რომის პროვინცია

ყოფილი პროვინცია იტალიის ლაციოს რეგიონში

რომის პროვინცია (იტალ. Provincia di Roma) — პროვინცია იტალიაში, ლაციოს რეგიონში, რომელიც არსებობდა 1870 წლიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე. 2015 წლის 1 იანვრიდან შეიქმნა ახალი ადმინისტრაციული ერთეული — რომის მეტროპოლიური ქალაქი.[2]

პროვინცია
რომის პროვინცია
Provincia di Roma
დროშა გერბი


ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ადმ. ცენტრი რომი
შიდა დაყოფა Affile, Agosta, Albano Laziale, Allumiere, Anguillara Sabazia, Anticoli Corrado, ანციო, Arcinazzo Romano, Ardea, Ariccia, Arsoli, Artena, Bellegra, Bracciano, Camerata Nuova, Campagnano di Roma, Canale Monterano, Canterano, Capena, Capranica Prenestina, Carpineto Romano, Casape, Castel Gandolfo, Castel Madama, Castel San Pietro Romano, Castelnuovo di Porto, Cave, Cerreto Laziale, Cervara di Roma, Cerveteri, Ciampino, Ciciliano, Cineto Romano, Civitavecchia, Civitella San Paolo, Colleferro, Colonna, Fiano Romano, Filacciano, Fiumicino, Fonte Nuova, Formello, Frascati, Gallicano nel Lazio, Gavignano, Genazzano, Genzano di Roma, Gerano, Gorga, გროტაფერატა, Guidonia Montecelio, Jenne, Labico, Ladispoli, Lanuvio, Lariano, Licenza, Magliano Romano, Mandela, Manziana, Marano Equo, Marcellina, Marino, Mazzano Romano, Mentana, Monte Compatri, Monte Porzio Catone, Monteflavio, Montelanico, Montelibretti, Monterotondo, Montorio Romano, Moricone, Morlupo, Nazzano, Nemi, Nerola, Nettuno, Olevano Romano, Palestrina, Palombara Sabina, Percile, Pisoniano, Poli, Pomezia, Ponzano Romano, Riano, Rignano Flaminio, Riofreddo, Rocca Canterano, Rocca Priora, Rocca Santo Stefano, Rocca di Cave, Rocca di Papa, Roccagiovine, Roiate, რომი, Roviano, Sacrofano, Sambuci, San Cesareo, San Gregorio da Sassola, San Polo dei Cavalieri, San Vito Romano, Sant'Angelo Romano, Sant'Oreste, სანტა-მარინელა, Saracinesco, Segni, Subiaco, Tivoli, Tolfa, Torrita Tiberina, Trevignano Romano, Vallepietra, Vallinfreda, Valmontone, Velletri, Vicovaro, Vivaro Romano და Zagarolo
კოორდინატები 41°53′35″ ჩ. გ. 12°28′58″ ა. გ. / 41.89306° ჩ. გ. 12.48278° ა. გ. / 41.89306; 12.48278
დაარსდა 15 ოქტომბერი, 1870
ფართობი 5 352 კმ²
მოსახლეობა 4 184 293 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 781,8 კაცი/კმ²
გაუქმდა 31 დეკემბერი, 2014
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 06, 0774, 0766
საფოსტო ინდექსი 00118-00199 (Roma), 00010-00069 (provincia)
საავტომობილო კოდი RM
ოფიციალური საიტი http://www.provincia.roma.it/[1]

გეოგრაფია

რედაქტირება

რომის პროვინციას ლაციოს რეგიონის თითქმის ერთი მესამედი ეჭირა. იგი გადაჭიმული იყო რომის ბრტყელ არეალსა და ტიბრის ხეობაში. მის ჩრდილო-დასავლეთით ვრცელდებოდა ტოლფისა და მონტი-საბატინის მთიანი რეგიონები, აღმოსავლეთით — ტიბურტინი-პრენესტინი-სიმბრუინის მთიანი არეალები და ალბანის მთიანეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — ლეპინე სასკოს ხეობა. პროვინციას დასავლეთით ტირენიის ზღვა ესაზღვრებოდა დაახლოებით 130 კმ სიგრძეზე. პროვინციაში მდებარეობს რამდენიმე ტბა, თითქმის ყველა ვულკანური წარმოშობის, რომლებიც თავს იყრის ჩრდოლო-დასავლეთში.

კომუნები

რედაქტირება

პროვინცია შედგებოდა 121 კომუნისგან. ცხრილში მოცემულია უდიდესი კომუნები მოსახლეობის რაოდენობის მხრივ:

კომუნა მოსახლეობა[3]
რომი 2 728 003
გუიდონია-მონტეჩელო 81 496
ფიუმიჩინო 66 510
პომეცია 58 621
ტივოლი 55 629
ველეტრი 52 647
ჩივიტავეკია 52 196
ანციო 52 192
ნეტუნო 44 444
არდეა 41 077
ლადისპოლი 40 154
ალბანი-ლაციალე 38 997
მარინო 38 769
მონტეროტონდო 38 612
ჩამპინო 38 058
ჩერვეტერი 35 355
 
ალბანის მთები

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Dalla Provincia di Roma alla Città metropolitana di Roma Capitale დაარქივებული 2015-02-17 საიტზე Wayback Machine. - provincia.roma.it
  3. Source: demo.istat.it (31 décembre 2008).