ბულგარეთის მონარქების სია
ბულგარეთის მონარქების სია
რედაქტირებაქვემოთ მოცემულია ბულგარეთის მონარქების სია.
სურათი | ტიტული | სახელი | მმართველობის წლები | შენიშვნები/გარდაცვალება |
---|---|---|---|---|
ბულგარეთის პირველი იმპერია (681-1018)რედაქტირება | ||||
დულოს დინასტია (681-753) | ||||
ხანი | ასპარუხი | 681-700 | ხანის შვილი კუბრატი, დიდი ბულგარეთის მმართველი. 680 წელს ონგალის ომში გამარჯვების შემდეგ მან ჩამოაყალიბა თანამედროვე ბულგარეთი. გარდაიცვალა 700 წელს ხაზარების წინააღმდეგ ბრძოლაში. | |
ხანი | ტერველი | 700-721 | მიიღო კეისარის ტიტული 705 წელს. გარდაიცვალა 721 წელს. | |
ხანი | კორმესი | 721-738 | გარდაცვალების თარიღი უცნობია. | |
ხანი | სევარი | 738-753 | დულოს დინასტიის უკანასკნელი მმართველი. გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით 753 წელს. | |
ვოკილის დინასტია (753-762) | ||||
ხანი | კორმისოში | 753-756 | არასტაბილუროის პერიოდის დასაწყისი. გადადგა 756 წელს. | |
ხანი | ვინეხი | 756-762 | მოკლეს 762 წელს. | |
უგაინების დინასტია (762-765) | ||||
ხანი | ტელეცი | 762-765 | მოკლეს 765 წელს. | |
დინასტიის გარეშე (765-766) | ||||
ხანი | საბინი | 765-766 | შესაძლოა იყო სლავური წარმოშობის. გადააყენა სახალხო საბჭომ 766 წელს. გაიქცა ბიზანტიის იმპერიაში. | |
ვოკილის დინასტია (766) | ||||
ხანი | უმორი | 766 | ქვეყანას მართავდა მხოლოდ 40 დღე. გადააყენეს 766 წელს და გაიქცა ბიზანტიის იმპერიაში. | |
დინასტიის გარეშე (766-803) | ||||
ხანი | ტოქტუ | 766-767 | მოკლეს მისმა ოპოზიციონერებმა დუნაის ტყეში 767 წელს. | |
ხანი | პაგანი | 767-768 | მოკლეს მისმა ხელქვეითებმა ვარნაში. | |
ხანი | ტელერგი | 768-777 | გაიქცა კონსტანტინოპოლში 777 წელს. | |
ხანი | კარდამი | 777-803 | საშინაო კრიზისის დასასრული. ქვეყნის სტაბილიზაციის და კონსოლიდაციის პერიოდი. გარდაცვალების თარიღი უცნობია. | |
კრუმი/დულოს დინასტია(803-977) | ||||
ხანი | კრუმი | 803-814 | ცნობილი პლიშკას ბრძოლაში გამარჯვების გამო, სადაც დაიღუპა ბიზანტიის იმპერატორი ნიკიფორე I. გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით 814 წლის 13 აპრილს. | |
დიდი ხანი (კანასუბიგი) ბევრი ბულგარელის მმართველი | ომურტაგი | 814-831 | ცნობილი თავისი კონსტრუქიული პოლიტიკით, ადმინისტრაციული რეფორმებით და ქრისტიანების დევნით. | |
ხანი | მალამირი | 831-836 | ომურტაგის მესამე და უმცროსი შვილი. გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით ახალგაზრდა ასაკში. | |
ხანი | პრესიანი | 836-852 | თითქმის მთელი მაკედონია მოაქცია ბულგარეთის საზღვრებში. | |
პრინცი (კნიაზი) | ბორის I | 852-889 | ბულგარეთის გაქრისტიანება; გამოაცხადა ძველი სლავური ენა სახელმწიფოს და ეკლესიის ოფიციალურ ენად. გადადგა ტახტიდან 883 წელს, გარდაიცვალა 902 წლის 2 მაისს, 80 წლის ასაკში. შერაცხულია წმინდანად. | |
პრინცი | ვლადიმირ-პასატე | 889-893 | ბორის I-ს უფროსი შვილი. სურდა ტენგრიიზმის აღდგენა. გადააყენა და დააბრმავებინა მამამისმა 893 წელს. | |
პრინცი/იმპერატორი (ცარი) იმპერატორი ბულგარელთა და რომაელთა, ბულგარელთა იმპერატორი (ფაქტობრივად) | სიმეონ I | 893-927 | ბორის I-ს მესამე შვილი, ემზადებოდა ბერობისთვის, მაგრამ სამეფო ტახტზე ავიდა პრესლავის სახალხო საბჭოს დახმარებით. ბულგარეთმა მიაღწია აპოგეას და უდიდეს ტერიტორიულ საზღვრებს. ოქროს ხანა ბულგარული კულტურისთვის. გარდაიცვალა გულის შეტევით 927 წლის 27 მაისს, 63 წლის ასაკში. | |
იმპერატორი იმპერატორი ბულგარელთა | პეტრე ბულგარელი | 927-969 | სიმეონ I-ს მეორე შვილი. მართავდა 42 წელი, რაც ყველაზე გრძელი პერიოდია ბულგარეთის ისტორიაში. გადაყენებული იქნა 969 წელს და გარდაიცვალა ბერად ყოფნის დროს, 970 წლის 30 იანვარს. შერაცხულია წმინდანად. | |
იმპერატორი | ბორის II | 970-971 | პეტერ I-ს უფროსი შვილი. განდევნეს ბიზანტიელებმა 971. მოკლულ იქნა ბულგარეთის საზღვართან ბულგარეთის გვარდიის მიერ 977 წელს, როცა ის ქვეყანაში ბრუნდებოდა. | |
იმპერატორი | რომანი | 977-991 (997) | პეტერ I-ს მეორე შვილი. ბიზანტიელთა მიერ იქნა კასტრირებული, მაგრამ დაბრუნდა ბულგარეთში 977 წელს. 991 წელს ბრძოლის დროს დაიჭირეს ბიზანტიელებმა და გარდაიცვალა 997 წელს კონსტანტინოპოლის ციხეში. | |
კომეტოპულების დინასტია (997-1018) | ||||
იმპერატორი იმპერატორი ბულგარელთა | სამუელი | 997-1014 | რომანის თანამმართველი და გენერალი 976 და 997 წლებში. ოფიციალურად გამოცხადდა ბულგარეთის იმპერატორად 997 წელს. გარდაიცვალა გულის შეტევით 1014 წლის 6 ოქტომბერს, 69-70 წლის ასაკში. | |
იმპერატორი | გავრილ რადომირი | 1014-1015 | სამუელის უმცროსი შვილი, აკურთხეს 1014 წლის 15 ოქტომბერს. მოკლა მისმა ბიძაშვილმა ვლადისლავმა 1015 წლის აგვისტოში. | |
იმპერატორი | ივან ვლადისლავი | 1015-1018 | არონის შვილი და სამუელის ძმისწული. მოკვდა დრაჩის ალყის დროს. მისმა სიკვდილმა გამოიწვია ბულგარეთის პირველი იმპერიის დასასრული, რომლის ანექსიაც მოახდინა ბიზანტიის იმპერიამ. | |
მონარქები ბიზანტიის მმართველობის დროს (1018–1185)რედაქტირება | ||||
კომეტოპულების დინასტია | ||||
იმპერატორი | პეტერ II დელიანი | 1040-1041 | მიჩნეულია, რომ იყო გავრილ რადომირის შტამომავალი. | |
იმპერატორი | პეტერ III | 1072 | სამუელის შთამომავალი, ბულგარეთის გამოცხადებული იმპერატორი პეტერ I-ს შემდეგ გიორგი ვოიტეხის აჯანყებისას. | |
ბულგარეთის მეორე იმპერია (1185–1396)რედაქტირება | ||||
ასენთა დინასტია | ||||
იმპერატორი | პეტერ IV | 1185-1190 | სახელად თეოდორე, გამოცხადებული იყო ბულგარეთის იმპერატორად, როგორც პეტერ IV ასენის და პეტერის ამბოხებების დროს. 1190 წელს მან გადასცა ტახტი მის უმცროს ძმას.[1] | |
იმპერატორი | ივან ასენ I | 1190-1196 | პეტერ IV-ს უმცროსი ძმა. წარმატებული გენერალი, მმართველობდა 1196 წლამდე. მოკლა მისმა ძმისშვილმა ივანკომ.[2] | |
იმპერატორი | პეტერ IV | 1196-1197 | მოკლეს 1197 წელს.[1] | |
იმპერატორი იმპერატორი ბულგარელთა და ვლახთა |
კალოიანი | 1197-1207 | ასენის და პეტერის მესამე ძმა. გააფართოვა ბულგარეთის საზღვრები და დადო ხელშეკრულება კათოლიკურ ეკლესიასთან. მოკლეს შეთქმულებმა თესალონიკის ალყის დროს.[3] | |
იმპერატორი | ბორილი | 1207-1218 | კოლოიანის დისშვილი. გადააყენეს და დააბრმავეს 1218 წელს.[4] | |
იმპერატორი იმპერატორი ბულგარელთა და ბერძენთა |
ივან ასენ II | 1218-1241 | ივან ასენ I-ს უფროსი შვილი. მისი მმართველობის დროს ბულგარეტის მეორე იმპერიამ მიაღწია აპოგეას. გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით 1241 წლის 24 ივნისს, 46-47 წლის ასაკში.[5] | |
იმპერატორი | კალიმან I ასენი | 1241-1246 | ივან ასენ II-ს შვილი. დაიბადა 1834 წელს, გარდაიცვალა, ან მოიაწმლა 1246 წელს, 12 წლის ასაკში.[6] | |
იმპერატორი | მიხაილ II ასენი | 1246-1256 | ივან ასენ II-ს შვილი. მოკლა ივან ასენ II-ს შვილმა კალიმანმა.[7] | |
იმპერატორი | კალიმან II ასენი | 1256 | მოკლეს 1256 წელს.[8] | |
იმპერატორი | მიცო ასენი | 1256-1257 | გაიქცა ნიკეას იმპერიაში 1261 წელს.[9] | |
იმპერატორი უფალი ქრისტეს ერთგული და ბულგარელთა მმართველი |
კონსტანტინ ტიხ ასენი | 1257-1277 | სკოპიეს ბოლიარი. მოკლა გლეხთა ლიდერმა ივაილომ 1277 წელს.[10] | |
იმპერატორი | ივან ასენ III | 1279-1280 | მიცო ასენის უმცროსი შვილი. გაიქცა კონსტანტინოპოლში ხაზინიანად.[11] | |
დინასტიის გარეშე | ||||
იმპერატორი | ივაილო | 1277-1280 | გლეხთა აჯანყების მეთაური. გაიქცა ოქროს ურდოში, მაგრამ მოკლა მონღოლთა ხანმა ნოგაიმ.[12] | |
ტერტერთა დინასტია (1280–1292) | ||||
იმპერატორი | გიორგი ტერტერ I | 1280-1292 | გაიქცა ბიზანტიის იმპერიაში 1292 წელს, გარდაიცვალა ბულგარეთში 1308-1309 წელს.[13] | |
დინასტიის გარეშე (1292–1300) | ||||
იმპერატორი | სმილეცი | 1292-1298 | მკოლეს, ან ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა 1298 წელს.[14] | |
იმპერატორი | ჩაკა | 1299-1300 | მონღოლეთის ხანის, ნოგაის შვილი. ჩამოახრჩვეს ციხეში 1300 წელს. | |
ტერტერთა დინასტია (1300–1322) | ||||
იმპერატორი | თეოდირ სტანისლავი | 1300-1321 | გიორგი ტერტერ I-ს შვილი. ახალგაზრდობა გაატარა ტყვეობაში ოქოს ურდოში. მისი მმართველობის დროს აღორძინდა ბულგარეთი. გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით 1321 წელს, 50-55 წლის ასაკში.[15] | |
იმპერატორი | გიორგი ტერტერ II | 1321-1322 | თეოდორ სტანისლავის შვილი. გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით 1322 წელს.[16] | |
შიშმანთა დინასტია (1323–1396) | ||||
იმპერატორი | მიხაილ III შიშმანი | 1323-1330 | სასიკვდილოდ დაიჭრა სერბების წინააღმდეგ ბრძოლის დროს, 1330 წლის 28 ივლისს.[17] | |
იმპერატორი | ივან სტეფანი | 1330-1331 | მიხაილ III შიშმანის შვილი. გააძევეს 1331 წლის მარტში და გაიქცა სერბეთში.[18] შესაძლოა გარდაიცვალა 1373 წელს. | |
იმპერატორი უფალი ქრისტეს ერთგული იმპერატორი და მმართველი ყოველთა ბულგართა და ბერძენთა |
ივან ალექსანდრე | 1331-1371 | ასენის, ტერტერთა და შიშმანთა დინასტიის შთამომავალი. მეორე ოქროს ხანა ბულგარული კულტურისთვის. გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით 1371 წლის 17 თებერვალს, ბულგარეთი გაუყო თავის შვილებს.[17] | |
იმპერატორი უფალი ქრისტეს ერთგული იმპერატორი და მმართველი ყოველთა ბულგართა და ბერძენთა |
ივან შიშმანი | 1371-1395 | ივან ალექსანდრე მეოთხე შვილი. თავი მოკვეთეს ოტომანებმა 1395 წლის 3 ივნისს.[19] | |
იმპერატორი იმპერატორი ბულგარელთა |
ივან სრაციმირი | 1356-1396 | ივან ალექსანდრეს მესამე შვილი. მმართველობდა ვიდინში. შეიპყრეს ოტომანებმა 1396 წელს სიკვდილით დასაჯეს ბურსას ციხეში.[20] | |
იმპერატორი | კონდტსნტინე II | 1397–1422 | ივან სრაციმირის შვილი. მას გვირგვინი 1395 წელს მამამისმა დაადგა. | |
ბულგარეთის სამთავრო და ბულგარეთის სამეფო (1878–1946)რედაქტირება | ||||
ბატენბერგთა დინასტია | ||||
პრინცი | ალექსანდრ I | 29 აპრილი 1879 - 7 სექტემბერი 1886 | გადადგა რუსების ზეწოლის გამო. გარდაიცვალა 1893 წლის 23 ოქტომბერს გრაცში. | |
საქსონ-კობურგ-გოთთა დინასტია | ||||
პრინცი/მეფე (ცარი) | ფერდინანდ I | 7 ივლისი, 1887 - 3 ოქტომბერი, 1918 | გახდა ცარი (საერთაშორისოდ აღიარებული, როგორც მეფე) დამოუკიდებლობის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, 1908 წლის 22 სექტემბერს. გადადგა 1918 წლის 3 ოქტომბერს, პირველ მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ. გარდაიცვალა 1948 წლის სექტემბერში კობურგში. | |
მეფე (ცარი) | ბორის III | 3 ოქტომბერი, 1918 - 28 აგვისტო, 1943 | გარდაიცვალა 1943 წლის 28 აგვისტოს გაურკვეველ ვითარებაში. | |
მეფე (ცარი) | სიმეონ II | 28 აგვისტო, 1943 - 15 სექტემბერი, 1946 | მონარქია დაამხეს კომუნისტებმა. ის იყო ბულგარეთის 47-ე პრემიერ-მინისტრი 2001 წლის 24 ივლისიდან 2005 წლის 17 აგვისტომდე. |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Andreev, pp. 146–147
- ↑ Andreev, pp. 157–158
- ↑ Andreev, p. 173
- ↑ Andreev, p. 184
- ↑ Andreev, p. 193
- ↑ Andreev, p. 197
- ↑ Andreev, p. 205
- ↑ Andreev, p. 208
- ↑ Andreev, p. 211
- ↑ Andreev, p. 229
- ↑ Andreev, p. 233
- ↑ Andreev, p. 136
- ↑ Andreev, p. 239
- ↑ Andreev, p. 240
- ↑ Andreev, p. 251
- ↑ Andreev, p. 254
- ↑ 17.0 17.1 Andreev, p. 263
- ↑ Andreev, p. 267
- ↑ Andreev, p. 286
- ↑ Andreev, p. 298