სორბული ენა
(გადამისამართდა გვერდიდან ლაუზიცური ენა)
სორბული ენა — სორბების ენა. განეკუთვნება სლავური ენების დასავლეთსლავურ შტოს. ლაპარაკობენ გემრანიის აღმოსავლეთ ნაწილში. ახლოს დგას პოლონურთან, კაშუბურთან, ჩეხურთან და სლოვაკურთან.
სორბული ენის ორი ნაირსახეობაა ზემოსორბული (hornjoserbsce) და ქვემოსორბული (dolnoserbski). ზემოსორბულ ენაზე ლაპარაკობს დაახ. 40 000 კაცი საქსონიაში, ხოლო ქვემოსორბულზე დაახ. 10 000 კაცი ბრანდენბურგის მხარეში.