პედოფილია
პედოფილია (ძვ. ბერძნ. παιδ — ბავშვი и φιλία — სიყვარული) — ფსიქოლოგიური აშლილობა, რომელიც ვლინდება სექსუალური ლტოლვით ბავშვების მიმართ. პედოფილებს ლტოვა უჩნდებათ როგორც პრეპუბერტატულ, ასევე პუბერტატულ ასაკის ბავშვების მიმართ. ბავშვის სქესს არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან ბავშვის მოუმწიფებელი სხეული წარმოადგენს ძლიერ სექსუალურ სტიმულს და მისი როლი ჰგავს ფეტიშის როლს. განსაკუთრებულ ფორმას წარმოადგენს პედერასტია, რომლის დროსაც ლტოლვა მიმართულია მხოლოდ ბიჭებისა და ჭაბუკებისადმი. ზოგჯერ ტერმინით “პედოფილია” აღნიშნავენ სექსუალურ მიდრეკილებას სექსუალური კონტაქტებისადმი ბავშვებთან, მათი სქესის მიუხედავად, ხოლო ტერმინით “ნიმფოფილია” განისაზღვრება მამაკაცების სექსუალური მიდრეკილება მოუმწიფებელი გოგონებისადმი.