რიში სუნაკი
რიში სუნაკი (ინგლ. Rishi Sunak; დ. 12 მაისი, 1980)[1] — ბრიტანელი პოლიტიკოსი. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი 2022 წლის 24 ოქტომბრიდან 2024 წლის 5 ივლისამდე. ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერი 2022 წლის 24 ოქტომბრიდან. 2020 წლიდან 2022 წლამდე იყო ხაზინის კანცლერი, ხოლო 2019 წლიდან 2020 წლამდე ეკავა ხაზინის მთავარი მდივნის თანამდებობა.[2] 2015 წლიდან არის პარლამენტის წევრი რიჩმონდის (იორქშირი) ოლქიდან.
რიში სუნაკი Rishi Sunak | |
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 ოქტომბერი 2022 – 5 ივლისი 2024 | |
მონარქი | ჩარლზ III |
წინამორბედი | ლიზ ტრასი |
მემკვიდრე | კირ სტარმერი |
წინამორბედი | ლიზ ტრასი |
დაბადებული | 12 მაისი, 1980 |
ეროვნება | ბრიტანელი |
პოლიტიკური პარტია | კონსერვატიული პარტია |
სუნაკი დაიბადა საუთჰემპტონში ინდური წარმომავლობის მშობლების ოჯახში, რომლებიც ბრიტანეთში აღმოსავლეთ აფრიკიდან, 1960-იან წლებში, საცხოვრებლად გადავიდნენ.[3][4][5] განათლება მიიღო ვინჩესტერის კოლეჯში, სადაც ფილოსოფიის, პოლიტიკისა და ეკონომიკის სპეციალურ კურსს (PPE) ესწრებოდა. მოგვიანებით სწავლა ოქსფორდის ლინკოლნის კოლეჯში გააგრძელა, ხოლო მაგისტრის ხარისხი კალიფორნიის სტენფორდის უნივერსიტეტისგან მიიღო, რომელშიც ფულბრაიტის გრანტით სწავლობდა. სტენფორდში სწავლისას მან გაიცნო მომავალი მეუღლე აკშატა მურტი, ინდოელი მილიარდერი ბიზნესმენის, კომპანია Infosys-ის დამფუძნებლის, ნარაიანა მურტის ქალიშვილი. სუნაკი და მურტი ბრიტანეთის 222-ე უმდიდრესი ადამიანები არიან, რომელთა საერთო ქონება 2022 წლის მონაცემებით 730 მილიონი ფუნტია.[6] სწავლის დასრულების შემდეგ სუნაკი მუშაობდა Goldman Sachs-ში, შემდეგ კი პარტნიორად ჰეჯ-ფონდის ფირმებში Children's Investment Fund Management და Theleme Partners.
2015 წელს სუნაკმა გაიმარჯვა ჩრდილოეთ იორკშირში, რიჩმონდში, და თემთა პალატაში უილიამ ჰეიგი შეცვალა. სუნაკმა მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლას 2016 წლის რეფერენდუმზე. 2018 წლის ცვლილებების შედეგად ტერეზა მეის მეორე კაბინეტში მან დაიკავა ადგილობრივი თვითმმართველობის სახელმწიფო საპარლამენტო მდივნის თანამდებობა. სუნაკმა სამჯერ დაუჭირა მხარი ტერეზა მეის მიერ შემუშავებულ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის ხელშეკრულებას. ტერეზა მეის გადადგომის შემდეგ სუნაკმა კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოზიციაზე მხარი ბორის ჯონსონს დაუჭირა. ჯონსონის არჩევის შემდეგ სუნაკი დაინიშნა ხაზინის მთავარ მდივნად. სუნაკმა შეცვალა საჯიდ ჯავიდი ხაზინის კანცლერის თანამდებობაზე.
სუნაკი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2022 წლის 25 ოქტომბრიდან 2024 წლის 5 ივლისამდე იკავებდა. იგი გახდა ბრიტანეთის პირველი აზიელი, ინდუისტი და ყველაზე მდიდარი ადამიანი ამ თანამდებობაზე.[7][8][9]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Paul, Anna. (5 September 2022) Find out more about Rishi Sunak as the Tory Party leader race concludes. ციტირების თარიღი: 9 September 2022
- ↑ The Rt Hon Rishi Sunak MP. ციტირების თარიღი: 9 September 2022
- ↑ Rishi Sunak. Store Norske Leksikon.
- ↑ Rishi Sunak. Munzinger-Archiv.
- ↑
- რიში სუნაკი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური).
- ↑ Durbin, Adam. (20 May 2022) Rishi Sunak and Akshata Murthy make Sunday Times Rich List. BBC News. ციტირების თარიღი: 9 July 2022
- ↑ Sherwood, Harriet (24 October 2022). „Rishi Sunak to become first British PM of colour and also first Hindu at No 10“. The Guardian (ინგლისური). ციტირების თარიღი: 25 October 2022.
- ↑ „Rishi Sunak: A quick guide to the UK's new prime minister“. BBC News (ინგლისური). 25 October 2022. ციტირების თარიღი: 25 October 2022.
- ↑ Who is Rishi Sunak? Everything you need to know about Britain's next prime minister en (25 October 2022). ციტირების თარიღი: 25 October 2022