ბულგარისტიკა
ბულგარისტიკა არის ბალკანისტიკის ერთ-ერთი სამეცნიერო-კვლევითი და საუნივერსიტეტო დისციპლინა, რომელიც ბულგარული ენისა და ლიტერატურის შესწავლითაა (ბულგარული ფილოლოგია) დაკავებული. ფართო გაგებით ბულგარისტიკის ნაწილად მოიაზრება აგრეთვე თანამედროვე კულტუროლოგია, რომელიც ბულგარელი ერის, მისი ისტორიისა და ქვეყანათმცოდნეობითაა დაკავებული.