ბულგარეთის სამთავრო
ბულგარეთის სამთავრო (ბულგ. Княжество България) — ოსმალეთის იმპერიის დე-ფაქტო დამოუკიდებელი ვასალური სამთავრო, რომელიც 1878 წელს ბერლინის ხელშეკრულებით შეიქმნა.
ბულგარეთის სამთავრო Княжество България | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
ჰიმნი "შუმი მარიცა" ბულგ. Шуми Марица | |||||||||
მუქი მწვანე ფერით ბულგარეთი. ღია მწვანე - აღმოსავლეთი რუმელია, 1885 წლიდან სამთავროსთან პირად კავშირში.
| |||||||||
დედაქალაქი | ველიკო-ტირნოვო (1878–1879) სოფია (1879–1908) | ||||||||
ენა | ბულგარული | ||||||||
რელიგია | მართლმადიდებლობა | ||||||||
ფულის ერთეული | ბულგარული ლევი | ||||||||
ფართობი | 1880 წელს 63,752 კმ² 1908 წელს 95,223 კმ² | ||||||||
მოსახლეობა | 1880 წელს დაახლოებით 2,000,000 1908 წელს დაახლოებით 4,000,000. | ||||||||
მმართველობის ფორმა | სამთავრო | ||||||||
დინასტია | ბატენბერგთა და საქსონ-კობურგ-გოთთა | ||||||||
კნიაზი | |||||||||
- 1879–1886 | ალექსანდრ ბატენბერგი | ||||||||
- 1887–1908 | ფერდინანდ I | ||||||||
ისტორია | |||||||||
- სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება | 3 მარტი 1878 | ||||||||
- ბერლინის ხელშეკრულება | 13 ივლისი 1878 | ||||||||
- კონსტიტუციის მიღება | 28 აპრილი 1879 | ||||||||
- ბულგარეთის გაერთიანება | 6 სექტემბერი 1885 | ||||||||
- დამოუკიდებლობის გამოცხადება | 5 ოქტომბერი 1908 | ||||||||
რუსეთ-ოსმალეთის ომში რუსეთის გამარჯვების შემდეგ 1878 წლის 3 მარტს მხარეებმა ხელი მოაწერეს სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულებას. ამ ხელშეკრულებით უნდა შექმნილიყო ბულგარეთის გაცილებით დიდი ვასალური სახელმწიფო, რომლის საზღვრებშიც ექცეოდნენ ბალკანეთის ყველა ეთნიკურად ბულგარელები. სახელმწიფოს უნდა მოეცვა: მეზია, თრაკია და მაკედონიის ისტორიული რეგიონი. ის იქნებოდა გადაჭიმული შავი ზღვიდან ეგეოსის ზღვამდე. გაერთიანებული სამეფო და ავსტრია-უნგრეთის იმპერია ბალკანეთში რუსეთზე დამოკიდებული ამხელა სახელმწიფოს შექმნის წინააღმდეგ წავიდნენ. მათ სანაცვლოდ იმავე წელს ბერლინის კონგრესზე ხელი ბერლინის ხელშეკრულებას მოაწერეს, რომელმაც სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება ჩაანაცვლა. შედეგად შეიქმნა ბულგარეთის შედარებით მცირე სამთავრო.
ბულგარეთის სამთავრო ჰქონდა საკუთარი კონსტიტუცია დროშა, ჰიმნი და საგარეო პოლიტიკა. 1879 წლის 29 აპრილს იქნა მიღებული ტირნოვოს კონსტიტუცია. კონსტიტუციის მიხედვით ბულგარეთის სამთავრო იყო კონსტიტუციური მონარქია ერთპალატიანი პარლამენტით, შემოღებულ იქნა საარჩევნო სისტემა მხოლოდ მამაკაცების ხმის უფლებით.. 1879 წლის 29 აპრილს აირჩიეს პირველი მთავარი ალექსანდრე ბატენბერგი. ბულგარეთის მთავარს სამხედრო და შინაგან საქმეთა მინისტრებს უნიშნავდა რუსეთის იმპერია. ბატენბერგმა 1881 წლის ივნისში გამოსცა დეკრეტი პრესის თავისუფლების შესახებ. 1881 წელს დიდი ეროვნული კრების არჩევნები დასრულდა ბატენბერგის მომხრე კონსერვატორების დიდი გამარჯვებით. ბატენბერგი ატარებდა ანტირუსულ პოლიტიკას, რომელსაც ზურგს უმაგრებდა ავსტრია-უნგრეთი. ეს გამოჩნდა ბულგარეთის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დროს. პრო-რუსული მიმართულების იყო რადიკალურ-ლიბერალური პარტია და მისი ლიდერი პეტკო კარაველოვი. 1882-84 წლებში ადგილი ჰქონდა მწვავე დაპირისპირებას რუსოფილ და რუსოფობ პარტიებს შორის. 1883 წლის სექტემბერში ბატენბერგმა დაითხოვა ძველი მთავრობა და დანიშნა ახალი კაბინეტი დრაგან კანკოვის მეთაურობით.
1885 წლის 6 სექტემბერს ბულგარეთის სამთავრომ და აღმოსავლეთი რუმელიამ ქალაქ პლოვდივში გამოაცხადეს გაერთიანების შესახებ. გაერთიანების წინააღმდეგი იყვნენ სერბეთის სამეფო, ავსტრია-უნგრეთი და ოსმალეთი. სერბეთის სამეფოს მიაჩნდა, რომ ბულგარეთის გაერთიანება დაარღვევდა ძალთა ბალანსს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. 1885-86 წლების ომი ბულგარეთსა და სერბეთს შორის ბულგარეთის გამარჯვებით დასრულდა. 1886 წლის ბუქარესტის ხელშეკრულებამ სერბეთს დაუბრუნა ომის დროს ბულგარეთის მიერ დაკავებული მიწები, მაგრამ ცნო ბულგარეთის გაერთიანება. 1886 წლის აგვისტოში პრო-რუსული ძალების მარშის შედეგად დაითხოვეს ალექსანდრ ბატენბერგი. იმავე წლის სექტემბერში ბულგარეთში ჩავიდა რუსეთის წარმომადგენელი კაულბარსი, რათა შეერჩიათ მთავრის ახალი კანდიდატურა. მოლაპარაკებები ჩაიშალა და 1886 წელს რუსეთმა გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა ბულგარეთთან. 1887 წლის აპრილში ავსტრია-უნგრეთმა გერმანიის მხარდაჭერით მთავრის პოსტზე დაამტკიცა ფერდინანდ საქსენ-კობურგ გოთსკი. ბულგარეთის ხელისუფლებაში მოვიდნენ პრო-ავსტრიული ძალები.
1908 წლის 5 ოქტომბერს ბულგარეთმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ჩამოყალიბდა ბულგარეთის სამეფო.
ბულგარეთის პრინცები
რედაქტირებაპორტრეტი | სახელი | დაბადება | გარდაცვალება | დასაწყისი | დასასრული |
---|---|---|---|---|---|
ალექსანდრ ბატენბერგი | 5 აპრილი 1857 | 23 ოქტომბერი 1893 | 29 აპრილი 1879 | აგვისტო 1886 | |
ფერდინანდ I | 26 თებერვალი 1861 | 10 სექტემბერი 1948 | 29 აპრილი 1887 | 5 ოქტომბერი 1908 |