ევროპის აუდიტორთა სასამართლო

ევროპის აუდიტორთა სასამართლოევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუტი, დაარსდა 1975 წლის 22 ივლისს ხელშეკრულების საფუძველზე. იგი შედგება 15 წევრისაგან, რომლებიც წევრ სახელმწიფოთა შეთანხმების საფუძველზე და ევროპარლამენტთან მოთათბირების შემდეგ ინიშნებიან 6 წლის ვადით. სასამართლოს ფუნქციაა შემოსავლებისა და ხარჯების კანონიერად და რეგულარულად მიღებისა და მოხმარების შემოწმება, აგრეთვე თანამეგობრობის ფინანსური საქმეების სათანადო წარმართვის ზედამხედველობა. ამსტერდამის ხელშეკრულება აღიარებს აუდიტორთა სასამართლოს უფლებას, თავისი პრეროგატივების დასაცავად საქმე აღძრას მართლმსაჯულების სასამართლოში და განავრცობს მის უფლებას თანამეგობრობის იმ სახსრების გაკონტროლებაზე, რომლებსაც გარეშე ორგანიზაციები განაგებენ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება