი | ||
შედგება | 100 ფილერი | ||
სიმბოლო | ƒ • Ft • F | ||
მონეტები | 5, 10, 20, 50, 100, 200 ფორინტი; | ||
ბანკნოტები | 500, 1000, 2000, 5000, 10 000, 20 000 ფორინტი; | ||
ცენტრალური ბანკი | უნგრეთის ეროვნული ბანკი | ||
საიტი | [3] | ||
გაცვლითი კურსი (2011 15 თებერვალი თვის) | |||
1 USD | = 197,90 HUF | ||
1 EUR | = 269,68 HUF | ||
1 GBP | = 319,99 HUF |
ისტორია
რედაქტირებაშუა საუკუნეების ევროპული ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ცენტრი ფლორენცია იყო. სწორედ აქ იჭრებოდა დიდი რაოდენობით ოქროს მონეტები და სწორედ ამ ქალაქის სახელს უკავშირდება თანამედროვე უნგრეთის ფულის ერთეულის, ფორინტის სახელწოდებაც. 1252 წლიდან ფლორენციაში მოჭრილ ოქროებს «Florino d’oro» ეწოდებოდა, რაც მოგვიანებით უნგრეთშიც გავრცელდა და უნგრულ ოქროს ვალუტას “ფლორენტინუსი” ეწოდა. აღნიშნულმა სახელმა თანდათან სახეცვლილება განიცადა და თანამედროვე ჟღერადობა - ფორინტი მიიღო. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ამ სახელწოდებით ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ვალუტა გამოდიოდა. მას ხშირად ავსტრო-უნგრულ გულდენს ან ავსტრიულ ფლორინსაც უწოდებდნენ.
ფორინტი 1946 წლის 18 აგვისტოს უნგრეთის კომუნისტური პარტიის ინიციატივით აღადგინეს, რომელიც აღნიშნულ პერიოდში მინისტრთა კაბინეტს აკონტროლებდა. ფორინტის ხელახალ შემოღებამდე უნგრეთის ვალუტას პენგო ერქვა, რომელიც ფორინტზე ასტრონომიული კურსით გაიცვალა. გაცვლითი კურსი პრაქტიკულად წარმოსახვითი იყო, რადგან მისი მიხედვით 1 ფორინტი მანამდე მიმოქცევაში არსებული ფულის ანუ პენგოს სრულ მოცულობაზე მეტი იყო.
ხელახლა გამოჩენის შემდეგ, ფორინტი გარკვეული პერიოდი სტაბილურობას ინარჩუნებდა, თუმცა შემდეგ, სოციალისტური სახელმწიფო სისტემის ეფექტურობის დაცემასთან ერთად, საკუთარი მსყიდველობითი უნარის კარგვა დაიწყო. 80-იანი წლების ბოლოს დემოკრატიული გარდაქმნების პარალელურად, ფორინტი ინფლაციის საკმაოდ მაღალი ნიშნულით 35 %-ით გამოირჩეოდა, რის გამოც ფაქტობრივად ხმარებიდან გაქრა ფორინტის მონეტები. თუმცა მძიმე ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესება მაინც მოხერხდა საბაზრო ეკონომიკის კუთხით გადადგმული მკვეთრი ნაბიჯების ხარჯზე.
2012 - 2014 წლებს შორის ქვეყანაში ეკონუმიკური სიტუაციის მიხედვით ფორინტი შეიძლება შეიცვალოს ევროთი. 2008 წლის 26 თებერვლიდან ფორინტი მიბმულია ევროზე.
მონეტები
რედაქტირება1946 წელს მიმოქცევაში შევიდა მონეტები ნომინალით 2, 10, 20 ფილერი და 1, 2, 5 ფორინტი. 5 ფრინტიანი ვერცხლის მონეტა მიმქცევაში შევიდა მხოლოდ მომდევნო წელს, მაგრამ მოგვიანებით ის მიმოქცევიდან ამოიღეს. 5 და 50 ფილერი 1948 წელს გამოუშვეს. 1967 წელს 5 ფრინტიანი მონეტა აღადგინეს, შემდეგ 1971 წელს გამოუშვეს 10 ფორინტიანი მონეტა, 1982 წელს კი 20 ფორინტი.
1992 წელს მიმოქცევაში შევიდა მონეტების ახალი სერია ნომინალით: 2, 5, 10, 20, 50 ფილერი და 1, 2, 5, 10, 20, 50, 100 ფორინტი, ასევე 200 და 500 ფორინტი, რომელიც იჭრებოდა ვერცხლისგან. 1992 წელს შეწყდა 2 და 5 ფილერის გამოშვება, ხოლო 1999 წლიდან ფილერი მიმოქცევიდან ამოიღეს.
1998 წელს ვერცხლის 200 და 500 ფორინტის გამოშვება შეწყდა (იმის გამო, რომ მათი ნომინალური ღირებულება საკმაოდ დაბალი იყო ძვირფასი ლითონის ღირებულებასთან შედარებით). მონეტები 1 და 2 ფორინტი მიმოქცევაში იმყოფებოდა 2008 წლის 29 თებერვლამდე[1] 2009 წლის 15 ივნისს ახალი მონეტამ 200 ფორინტის ნომინალით შეცვალა იმავე ნომინალის ბანკნოტი.
1949-1989 წლების მონეტების სერია
რედაქტირებანომინალი | ავერსი | რევერსი | მეტალი | მასა | დიამეტრი | გურთი | გამოშვების თარიღი |
---|---|---|---|---|---|---|---|
2 ფილერი | ალუმინი | 0,65 გ | 18 მმ | გლუვი | 27 მარტი 1950 | ||
5 ფილერი | ალუმინი | 0,6 გ | 17 მმ | გლუვი | 31 მარტი 1953 | ||
10 ფილერი | ალუმინი | 0,85 გ | 19,1 მმ | დაქუცმაცებული | 15 დეკემბერი 1950 | ||
20 ფილერი | ალუმინი | 1,25 გ | 21 მმ | გლუვი | 31 მარტი 1953 | ||
50 ფილერი | ალუმინი | 1,4 გ | 22 მმ | გლუვი | 31 მარტი 1953 | ||
1 ფორინტიt | ალუმინი | 1,5 გ | 23,7 მმ | დაქუცმაცებული | 15 ნოემბერი 1949 | ||
2 ფორინტი | სპილენძი - ნიკელი | 5 გ | 25 მმ | ორნამენტებით გაფორმებული | 20 იანვარი 1950 | ||
5 ფორინტიt | სპილენძი-ნიკელი-თუთია | 7,4გ | 27,5მმ | დაქუცმაცებული | 30 ივნისი 1972 | ||
10 ფორინტი | ნიკელი | 8,83გ | 28მმ | ორნამენტებით გაფორმებული | 1 ივნისი 1971 | ||
20 ფორინტი | სპილენძი, ნიკელი | 7,06გ | 26,8მმ | დაქუცმაცებული | 18 აპრილი 1983 |
ბანკნოტები
რედაქტირება1946 წელს უნგრეთის ეროვნულმა ბანკმა (Magyar Nemzeti Bank) გამოუშვა ბანკნოტები 10 და 100 ფორინტი. უფრო მაღალი ხარისხის ბანკნოტების ახალი სერია (10, 20 და 100 ფორინტი) მიმოქცევაში შევიდა 1947 - 1948 წლებში. 1953 წელს დაემატა 50 ფორინტიანი ბანკნოტი, 1970 წელს 500 ფორინტი, 1983 წელს 1000 ფორინტი და 1991 წელს 5000 ფორინტი.
1997 წელს მიმოქცევაში შევიდა სრულიად ახალი დიზაინის ბანკნოტების სერია ნომინალით: 200, 500, 1000, 2000, 5000, 10 000 და 20 000 ფორინტი. ყოველ ბანკნოტის ავერსზე გამოსახულია უნგრელი ლიდერები ან პოლიტიკოსები, ხოლო რევერსზე მასთან დაკავშირებული ადგილი ან ღონისძიებები. არცერთ ბანკნოტზე არ არის ჭვირნიშანი, მაგრამ ჩაშენებული არის უსაფრთხოების ვერტიკალური ხაზი. 1000, 5000, 10 000 და 20 000 ფორინტი დაცულია ჰოლოგრაფიული დამცავი ფენით, რომლის საერთო ზომა 154 × 70 მმ შეადგენს. ბანკნოტები იბეჭდება უნგრეთში ქალაქ ბუდაპეშტში «Hungarian Banknote Printing Shareholding Company»[2] მიერ.
ამჟამად მიმოქცევაში არსებული ბანკნოტები
რედაქტირებაამჟამად მიმოქცევაში არსებული ბანკნოტები | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
სურათი | ნომინალი | ფერი | გამოშვების თარიღი | |||||
ავერსი | რევერსი | |||||||
500 | ნარინჯისფერი | 1 დეკემბერი 1998 | ||||||
1000 | ცისფერი | 10 აპრილი 2006 | ||||||
2000 | ყავისფერი | 1 თებერვალი 1998 | ||||||
5000 | იასამნისფერი, მწვანე | 1 აპრილი 1999 | ||||||
10 000 | წითელი | 1 ივლისი 1997 | ||||||
20 000 | ნაცრისფერი | 1 თებერვალი 2001 |
მოქმედი სამახსოვრო ბანკნოტები
რედაქტირებამოქმედი სამახსოვრო ბანკნოტები | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
სურათი | ნომინალი | ზომა | ფერი | Description | თარიღი | ||||
ავერსი | რევერსი | ავერსი | რევერსი | ღონისძიება | დაბეჭდვის თარიღი | გამოშვების თარიღი | |||
500 ფორინტი | 154 × 70 მმ | ნარინჯისფერი | ფერენც რაკოზი II | უნგრეთის პარლამენტის შენობა და 1956 წლის აჯანყების დროშა | 1956 წელს უნგრეთის აჯანყების 50 წლის თავი | 2006 | 20 ოქტომბერი 2006 | ||
1000 ფორინტი | 154 × 70 მმ | ცისფერი | მეფე მათიაშ I | ჰერკულესის შადრევანი ვიშეგრადის სასახლეში. | მილენიუმი | 2000 | 1 ნოემბერი 2000 | ||
2000 ფორინტი | 154 × 70 მმ | ყავისფერი | წმინდა იშტვანის გვირგვინი | ძულა ბენცური სურათი: «იშტვან I» | მილენიუმი უნგრეთის ისტორია | 20 აგვისტო 2000 | 20 აგვისტო 2000 | ||
ისტორიული გაცვლითი კურსი
რედაქტირებათარიღი | EUR | GBP | USD |
---|---|---|---|
2010-07-16 | 282.09 [4] დაარქივებული 2011-06-05 საიტზე Wayback Machine. | 333.93 | 218.23 |
2009-10-01 | 269.92 | 295.53 | 185.18 |
2009-03-06 | 316.00[5][მკვდარი ბმული] | 354.32 | 249.29 |
2009-01-01 | 265.73 | 277.65 | 189.95 |
2008-10-22 | 278.64 | 353.36 | 216.85 |
2008-07-18 | 229.11 [6][მკვდარი ბმული] | 288.06 | 144.44 |
2007-01-01 | 251.63 | 374.80 | 191.07 |
2006-01-01 | 252.65 | 367.55 | 213.22 |
2005-01-01 | 244.66 | 346.95 | 180.755 |
2004-01-01 | 261.83 | 371.59 | 206.83 |
2003-01-01 | 235.74 | 361.88 | 225.09 |
2002-01-01 | 244.75 | 395.45 | 271.88 |
2001-01-01 | 264.58 | 417.70 | 279.62 |
2000-01-01 | 254.47 | 407.22 | 248.82 |
1998-01-01 | - | 335.98 | 205.18 |
1995-01-01 | - | 173.30 | 110.75 |
1993-01-01 | - | 126.99 | 84.41 |
1990-01-01 | - | 100.23 | 62.54 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ [1] დაარქივებული 2009-02-21 საიტზე Wayback Machine. 1 and 2 forint coins are withdrawn from use from 1 March 2008.
- ↑ [2] დაარქივებული 2011-07-20 საიტზე Wayback Machine. Hungarian Banknote Printing Shareholding Company.