დიდი რვიანი (ინგლ. Group of Eight, G8) — იყო მთავრობათაშორისი პოლიტიკური ფორუმი 1997-2014 წლებში[1]. ის ჩამოყალიბდა G7-ის რეფორმირების შედეგად, როდესაც მასში გაწევრიანებულ იქნა რუსეთი, ხოლო დაუბრუნდა თავის პირვანდელი სახელწოდება 2014 წელს რუსეთის გაძევების შემდეგ[2].

მიმდინარე შემადგენლობის ლიდერები
G8 ქვეყნები.
G8 ქვეყნები.
კანადის დროშა კანადა
- პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
- პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი
გერმანიის დროშა გერმანია
- კანცლერი ოლაფ შოლცი
იტალიის დროშა იტალია
- პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი
იაპონიის დროშა იაპონია
- პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა
გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
- პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი
აშშ-ის დროშა აშშ
- პრეზიდენტი ჯო ბაიდენი
რუსეთის დროშა რუსეთი (სტატუსი შეჩერებულია)
- პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

ფორუმი დაარსდა 1975 წელს, როდესაც ექვსი ქვეყნის (საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოსა და შეერთებული შტატების) წარმომადგენელმა, საფრანგეთის ქალაქ რამბუიეში გამართა სამიტი, რამაც ექვსი ქვეყნის სამთავრობო გაერთიანებისთვის წარმოშვა ზედმეტსახელი — „დიდი ექვსიანი“ (G6). 1976 წელს კანადის დამატებით ფორუმმა შეიცვალა სახელი და დაერქვა „დიდი შვიდიანი“ (G7). 1997 წელს ფორუმმა კვლავ შეიცვალა სახელი, როდესაც ჯგუფს რუსეთი დაემატა და დაერქვა „დიდი რვიანი“ (G8). 2014 წლის მარტში რუსეთს ყირიმის ანექსიის შემდეგ განუსაზღვრელი ვადით შეუჩერდა ფორუმის წევრობა, ხოლო ფორუმს ძველი სახელი „დიდი შვიდიანი“ (G7) დაუბრუნდა[3][4][5]. 2017 წლის იანვარში რუსეთმა გამოაცხადა G8-დან მუდმივი გასვლის შესახებ[2]. თუმცა, G7-ის რამდენიმე წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი დაინტერესებულნი იქნებოდნენ რუსეთის ჯგუფში დაბრუნებით[6][7][8].

2005 წელს, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ წამოიწყო პრაქტიკა, რომ მოიწვიოს განვითარებადი ბაზრის ხუთი წამყვანი ქვეყანა — ბრაზილია, ჩინეთი, ინდოეთი, მექსიკა და სამხრეთ აფრიკა — მონაწილეობის მისაღებად G8 შეხვედრებში, რომლებიც ცნობილი გახდა როგორც G8+5, ეს ქვეყნები არიან: ბრაზილია, ჩინეთი, ინდოეთი, მექსიკა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. ეს ქვეყნები წინა შეხვედრებზე სტუმრის სტატუსით მონაწილეობდნენ.

1973 წლის ნავთობის კრიზისის და გლობალური რეგრესის შემდეგ წარმოიშვა მსოფლიოს ძირითადი ინდუსტრიული დემოკრატიის ფორუმი. 1974 წელს აშშ-მა, ჩამოაყალიბა ბიბლიოთეკების ჯგუფი, არაფორმალური კრება უფროსი ფინანსური მოხელეების აშშ-დან, გაერთიანებული სამეფოდან, დასავლეთ გერმანიიდან, იაპონიიდან და საფრანგეთიდან. 1975 წელს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ვალერი ჟისკარ-დ’ესტენმა, მოიწვია მთავრობის მმართველები დასავლეთ გერმანიიდან, იტალიიდან, იაპონიიდან, გაერთიანებული სამეფოდან და აშშ-დან რამბუიეში სამიტზე. ექვსი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა რომ ჩაატარებდნენ ყოველწლიურად ჯგუფის შეხვედრებს და თავმჯდომარე იქნებოდა არჩეული რიგ-რიგობით. ამ ჯგუფს „დიდი ექვსიანი“ დაერქვა (G6). მომდევნო წელს, კანადა შეუერთდა ამ ჯგუფს გერმანიის კანცლერის ჰელმუტ შმიდტის და აშშ-ის პრეზიდენტის ჯერალდ ფორდის [9] მოთხოვნით და ჯგუფს დაერქვა „დიდი შვიდიანი„ (G7). ევროკავშირი წარმოდგენილია ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ და იმ ქვეყნის პრეზიდენტის მიერ, რომელიც იმჟამად არის ევროპის კავშირის საბჭოს პრეზიდენტი. ევროკომისიის პრეზიდენტი 1977 [10] წლიდან მოყოლებული ყველა შეხვედრას ესწრება. იგი პირველად მოწვეული იყო გაერთიანებული სამეფოს მიერ და აგრეთვე საბჭოს პრეზიდენტიც რეგულარულად ესწრება შეხვედრას.

ქვეყნის დაშლა და ცივი ომი საბჭოთა კავშირთან 1991 წელს დამთავრდა. 1994 წლიდან მოყოლებული, ჯგუფის სამიტის შემდეგ რუსეთი ოფიციალურად რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა G7 ლიდერებთან. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბილ კლინტონის[11] მოწვევით, რუსეთი ოფიციალურად შეუერთდა ჯგუფს 1997 წელს, შედეგად ჯგუფი გახდა „დიდი რვიანი“ (G8).

სტრუქტურა და საქმიანობა

რედაქტირება
 
G8-ს ლიდერები 2007 წელს, გერმანიაში

G8 დაგეგმილი არაოფიციალური ფორუმია და იგი ამის გამო განიცდის ადმინისტრაციული სტრუქტურების ნაკლებობას, როგორიც არის საერთაშორისო ორგანიზაციები, ნატო და მსოფლიო ბანკი. ჯგუფს არ აქვს მუდმივი სამდივნო, ან ოფისები თვისი წევრებისთვის. 2008 წელს G8 -ის სამიტს შეიძლება ეწოდოს G9, რადგან ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტი მონაწილეობდა სამიტის ყველა მოვლენაში როგორც თანასწორი წევრი.

ჯგუფის პრეზიდენტობა ყოველ წელს ტრიალებს წევრ ქვეყნებს შორის, ახალი ვადა განისაზღვრება წლის დასაწყისში 1 იანვარს. ქვეყანა რომელიც ფლობს პრეზოდენტობას არის პასუხიმსგებელი დაგეგმოს და წაიყვანოს რამდენიმე სამინისტრო დონის შეხვედრები. იაპონია 2008 წელს არის ჯგუფის პრეზიდენტი, ხოლო იტალია 2009 წელს იქნება. მინისტრების შეხვედრაზე განიხილება სხვადასხვა საქმეები და მიმდინარეობს დისკუსიები ორმხრივ ან გლობალურ ურთიერთობებზე. განხილვის თემებია ჯანმრთელობა, სამართლებრივი იძულება, შრომა, ეკონომიკა და სოციალური განვითარება, ენერგეტიკა, გარმო, საგარეო საქმეები, სამართლიანობა და შინაგანი საქმიანობა, ტერორიზმი და ვაჭრობა. აგრეთვე ტარდება ცალკე შეხვედრები იგი ცნობილია სახელით "G8+5", რომელიც შეიქმნა 1995 წელს გლენეაგლესში, შოტლანდიის სამიტზე, სადაც იყვნენ წევრი ქვეყნების ენერგეტიკის და ფინანსთა მინისტრები და აგრეთვე O5-ის ქვეყნები: ბრაზილია, ჩინეთი, ინდოეთი, მექსიკა და სამხრეთ აფრიკა.

2005 წლის ივნისში დიდი რვიანის ქვეყნების იუსტიციის და შინაგან საქმეთ მინისტრები შეთანხმდნენ რომ შეექმნათ საერთაშორისო მონაცემთა ბაზა პედოფილებზე[12]. G8-მ აგრეთვე ოფიციალურად შექმნა ბაზები ტერორიზმზე.[13]

გლობალური დათბობა და ენერგეტიკა

რედაქტირება

2007 წელს ჰაილიგენდამის სამიტზე, G8 გაეცნო წინადადებას ევროკავშირისგან, ინიციატივას ენერგიის ეფექტიანობის შესახებ. ისინი შეთანხმდნენ გამოკვლევაზე, საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოსთან ერთად, ყველაზე ეფექტიანი საშუალება საერთაშორისო ენერგიის ეფექტიანობის ხელშეწყობისთვის. 1 წლის შემდეგ, 2008 წლის 8 ივნისს, G8-მ ჩინეთთან, ინდოეთთან, სამხრეთ კორეასთან და ევრო საბჭოსთან ერთად ჩამოაყალიბა საერთაშორისო ამხანაგობა, ენერგიის ეფექტიანი კოოპერაციის, ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაზე, რომელსაც იაპონიამ უმასპინძლა 2008 წელს, აომორიში.[14]

იმ დროს როდესაც მიდიოდა მზადება 34-ე სამიტისთვის G8-ს ქვეყნების ლიდერების მონაწილეობით, ტოიაკოში, ჰოკაიდოში, G8-ს ფინანსთა მინისტრები შეხვდნენ ერთმანეთს 2008 წლის 13 და 14 ივნისს ოსაკაში, იაპონიაში. მათ დაადგინეს "კლიმატის შეცვლის მოქმედებათა გეგმა , რომ გაიზარდოს ვალდებულება კერძო და საზოგადო ფინანსური ინსტიტუციების". დახურვისას, მინისტრებმა მხარი დაუჭირეს მსოფლიო ბანკის ახალ საკლიმატო საინვესტიციო ფონდს (CIF), რომელიც ეხმარება არსებულ ძალებს სანამ ახალი სტრუქტურა UNFCCC (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია კლიმატის ცვლილების შესახებ) 2012 წლის შემდეგ შესრულდება.[15]

ყოველწლიური სამიტი

რედაქტირება

ყოველწლიურ G8-ის ლიდერების სამიტზე ესწრებიან მსოფლიოს 8 ქვეყნის ყველაზე ძალაუფლებიანი მმართველები. მაგრამ ანალიტიკოსები თვლიან, რომ G-8-ს სამიტი არ არის ის ადგილი, სადაც 3 დღეში შეიძლება გადაიჭრებოდეს სიძნელეები ან საკამთო პოლიტიკური საკითხები. სამაგიეროდ შეხვედრა საშუალებას იძლევა განიხილებოდეს რთული და ხანდახან საშინაო საკითხები. G8-ს სამიტი იმიტომ კი არ უყრის ლიდერებს თავს რომ მათ იოცნებონ ჩქარ გადაწყვეტებებზე, არამედ რათა მათ დაილაპარაკონ და იფიქრონ ამაზე ერთად.[16]

G8 სამიტი არის საერთაშორისო მოვლენა, რომელიც ექცევა საყოველთაო ყურადღების ცენტრში და გადმოიცემა ტელევიზიით, მაგრამ G8-ს მნიშვნელობა გაურკვეველია.[17] G8 წევრი ქვეყანა რომელიც ფლობს ჯგუფის პრეზიდენტობას, არის პასუხისმგებელი მოამზადოს და წაიყვანოს წლის სამიტი, რომელიც სამი დღე გრძელდება, და ამის გამო ტონი ბლერმა და გაერთიანებულმა სამეფომ, 2005 წელს გლენეაგლეში მოიპოვეს ლომის წილის ნდობა იმის გამო რაც კარგად გაკეთდა (და ცუდადაც). ამის მსგავსად იასუო ფუკუდა და იაპონია იმედოვნებენ რომ ისინიც დიდ ნდობას მოიპოვებენ ჰოკაიდოში 2008 წლის სამიტზე. G8 სამიტი ადგენს თუ რა უნდა გაკეთდეს და ჩამოყალიბდეს, მიუხედავად იმისა ეს იდეა იქნება საუკეთესო, უხეში თუ არაერთგვარი.[16]

წევრი ქვეყნების საერთო გავლენა

რედაქტირება

G8-ის ქვეყნები ერთად წარმოადგენენ მთლიანი შიდა პროდუქტის[18] 65%-ს, სამხედრო ძალის უმეტესობას და თითქმის მსოფლიოს ყველა მოქმედ ატომურ იარაღს. რვა ქვეყანა რომლებიც შედიან G8-ში, დაახლოებით მსოფლიო მოსახლეობის 14%-ს წარმოადგენენ, მაგრამ ითვლიან მსოფლიო ეკონომიკის 65 %-ს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

G8 წევრი ქვეყნების ოფიციალური საიტები

რედაქტირება
  1. The Group of Eight (G8) Industrialized Nations. CFR. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 21 September 2014
  2. 2.0 2.1 Russia just quit the G8 for good (13 January 2017).
  3. „U.S., other powers kick Russia out of G8“. CNN.com. 24 March 2014. ციტირების თარიღი: 25 March 2014.
  4. Smale, Alison; Shear, Michael D. (24 March 2014). „Russia Is Ousted From Group of 8 by U.S. and Allies“. The New York Times. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 21 December 2015.
  5. Russia suspended from G8 over annexation of Crimea, Group of Seven nations says. National Post (24 March 2014). ციტირების თარიღი: 21 December 2015
  6. „FDP's push to invite Putin to G7 sows discord within possible German coalition“. Reuters. 12 October 2017.
  7. G7 beraten über Syrien und die Ukraine de.
  8. „Trump calls for Russia to be invited to G8“. Financial Times. 8 June 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 December 2022.
  9. G8: The Most Exclusive Club in the World, Thomas S. Axworthy, The Canadian Encyclopedia, Historica Foundation of Canada, Toronto, Undated.Accessed07-12-2008.
  10. EU and the G8. European Union. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-26. ციტირების თარიღი: 2006-07-17.
  11. Russia — Odd Man Out in the G-8, Mark Medish, The Globalist, 02-24-2006 დაარქივებული 2008-03-05 საიტზე Wayback Machine. .Accessed: 07-12-2008]
  12. G8 to launch international pedophile database David Batty June 18, 2005 The Guardian
  13. G8 to pool data on terrorism Martin Wainwright June 18, 2005 The Guardian
  14. The International Partnership for Energy Efficiency Cooperation (IPEEC). June 8, 2008.
  15. CLIMATE-L.ORG: G8 Finance Ministers Support Climate Investment Funds. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-06. ციტირების თარიღი: 2008-09-08.
  16. 16.0 16.1 Feldman, Adam. "What's Wrong With The G-8," დაარქივებული 2008-08-03 საიტზე Wayback Machine. Forbes (New York). July 7, 2008.
  17. Lee, Don. "On eve of summit, G-8's relevance is unclear," Los Angeles Times. July 6, 2008.
  18. United Nations Development Programme