დასავლეთსლავური ენები
დასავლეთსლავური ენები რიცხობრივად სამი მთავარი და რამდენიმე მცირე ენისაგან შედგება, პოლონური, ჩეხური და სლოვაკური განვითარებული სალიტერატურო ენებია.
დასავლეთსლავური ენები თავის მხრივ იყოფა სამ - ჩრდილოურ, საშუალო და სამხრეთულ ჯგუფად.
- 1. (დასავლეთსლავური ენების) ჩრდილოურ ჯგუფში შედის პოლონური, ელბისა და ბალტოსლავური ენები, რომელთაგან მხოლოდ კაშუბური არის შემორჩენილი, ხოლო სლოვინცური და პოლაბური გამქრალი ენები. პოლონეთში კაშუბურ ენას პოლონური ენის დიალექტად მიიჩნევენ, რის გამოც იგი მოკლებულია სახელმწიფოებრივ მზრუნველობას და გაქრობის პირასაა მისული.
- 2. (დასავლეთსლავური ენების) საშუალო (ანუ სორბულ) ჯგუფში შედის ზემო და ქვემო სორბული ენები. ამ ენებსაც სხვა ენასთან (გერმ. ენა) ერთად უწევთ არათანაბარ პირობებში თანაარსებობა, რის გამო გაქრობის გზაზე დგანან.
- 3. (დასავლეთსლავური ენების) სამხრეთულ ჯგუფში შედის ჩეხური და სლოვაკური ენები, რის გამოც ამ ენებს ჩეხურ-სლოვაკური ენების ჯგუფსაც უწოდებენ.
დასავლეთსლავისტიკა, როგორც დარგი
რედაქტირებადასავლეთსლავისტიკა არის სლავთმცოდნეობის ( სლავისტიკის ) ერთ–ერთი ქვედარგი, რომელიც დასავლეთსლავური ქვეყნების (უპირველეს ყოვლისა მათი ენებისა და კულტურების) შესწავლითაა დაკავებული. დასავლეთსლავისტიკა თავის მხრივ ძირითადი დასავლეთსლავური ენების მიხედვით დაიყოფა პოლონისტიკად, ბოჰემისტიკად და სლოვაკისტიკად.
- საქართველოში დასავლეთსლავისტიკა თითო–ოროლა ძირითადად მაინც პოლონური და ჩეხური ენების მცოდნეებითღა თუ შემოიფარგლება.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- გ. ჟუჟუნაშვილი: სამხრეთ და დასავლეთ სლავების ისტორია, XX საუკუნე. გიორგი ჟუჟუნაშვილი, გურამ კუტალაძე, ზაირა გერგედავა-ჭელიძე, რამაზ ვაჟბედაშვილი ; [რედ.: მერაბ ვაჩნაძე] ; თსუ - თბილისი: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2005.
- კ. მეშველიანი: სამხრეთ და დასავლეთ სლავების ისტორია : [ლექციების კურსი] - თბილისი; ნაწილი 1: პოლონეთი XIX საუკუნის I ნახევარში : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1979.
- კ. მეშველიანი: სამხრეთ და დასავლეთ სლავების ისტორია : ჩეხეთი და სლოვაკეთი XVIII-XX საუკუნეებში. თბილისი: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1982.