გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი
(გადამისამართდა გვერდიდან დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი)
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი — მთავრობის თავმჯდომარე, რომელიც პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე. მთავრობის თავმჯდომარედ მონარქის მიერ ინიშნება პიროვნება ვინც სარგებლობს თემთა პალატის უმრავლესობის მხარდაჭერით (ძირითადად იმ პარტიის ლიდერი ვინც ფლობს უმრავლესობას). პრემიერ-მინისტრი და მინისტრები არიან პარლამენტის წევრებიც. 2022 წლის 25 ოქტომბრიდან, პრემიერ-მინისტრი პოსტზე მსახურობს კონსერვატორი რიში სუნაკი.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
![]() გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გერბი | |
რეზიდენცია | დაუნინგის ქუჩა 10 |
საიტი | www.number10.gov.uk |
პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია მდებარეობს დაუნინგ სტრიტზე.