ჯასტინ ტრიუდო
ჯასტინ პიერ ჯეიმზ ტრიუდო (ინგლ. Justin Pierre James Trudeau; დ. 25 დეკემბერი 1971, ოტავა) — კანადელი პოლიტიკოსი, კანადის პრემიერ-მინისტრი 2015 წლის 4 ნოემბრიდან, კანადის ლიბერალური პარტიის ლიდერი 2013 წლის 14 აპრილიდან. იგი არის კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრ პიერ ელიოტ ტრიუდოს უფროსი შვილი[1][2]. ჯასტინ ტრიუდომ 2015 წლის საპარლამენტო არჩევნებში დაამარცხა კონსერვატიული პარტია. ამით იგი კანადის ისტორიაში მეორე ახალგაზრდა პრემიერ მინისტრი გახდა.[3][4]
ჯასტინ ტრიუდო | |
კანადის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 4 ნოემბერი, 2015 |
მონარქი | ელისაბედ II ჩარლზ III |
წინამორბედი | სტივენ ჰარპერი |
კანადის მთავრობათაშორის საქმეთა და ახალგაზრდობის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 ნოემბერი, 2015 – დღემდე | |
წინამორბედი | დენის ლებელი |
კანადის ლიბერალური პარტიის ლიდერი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
14 აპრილი, 2013 – დღემდე | |
წინამორბედი | ბობ რაე |
დაბადებული | 25 დეკემბერი, 1971 ოტავა, ონტარიო, კანადა |
ეროვნება | კანადელი |
პოლიტიკური პარტია | კანადის ლიბერალური პარტია |
მამა | პიერ ტრიუდო |
დედა | მარგარეტ ტრიუდო |
მეუღლე | სოფი გრეგუარი |
შვილები | ქსავიე ჯეიმზი; ელა-გრეის მარგარეტი; ადრიანი |
განათლება | მაკგილის უნივერსიტეტი; ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტი |
რელიგია | რომის კათოლიკური ეკლესია |
ხელმოწერა | |
საიტი | მთავრობის საიტი პარტიის საიტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასაშუალო სკოლის დასრულების შემდეგ სწავლობდა ჟან-დე-ბრეფის კოლეჯში. მიიღო ინგლისური ლიტერატურის ბაკალავრის ხარისხი მაკგილის უნივერსიტეტში და ბაკალავრის პედაგოგის ხარისხი ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტში.
ჩაატარა სოციალური კვლევა და ასწავლიდა ფრანგულ ენას და მათემატიკას ვესტ-პოინტის აკადემიაში და უინსტონ ჩერჩილის სახელობის საშუალო სკოლაში, ვანკუვერში. 2002 წლიდან მოყოლებული, ორი წლის განმავლობაში, სწავლობდა საინჟინრო პოლიტიკურ სკოლაში, მონრეალში. 2004 წელს იგი მუშაობდა რადიოსადგურ SKAS-ზე.
2013 წლის 14 აპრილს, იგი აირჩიეს კანადის ლიბერალური პარტიის ლიდერად — რეგიონულ არჩევნებში მან მიიღო ხმების 80%.
2015 წლის 19 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებში მისმა პარტიამ მიიღო ხმების უმრავლესობა და იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი კანადის ისტორიაში.
ცხოვრება
რედაქტირებამისი მშობლები განქორწინდნენ, როდესაც იგი 6 წლის იყო. ჰყავს ძმა ალექსანდრე (დ. 25 დეკემბერი, 1973, ჟურნალისტი და კინოდოკუმენტალისტი). მეორე ძმა, მიშელი (დ. 2 ოქტომბერი 1975 - გ. 13 ნოემბერი 1998, აბიტურიენტი) სათხილამურო სრიალის დროს დაიღუპა, ზვავი ჩამოწოლის შედეგად. მისი სხეული ნაპოვნი არ იქნა.
2005 წლის 28 მაისს ცოლად შეირთო ფოტომოდელი და ტელეწამყვანი სოფი გრეგუარი. ჰყავს სამი შვილი.
- ქსავიე ჯეიმზი (დ. 18 ნოემბერი, 2007);
- ელა-გრეის მარგარეტი (დ. 5 თებერვალი, 2009)[5];
- ადრიანი (დ. 28 თებერვალი, 2014)[6].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Justin Trudeau plans to announce his cabinet Nov. 4“.
- ↑ 'We're back,' Trudeau tells allies abroad.
- ↑ „Liberals projected to win majority“.
- ↑ „Justin Trudeau to be prime minister as Liberals surge to majority“.
- ↑ Justin and Sophie Trudeau Welcome Daughter Ella-Grace. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-05. ციტირების თარიღი: 2015-12-14.
- ↑ Justin Trudeau welcomes baby son, Hadrian