ბულგარეთის მეორე იმპერია

ბულგარეთის მეორე იმპერია (ბულგ. Второ българско царство, Vtorо Bălgarskо Tsartsvo) — შუა საუკუნეების ბულგარული სახელმწიფო, რომელიც არსებობდა 1185 - 1396 წლებში. ბულგარეთის პირველი იმპერიის მემკვიდრე. მან თავისი განვითარების პიკს ივან ასენის (1218–1241) დროს მიაღწია.

ბულგარეთის მეორე იმპერია
ц︢рьство бл︢гарское


 

11851396
 

დროშა გერბი

ბულგარეთის მეორე იმპერია ივან ასენ I-ის დროს, XIII საუკუნე.
დედაქალაქი ველიკო-ტირნოვო (1185–1393)
ვოდინი და ნიკოპოლი (1393–1396/1422)
ენა საშუალო ბულგარული (1185-1396/1422)
რელიგია მართლმადიდებლობა (864–1204)
კათოლიციზმი (1204–1235)
მართლმადიდებლობა (1235–1396/1422)
ფართობი XIII საუკუნე დაახლოებით 400,000 კმ²
მოსახლეობა XIII საუკუნეში დაახლოებით 4,000,000.
მმართველობის ფორმა ავტოკრატია
მონარქი
 - 1185–1190 პეტერ IV (პირველი)
 - 1356–1396 ივან სრაციმირი (ბოლო)
ისტორია
 - ასენის და პეტერის აჯანყება 1185
 - ტირნოვოს ალყა 17 ივლისი 1393
 - ნიკოპოლის ბრძოლა 25 სექტემბერი 1396

1256 წლამდე, ბულგარეთის მეორე იმპერია ბალკანეთში დომინანტი ძალა იყო.[1] მათ შეძლეს ბიზანტიის რამდენიმე ბრძოლაში დამარცხება, ხოლო 1205 წელს იმპერატორმა კალოიანის ადრიანოპოლის ბრძოლაში ახლად შექმნილი ლათინთა იმპერიაც დაამარცხა. მისმა ძმისწულმმა ივან ასენ II-მ დაამარცხა ეპირის დესპოტატი და ბულგარეთი კიდევ ერთხელ იქცა რეგიონულ ლიდერად. მიუხედავად ამისა იმპერია XIII საუკუნის მეორე ნახევარში თათრების, ბიზანტიელების, უნგრელების, სერბების მუდმივმა შემოსევებმა და ასევე შიდა აშლილობებმა დაასუსტა. მას შემდეგ რაც იმპერია რამდენიმე მციმე სამეფოდ დაიყო (ტირნოვოს სამეფო, ვიდინის სამეფო, დობრუჯის დესპოტატი) XIV საუკუნის ბოლოს ოსმალეთის იმპერიამ ყველა მათგანი დაიპყრო.

მიუხედავად ბიზანტიის ძლიერი გავლენისა ბულგარელმა ხელოვნებმა მაინც შეძლეს მხატვრობასა და არქიტექტურაში განსხვავებული სტილის შექმნა. XIV საუკუნეში ბულგარეთში ყვაოდა მწერლობა და ხელოვნების სხვა დარგები, მოსახლეობის უმეტესობა იყო წერა-კითხვის მცოდნე.[2]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. http://www.world66.com/europe/bulgaria/history დაარქივებული 2009-11-10 საიტზე Wayback Machine. Bulgaria history
  2. Нетинфо - Учени: Подписът не е на Боянския майстор. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-04. ციტირების თარიღი: 2014-07-15.