პოლონისტიკა
პოლონისტიკა ეწოდება მეცნიერულ დისციპლინას, რომელიც დაკავებულია პოლონური ენის, ამ ენაში შემავალი დიალექტების, პოლონური ლიტერატურის შეისწავლით. პოლონისტიკას სხვაგვარად ასევე პოლონურ ფილოლოგიასაც უწოდებენ, მაგრამ პოლონური ფილოლოგია მაინც ამ მეტად მრავალფეროვანი სამეცნიერო დისციპლინის მხოლოდ ერთ ნაწილს აღნიშნავს.
პოლონისტიკა არის სლავისტიკური, კერძოდ კი დასავლეთსლავისტიკური მეცნიერების ერთ-ერთი დარგი, თუმცა თავისი უფრო ფართო მნიშვნელობით შეიძლება მოიცავდეს პოლონელი ერის ისტორიულ, ქვეყანათმცოდნეობით, კულტუროლოგიურსა და სხვადასხვაგვარ მეცნიერულ შესწავლასა და კვლევას.