კრუმი
კრუმი, აგრეთვე ცნობილი როგორც კრუმ მრისხანე (გ. 814) — ბულგარეთის ხანი (მეფე) დაახლ. 803 - 814 წლებში. მისი მეფობის დროს ბულგარეთი ტერიტორიულად გაორკეცდა - ის გადაჭიმული იყო დუნაის შუა წელიდან მდინარე დნეპრამდე და ოდრინიდან (თანამედროვე ედირნე) ტატრის მთებამდე. მისი ძლიერმა და ენერგიულმა მმართველობამ საფუძველი ჩაუყარა ბულგარულ სახელმწიფოებრივ ორგანიზებას.