ჯორჯა მელონი
ჯორჯა მელონი (იტალ. Giorgia Meloni; დ. 15 იანვარი, 1977) — იტალიელი პოლიტიკოსი და ჟურნალისტი. იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი[1][2] 2022 წლის 22 ოქტომბრიდან. იტალიის დეპუტატთა პალატის წევრი 2006 წლიდან. 2014 წლიდან პარტია იტალიელი ძმების ლიდერი და ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების პარტიის ლიდერი 2020 წლიდან.
ჯორჯა მელონი | |
იტალიის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 22 ოქტომბერი, 2022 |
პრეზიდენტი | სერჯო მატარელა |
წინამორბედი | მარიო დრაგი |
პარტია იტალიელი ძმების პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
8 მარტი, 2014 – დღემდე | |
წინამორბედი | იგნასიო ლა რუსა |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
29 სექტემბერი, 2020 – დღემდე | |
წინამორბედი | იან ზაჰრადილი |
ახალგაზრდობის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
8 მაისი, 2008 – 16 ნოემბერი, 2011 | |
პრემიერ-მინისტრი | სილვიო ბერლუსკონი |
წინამორბედი | ჯიოვანა მელანდრი |
მემკვიდრე | ანდრეა რიკარდი |
დაბადებული | 15 იანვარი, 1977 რომი, იტალია |
პოლიტიკური პარტია | იტალიელი ძმები |
მეუღლე | ანდრეა ჯანბრუნო |
შვილები | 1 |
ხელმოწერა |
1992 წელს მელონი შეუერთდა ახალგაზრდულ ფრონტს, იტალიის სოციალური მოძრაობის (MSI) ახალგაზრდულ ფრთას, ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ პარტიას ნეოფაშისტური ფესვებით. მოგვიანებით იგი გახდა ეროვნული ალიანსის (AN), MSI-ის კანონიერი მემკვიდრის, სტუდენტური მოძრაობის „სტუდენტური მოქმედების“ ლიდერი. 1998-2002 წლებში ეკავა არჩევითი თანამდებობა რომის პროვინციაში. 2008-2011 წლებში სილვიო ბერლუსკონის მეოთხე კაბინეტში ეკავა ახალგაზდობის მინისტრის თანამდებობა. 2012 წელს გახდა პარტია იტალიელი ძმების თანა-დამფუძნებელი, ხოლო 2014 წელს გახდა პარტიის პრეზიდენტი. მან მონაწილეობა მიიღო 2014 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში იტალიაში, ხოლო 2016 წლის რომის მუნიციპალურ არჩევნებში, როგორც მერის კანდიდატი. იგი ორივე არჩევნებში დამარცხდა. 2018 წლის არჩევნების შემდეგ იგი ოპოზიციის ხელმძღვანელია, რამაც საშუალება მისცა იტალიელ ძმებს გაეზარდა პოპულარობა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში, განსაკუთრებით დრაგის კაბინეტის დროს, რომელშიც აღნიშნული პარტია ერთადერთი ოპოზიციური პარტია იყო. მელონის პარტიამ ყველაზე მეტი ხმა მიიღო 2022 წლის იტალიის საყოველთაო არჩევნებში.
მელონი არის მემარჯვენე პოპულისტი და იტალიელი ნაციონალისტი, მისი პოლიტიკური პოზიციები აღწერილია, როგორც ულტრამემარჯვენე, თუმცა იგი უარყოფს ამ იარლიყს. მელონი ეწინააღმდეგება აბორტს, ევთანაზიას და პარტნიორობას, ქორწინებას და ერთსქესიანი წყვილების მშობლების მიერ შვილების აღზრდას და ამტკიცებს, რომ ოჯახებს უნდა ხელმძღვანელობდეს ქალი და მამაკაცი. მელონს მიიჩნევენ არაევროპელი მიგრანტების მიღებისა და მულტიკულტურალიზმის მოწინააღმდეგედ, მას ბრალი დასდეს ქსენოფობიასა და ისლამოფობიაში. ნატოს მხარდამჭერია, ინარჩუნებს ევროსკეპტიკურ შეხედულებებს ევროკავშირთან დაკავშირებით და 2022 წლის უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე იყო რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების მომხრე, რაც მან უარყო და პირობა დადო, რომ გააგრძელებს უკრაინაში იარაღის გაგზავნას. მან გამოთქვა რამდენიმე საკამათო შეხედულება. მაგალითად, 1996 წელს შეაქო იტალიელი დიქტატორი ბენიტო მუსოლინი. 2020 წელს კი ნაცისტებთან კოლაბორაციაში მყოფი, იტალიის სოციალური მოძრაობის დამფუძნებელი ჯორჯო ალმირანტე.
ბიოგრაფია
რედაქტირებაჯორჯა მელონი დაიბადა 1977 წლის 15 იანვარს რომში.[3][4] მამამისი იყო სარდინიელი, ხოლო დედა სიცილიელი. მამამისმა, რომელიც იყო საგადასახადო მრჩეველი, ოჯახი დატოვა, როდესაც მელონი თერთმეტი წლის იყო და საცხოვრებლად კანარის კუნძულებზე გადავიდა.[5] ჯორჯა მელონი გაიზარდა გარბატელის რაიონში.[5] 1992 წელს, 15 წლის მელონი შეუერთდა ახალგაზრდულ ფრონტს, ნეო-ფაშისტური პარტიის, იტალიის სოციალური მოძრაობის, ახალგაზრდულ ფრთას.[3] ამ პერიოდში მან დააარსა სტუდენტური მოძრაობა Gli Antenati (წინაპრები), რომელიც მონაწილეობდა საჯარო განათლების რეფორმის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში, რომელსაც მინისტრი როზა რუსო იერვოლინო უჭერდა მხარს.[6]
1996 წელს ჯორჯა მელონი გახდა ეროვნული ალიანსის (AN), MSI-ის კანონიერი მემკვიდრის, სტუდენტური მოძრაობის „სტუდენტური მოქმედების“ ლიდერი.[7] 1998 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ აირჩიეს რომის პროვინციის საბჭოს წევრად და ამ თანამდებობაზე მუშაობდა 2002 წლამდე. 2000 წელს იგი აირჩიეს ჯერ ეროვნულ დირექტორად, ხოლო 2004 წელს ახალგაზრდული მოქმედების, ეროვნული ალიანსის ახალგაზრდული ფრთის პირველი ქალ პრეზიდენტად.[8] ამ წლების განმავლობაში მელონი მუშაობდა ძიძად, მიმტანად და ბარმენად რომის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღამის კლუბში.[9][10]
1996 წელს მელონიმ დაამთავრა ამერიგო ვესპუჩის ინსტიტუტი.[4] მელონიმ განაცხადა, რომ ამერიგო ვესპუჩის ინსტიტუტში მიიღო უმაღლესი სკოლის დიპლომი ენების სპეციალობაში და აიღო უმაღლესი შეფასება.[11] ინსტიტუტი არ იყო უცხო ენების სპეციალიზებული სასწავლებელი, შესაბამისად, არ ჰქონდა ენების დიპლომის გაცემის უფლება.[11][12] აღნიშნულ ფაქტს მოჰყვა ხანგრძლივი კამათი მისი დიპლომის ნამდვილობის შესახებ.[13]
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირება2006 წლის იტალიის საყოველთაო არჩევნებში მელონი აირჩიეს დეპუტატთა პალატაში, როგორც ეროვნული ალიანსის (AN) წევრი, რომელ პარტიაშიც იგი გახდა მისი ყველაზე ახალგაზრდა ვიცე-პრეზიდენტი.[14] იმავე წელს დაიწყო ჟურნალისტად მუშაობა.[15] 2008 წელს სილვიო ბერლუსკონის მეოთხე კაბინეტში დაიკავა ახალგაზდობის მინისტრის თანამდებობა და მუშაობდა 2011 წლის 16 ნოემბრამდე, როდესაც პრემიერ-მინისტრი და მედიამაგნატი სილვიო ბერლუსკონი იძულებული გახდა გადამდგარიყო ფინანსური კრიზისისა და საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე.[16] იგი იყო ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი ერთიანი იტალიის ისტორიაში.[17]
2008 წლის აგვისტოში მან მოუწოდა იტალიელი სპორტსმენებს ბოიკოტი გამოეცხადებინათ პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიისათვის ჩინეთის მიერ ტიბეტის წინააღმდეგ განხორციელებული პოლიტიკის გამო. აღნიშნული განცხადება გააკრიტიკა სილვიო ბერლუსკონიმ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკო ფრატინიმ.[18] 2009 წელს, მისი პარტია გაერთიანდა Forza Italia-სთან (FI) და მან დაიკავა გაერთიანებული პარტიის ახალგაზრდული განყოფილების თავმჯდომარის თანამდებობა.[17] იმავე წელს მან ხმა მისცა კანონს ევთანაზიის წინააღმდეგ.[19]
2012 წლის დეკემბერში ჯორჯა მელონიმ, ინიაციო ლა-რუსამ და გვიდო კროზეტომ დააარსეს ახალი პარტია იტალიელი ძმები, რომლის სახელიც მომდინარეობს იტალიის ეროვნული ჰიმნის სიტყვებიდან.[20][21] 2013 წლის იტალიის საყოველთაო არჩევნებში პარტია იყო ბერლუსკონის მემარჯვენე ცენტრისტული კოალიციის ნაწილი, მიიღო ხმების 2 % და 9 მანდატი.[22] იგი ხელახლა აირჩიეს ლომბარდიის დეპუტატთა პალატაში და მოგვიანებით დანიშნეს პალატაში პარტიის ლიდერის თანამდებობაზე, რომელსაც იგი 2014 წლამდე იკავებდა. მისი ადგილი დაიკავა ფაბიო რამპელიმ.[23] 2014 წლის მარტში გახდა პარტია იტალიელი ძმების პრეზიდენტი და ამავე წლის აპრილში წარადგინეს ევროპარლამენტის არჩევნებში კანდიდატად. პარტიამ მიიღო ხმების 3,7 %, ვერ გადალახა 4 %-იანი ბარიერი და შესაბამისად მელონიც ვერ გახდა ევროპარლამენტის წევრი.[24][25] she received 348,700 votes.[26] 2015 წლის 4 ნოემბერს თავისი კამპანიის მხარდასაჭერადმან დააარსა კონსერვატიული პოლიტიკური კომიტეტი „ჩვენი მიწა – იტალიელები ჯორჯია მელონთან ერთად“.[27], რომელიც იყო იტალიელი ძმების პარალელური ორგანიზაცია[28] და მიზნად ისახავდა პარტიის პოპულარობის გაზრდას.[29]
2016 წლის 30 ნოემბერს მონაწილეობდა ანტი-ლგბტ უფლებების დემონსტრაციაში. თავს აცხადებდა ლგბტ თემის წევრების მიერ შვილის აყვანის მოწინააღმდეგედ. ამავე დემონსტრაციაზე მან გამოაცხადა, რომ ორსულად იყო. მისი ქალიშვილი ჯინევრა 16 სექტემბერს დაიბადა.[30] 2016 წელს კენჭს იყრიდა რომის მერად, მიიღო ხმების 20,6 % და ვერ შეძლო მეორე ტურში გადსვლა.[31] 2016 წლის საკონსტიტუციო რეფერენდუმის დროს დააარსა მოძრაობა „არა, გმადლობთ“ და მიიღო არაერთ დებატებში მონაწილეობა პრემიერ-მინისტრ მატეო რენცის წინააღმდეგ.[32] იმის გამო, რომ „არა“-მ ხმების თითქმის 60 %-ით გაიმარჯვა, მელონიმ ვადამდელი არჩევნები მოითხოვა.[33][34] 2017 წელს მელონი ხელახლა აირჩიეს პარტიის პრეზიდენტად, განაახლა პარტიის ლოგო და მისი დამსახურებით პარტიას შეუერთდა დანიელა სანტანჩე, მემარჯვენე პოლიტიკოსი.[35]
2018 წლის არჩევნების შემდეგ იგი ოპოზიციის ხელმძღვანელია, რამაც საშუალება მისცა იტალიელ ძმებს გაეზარდა პოპულარობა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში, განსაკუთრებით დრაგის კაბინეტის დროს, რომელშიც აღნიშნული პარტია ერთადერთი ოპოზიციური პარტია იყო.[36] მელონის პარტიამ ყველაზე მეტი ხმა მიიღო 2022 წლის იტალიის საყოველთაო არჩევნებში.[37][38][39]
მემარცხენე ცენტრისტულმა კოალიციის ხელმძღვანელმა აღიარა დამარცხება ეგზიტპოლის გამოსვლის შემდეგ.[40] ამავდროულად უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა მელონის გამარჯვება მიულოცეს.[41]
პოლიტიკური პოზიცია
რედაქტირებადამკვირვებლები მის შესახებ წერენ, რომ იგი უკიდურესი მემარჯვენეა.[42][43] The Spectator-თან ინტერვიუში, მელონიმ უარყო მის შესახებ გავრცელებული აზრი და მას ოპონენტების ცილისწამების კამპანია უწოდა.[44] მან თავი კონსერვატორად მოიხსენია.[45] მელონის ასევე უწოდებენ რადიკალურ მემარჯვენეს,[46] მემარჯვენე პოპულისტსა[47][48] და ნაციონალისტს.[49][50]
ჯორჯა მელონის ადარებენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს, რომელიც არის პარტია ფიდესის წევრი[51][52] და მისი პარტიის მოღვაწეობა შედარებულია ისეთ პარტიებთან, როგორიცაა საფრანგეთში — ეროვნული გაერთიანება, ესპანეთში — Vox,[53][54] პოლონეთში — კანონი და სამართლიანობა,[55][56] აშშ-ში — რესპუბლიკური პარტია.[57][58][59] მელონი თავის პარტიას უწოდებს „ძირითადად კონსერვატიულს“.[60] იგი პრეზიდენტის ინსტიტუტის მომხრეა და იტალიის კონსტიტუციის შეცვლას ემხრობა.[61]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაჯორჯა მელონის ყავს ქალიშვილი ჯინევრა, რომელიც შეეძინა პარტნიორთან ანდრეა ჯანბრუნოსთან,[62][63] რომელიც არის ჟურნალისტი და მუშაობს სილვიო ბერლუსკონის ტელევიზია TV channel-ში.[64]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ D'Emilio, Frances; Winfield, Nicole; Zampano, Giada (26 September 2022). „Italy shifts to the right as voters reward Meloni's party“. AP News. Associated Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 September 2022. ციტირების თარიღი: 27 September 2022.
- ↑ „Italy's far-right Meloni begins tricky government talks“. France 24. Agence France-Press. 27 September 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 September 2022. ციტირების თარიღი: 28 September 2022.
- ↑ 3.0 3.1 Pietromarchi, Virginia (2022-09-19). „Who is Italy's leadership hopeful Giorgia Meloni?“. Al Jazeera. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 September 2022. ციტირების თარიღი: 2022-09-21.
- ↑ 4.0 4.1 Biografia del ministro Giorgia Meloni it. Palazzo Chigi (November 2011). ციტირების თარიღი: 14 August 2022
- ↑ 5.0 5.1 Dell'Arti, Giorgio; Spada, Alberto (27 May 2014). „Giorgia Meloni“. Corriere della Sera (იტალიური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 November 2014. ციტირების თარიღი: 11 August 2022.
- ↑ Fontana, Simone. (2022-07-28) Da dove arriva Giorgia Meloni, l'ultima fiamma della destra it. ციტირების თარიღი: 2022-09-21
- ↑ 'Woman, mother, Christian' guides Italian far-right to brink of power en-GB (2022-08-10). ციტირების თარიღი: 2022-09-21
- ↑ Giuffrida, Angela. (2022-09-17) God, family, fatherland - how Giorgia Meloni has taken Italy's far right to the brink of power en. ციტირების თარიღი: 2022-09-21
- ↑ „Meloni, da barman a tata.. a ministro: 'Ho fatto tutti i lavori e ne sono fiera'“. Blitz Quotidiano (იტალიური). 17 January 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 April 2021. ციტირების თარიღი: 14 August 2022. Updated 17 April 2020.
- ↑ Guerzoni, Monica (17 January 2013). „Giorgia Meloni : 'Io militante ventenne e i Lego con la figlia di Fiorello'“. Corriere della Sera (იტალიური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 March 2021. ციტირების თარიღი: 14 August 2022.
- ↑ 11.0 11.1 Che scuola ha fatto Giorgia Meloni: cosa sappiamo sul curriculum della leader di FdI it-IT (2022-09-01). ციტირების თარიღი: 2022-09-21
- ↑ „Giorgia Meloni's CV“ (PDF) (იტალიური). Comune di Roma. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 5 August 2022. ციტირების თარიღი: 30 August 2022.
- ↑ „Nel curriculum di Meloni c'è qualcosa che non torna?“ (იტალიური). Pagella Politica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 August 2022. ციტირების თარიღი: 30 August 2022.
- ↑ Meloni: Italy's far-right 'Christian mother' on brink of power en (2022-09-21). ციტირების თარიღი: 2022-09-21
- ↑ Ordine dei giornalisti del Lazio it. Italian Order of Journalists (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი 2011. ციტირების თარიღი: 14 August 2022
- ↑ Naím, Moisés. (2022-09-19) Who is Giorgia Meloni? en-us. ციტირების თარიღი: 2022-09-21
- ↑ 17.0 17.1 „Giorgia Meloni“. Il Sole 24 Ore (იტალიური). 8 February 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 December 2017. ციტირების თარიღი: 14 August 2022.
- ↑ „Giorgia Meloni a Tatanka: 'Ho chiesto un gesto, non di non gareggiare'“. L'Occidentale (იტალიური). 6 August 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 August 2022. ციტირების თარიღი: 14 August 2022.
- ↑ Telese, Luca (8 February 2009). „La Meloni: 'Caro Fini, ecco perché non ti seguo'“. Il Giornale (იტალიური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 August 2022. ციტირების თარიღი: 14 August 2022.
- ↑ Piccolillo, Virginia (16 December 2012). „Pdl, il giorno dei montiani. 'No a scissioni'“. Corriere della Sera (იტალიური). p. 7. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 October 2015. ციტირების თარიღი: 14 August 2022.
- ↑ Guerzoni, Monica (17 December 2012). „Appello a Monti e guerra alla sinistra. Il Pdl si ricompatta“. Corriere della Sera (იტალიური). p. 6. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 February 2014. ციტირების თარიღი: 14 August 2022.
- ↑ Camera del 24 Febbraio 2013 it. Italian Ministry of the Interior (24 February 2013). ციტირების თარიღი: 5 November 2021
- ↑ E' Fabio Rampelli il nuovo Capogruppo di Fratelli d'Italia – Alleanza Nazionale it (17 June 104). ციტირების თარიღი: 14 August 2022
- ↑ „Europee, Bonafè (Pd) è la più votata. Elette Mussolini, Picierno e Matera“. Corriere della Sera (იტალიური). 16 May 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 June 2014. ციტირების თარიღი: 14 August 2022.
- ↑ Elezioni europee 2014, i risultati definitivi in Italia e Europa it (26 May 2014). ციტირების თარიღი: 14 August 2022
- ↑ Europee 25/05/2014 it. Italian Ministry of the Interior (25 May 2014). ციტირების თარიღი: 14 August 2022
- ↑ De Santis, Livia (4 November 2015). „Fratelli d'Italia lancia 'Terra nostra': a fine novembre la prima assemblea“. Secolo d'Italia (იტალიური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 April 2022. ციტირების თარიღი: 14 August 2022.
- ↑ Chi siamo it (November 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ივნისი 2018. ციტირების თარიღი: 14 August 2022
- ↑ Curridori, Francesco (4 November 2015). „Nasce Terra nostra, parte il derby a destra tra Fini e Meloni“. Il Giornale (იტალიური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 May 2022. ციტირების თარიღი: 14 August 2022.
- ↑ Giorgia Meloni mamma / È nata la figlia Ginevra: FdI saluta la nuova 'sorellina d'Italia' (oggi, 16 settembre 2016) it (16 September 2016). ციტირების თარიღი: 14 August 2022
- ↑ „Comune di Roma – Lazio – Elezioni Comunali – Risultati – Ballottaggio – 5 giugno 2016“. La Repubblica (იტალიური). 5 June 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 June 2016. ციტირების თარიღი: 14 August 2022.
- ↑ Renzi: «Il voto se vince il No? Lo deciderà Mattarella» it-IT (2016-11-23). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-25. ციტირების თარიღი: 2022-09-21
- ↑ Gallori, Paolo; Rubino, Monica (12 December 2016). „Il governo Gentiloni ha giurato, ministri confermati tranne Giannini. Alfano agli Esteri. Minniti all'Interno. Boschi sottosegretario“. La Repubblica (იტალიური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 August 2022. ციტირების თარიღი: 14 August 2022.
- ↑ Romano, Luca (13 December 2016). „Gentiloni incassa la fiducia. Opposizioni contro il governo“. Il Giornale (იტალიური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 April 2022. ციტირების თარიღი: 14 August 2022.
- ↑ Stefanoni, Franco (12 March 2017). „Fratelli d'Italia: via An e Msi dal simbolo. Entra Santanchè: 'Tornata a casa mia'“. Corriere della Sera (იტალიური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 July 2022. ციტირების თარიღი: 14 August 2022.
- ↑ Sala, Alessandro (3 April 2018). „Elezioni 2018: M5S primo partito, nel centrodestra la Lega supera FI“ [Elections 2018: M5S first party, in the center-right the League overcomes FI]. Corriere della Sera (იტალიური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 November 2021. ციტირების თარიღი: 14 August 2022.
- ↑ „Speciale Elezioni 2022 di RaiNews“ [RaiNews Election Special 2022] (იტალიური). RAI. 25 September 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 სექტემბერი 2022. ციტირების თარიღი: 25 September 2022.
- ↑ Amante, Angelo; Balmer, Crispian (25 September 2022). „Italy's right wing, led by Meloni, wins election, exit polls say“. Reuters. ციტირების თარიღი: 25 September 2022.
- ↑ „Italy's far right set to win election – exit polls“. BBC. 25 September 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 September 2022. ციტირების თარიღი: 25 September 2022.
- ↑ Reuters (2022-09-25). „Italy's centre-left Democratic Party concedes election defeat“. Reuters (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-09-26.
- ↑ „Political reaction to Italian election outcome“. Reuters (ინგლისური). 2022-09-26. ციტირების თარიღი: 2022-09-26.
- ↑ Harlan, Chico; Pitrelli, Stefano (13 September 2022). „A far-right politician is poised to become Italy's first female leader“. The Washington Post (ინგლისური). ISSN 0190-8286. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 September 2022. ციტირების თარიღი: 21 September 2022.
- ↑ Pyatovskaya, Evgeniya; Khrebtan-Hörhager, Julia. Giorgia Meloni – the political provocateur set to become Italy's first far-right leader since Mussolini en (19 September 2022). ციტირების თარიღი: 21 September 2022
- ↑ Farrell, Nicholas. (20 July 2022) Is Giorgia Meloni the most dangerous woman in Europe? en. ციტირების თარიღი: 21 August 2022
- ↑ Farrell, Nicholas (27 September 2022). „It is absurd to call Giorgia Meloni 'far right'“. The Daily Telegraph (ინგლისური). ISSN 0307-1235. ციტირების თარიღი: 28 September 2022.
- ↑ Horowitz, Jason (24 September 2022). „Italian Voters Appear Ready to Turn a Page for Europe“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 25 September 2022.
- ↑ von Nahmen, Alexandra. (20 September 2022) Italy's election: Giorgia Meloni, far-right favorite for prime minister, appeals to disgruntled voters en-GB. ციტირების თარიღი: 21 September 2022
- ↑ Italian far-right star turns against Russia en (30 May 2022). ციტირების თარიღი: 21 September 2022
- ↑ Amante, Angelo; Vagnoni, Giselda; Balmer, Crispian (25 August 2022). „Italy's Meloni says public finances will be safe in her hands“. Reuters (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 September 2022. ციტირების თარიღი: 21 September 2022.
- ↑ „Country-by-country guide on how the Ukraine war has changed Europe“. Euronews (ინგლისური). 24 August 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 September 2022. ციტირების თარიღი: 21 September 2022.
- ↑ „FdI, Orbán scrive a Meloni: "Collaboriamo, abbiamo una visione comune del mondo: lottiamo insieme"“ [FdI, Orbán writes to Meloni: "We collaborate, we have a common vision of the world: we fight together"]. la Repubblica (იტალიური). 25 February 2021.
- ↑ Prestigiacomo, Dario (3 February 2020). „Meloni difende Orban: "Ue contro di lui perché si batte per la sovranità"“ [Meloni defends Orban: "EU against him because it fights for sovereignty"]. Europa Today (იტალიური).
- ↑ „Ue, Meloni incontra a Madrid Santiago Abascal. «Totale sintonia tra FdI e Vox per rafforzare Ecr»“ [EU, Meloni meets Santiago Abascal in Madrid. "Total harmony between FdI and Vox to strengthen Ecr"]. Secolo d'Italia (იტალიური).
- ↑ Roméo, Lou (24 July 2022). „Brothers of Italy, the far-right party on the cusp of power“. France 24. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 July 2022. ციტირების თარიღი: 20 September 2022.
- ↑ Meloni da Kaczynski: "Insieme decisivi nell'Ue" it (3 April 2019).
- ↑ Polonia. Andrzej Duda vince le presidenziali. Gli auguri di Giorgia Meloni it (13 July 2020).
- ↑ Seminara, Giulio (31 January 2020). „Meloni andrà negli Usaper incontrare The Donald È sfida con Salvini“ [Meloni will go to the USA to meet The Donald It's a challenge with Salvini]. Lumsa News (იტალიური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 February 2020. ციტირების თარიღი: 4 February 2020.
- ↑ De Robertis, Pierfrancesco. (5 February 2020) Giorgia Meloni negli Usa per l’esame di maturità it. ციტირების თარიღი: 5 February 2020
- ↑ Copia archiviata it. ციტირების თარიღი: 4 February 2020
- ↑ „Italy's frontrunner party suspends candidate over Hitler praise“. Reuters (ინგლისური). 20 September 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 September 2022. ციტირების თარიღი: 21 September 2022.
- ↑ Pietromarchi, Virginia (19 September 2022). „Who is Italy's leadership hopeful Giorgia Meloni?“. Al Jazeera. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 September 2022. ციტირების თარიღი: 20 September 2022.
- ↑ „Ginevra, 'sorellina d'Italia': è nata la bambina di Giorgia Meloni“ [Geneva, 'little sister of Italy': Giorgia Meloni's baby girl was born]. Corriere della Sera (იტალიური). 16 September 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 March 2020. ციტირების თარიღი: 14 August 2022.
- ↑ A destra vogliono una famiglia tradizionale. Ma non per loro it (30 August 2022). ციტირების თარიღი: 5 September 2022
- ↑ Bonamoneta, Giorgia. (27 June 2021) 'Chi è Andrea Giambruno compagno di Giorgia Meloni it. ციტირების თარიღი: 14 August 2022