აღმოსავლეთსლავური ენები

აღმოსავლეთსლავური ენები სამხრეთ- და დასავლეთსლავური ენების გვერდით წარმოადგენს სლავური ენების ერთ-ერთ შტოს, რომელიც თავის მხრივ ინდოევროპულ ენების ჯგუფში შედის.

  ქვეყნები სადაც აღმოსავლეთსლავური ენები არის ეროვნული
აღმოსავლეთსლავური ენებია
1.) რუსული, იგივე ველიკორუსული (დიდრუსული) ენა,
2.) უკრაინული, იგივე რუთენ(ი)ული ენა, თუმცა აქვე შემდეგი უნდა აღინიშნოს:
სახელწოდება რუთენ(ი)ულ ენას კიდევ ერთი, ნაკლებად ცნობილი აღმოსავლეთ სლავური ენის, რუსინული ენის მეორე სახელწოდებადაც ვხვდებით როგორც პერიოდიკაში, ასევე პოპულარულ და სამეცნიერო ლიტერატურაში.
უკრაინულ ენას თავად უკრაინელები უწინ მალოროსიულს უკრაინული ლიტერატურის კლასიკოსები ტარას შევჩენკო, ივან ფრანკო და ა.შ.,
3.) ბელარუსული ენა.

უკრაინა და განსაკუთრებით ბელარუსი დამოუკიდებლობის პირობებშიც ვერ ახერხებს რუსული ენის ექსპანსიიდან გამოსვლას. ორივე ქვეყანაში ორენოვნება სუფევს, რომელიც ხშირად რუსულის სასარგებლოდ უფრო იხრება. მიუხედავად ამისა უკრაინაში არის მცდელობები მდგომარეობა ქვეყნის სახელმწიფო ენის სასარგებლოდ შემოაბრუნონ. საამისოდ ხელისშემშლელ ფაქტორს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსულენოვანი მოსახლეობა წარმოადგენს, რომელიც ამ რეგიონში ერთენოვანია და უკრაინის ერთი კუთხიდან ამ კუთხეში საცხოვრებლად გადასული უკრაინელი ყოველთვის ვერ მოახერხებს შეინარჩუნოს საკუთარი ენა, რასაც ვერ ვიტყვით რუსული ენის მდგომარეობაზე მთელი უკრაინის მასშტაბით – რუსები ქვეყნის მასშტაბით თავს შინ გრძნობენ. ბელარუსში ენობრივი საკითხი არც კი დგას დღის წესრიგში.

აღმოსავლეთსლავისტიკა, როგორც დარგი

რედაქტირება

აღმოსავლეთსლავისტიკა არის სლავთმცოდნეობის (სლავისტიკის) ერთ-ერთი ქვედარგი, რომელიც აღმოსავლეთსლავური ქვეყნების (უპირველეს ყოვლისა მათი ენებისა და კულტურების) შესწავლითაა დაკავებული. აღმოსავლეთსლავისტიკა თავის მხრივ ძირითადი აღმოსავლეთსლავური ენების მიხედვით დაიყოფა რუსისტიკად, ბელარუსისტიკად და უკრაინისტიკად.

საქართველოში აღმოსავლეთსლავისტიკა ძირითადად მაინც რუსული ენის მცოდნეების ყოლით თუ შემოიფარგლება.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება