ბორის II
ბორის II (ბულგ. Борис II) (დ. 931 — გ. 977) — ბულგარეთის პირველი იმპერიის იმპერატორი 969-977 წლებში. პეტრე ბულგარელისა და დედოფალ ირინას უფროსი შვილი. 971 წლიდან ბიზანტიის ტყვეობაში იყო, მაგრამ ბულგარეთში მის ტახტზე არავინ ასულა და კვლავ მეფედ მიიჩნევდნენ.
ბორის II | |
---|---|
Борис II | |
ბულგარეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 969 |
მმართ. დასასრული: | 977 |
წინამორბედი: | პეტრე |
მემკვიდრე: | რომანი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 931 |
დაბ. ადგილი: | კონსტანტინოპოლი |
გარდ. თარიღი: | 977 |
მამა: | პეტრე ბულგარელი |
დედა: | ირინა ლაკაპინა |
ბიოგრაფია
რედაქტირებამმართველობის დასაწყისი
რედაქტირებაბორისი დაიბადა კონსტანტინოპოლში 931 წელს. მის ცხოვრებაზე 968 წლამდე არაფერია ცნობილი. 968 წელს იგი ბულგარეთის იმ ელჩობის შემადგენლობაში იყო, რომელიც ბიზანტიის იმპერატორს ნიკიფორე II ფოკას ზავის დასადებად ესტუმრა. ერთი წლით ადრე ბიზანტილების თხოვნით ბულგარეთში თავადი სვიატოსლავი შეიჭრა. ბულგარეთის არმიის დამარცხების შემდეგ, იმის ნაცვლად, რომ კიევში გაბრუნებულიყვნენ, რუსებმა აიღეს ბულგარეთის აღმოსავლეთი (შავიზღვისპირა) ნაწილი ქალაქების, დოროსტოლისა და მცირე პრესლავის (რუსულ წყაროებში - პერეიასლავეცი) ჩათვლით, სადაც სვიატოსლავმა დედაქალაქი გადმოიტანა. მოლაპარაკებების შედეგად დაიდო ბულგარეთ-ბიზანტიის ზავი კიევის რუსეთის წინააღმდეგ, ხოლო ბორისი და მისი ძმა რომანი კონსტანტინოპოლში ტყვეებად დაიტოვეს.
968 წელს, რუსების მეორე ლაშქრობის დროს, პეტრე ბულგარელი ტახტიდან გადადგა და ბიზანტიელებმა ბორისი გაათავისუფლეს, რათა სამეფო ტახტი დაეკავებინა. სვიატოსლავის წინააღმდეგობას ვერ გაუძლო და ახალმა მეფემ მასთან ზავი დადო. კიევის მთავრის არმიის ნაწილები კვლავ განაგრძობდნენ ბიზანტიაზე თავდასხმებს. 970 წელს თრაკიაში, არკადიოპოლთან ბულგარელებისა და რუსების გაერთიანებული ლაშქარი ბიზანტიის იმპერიის არმიასთან დამარცხდა. აქედან მოყოლებული ბიზანტიის ახალი იმპერატორი იოანე I ციმისკე იწყებს ლაშქრობას ჩრდილოეთში, რომლის დროსაც პრესლავს ალყას შემოარტყამს.
ბიზანტიის ტყვეობაში
რედაქტირებაბიზანტიელებმა მოახერხეს ქალაქის ხელში ჩაგდება. ბორის II იოანე I ციმისკეს საპატიო ტყვე გახდა. მას შემდეგ რაც კიევის მთავარმა და იოანე I-მა დადეს სამშვიდობო ხელშეკრულება და მთავარი კიევში გაბრუნდა, იოანე ციმისკე ტრიუმფით დაბრუნდა კონსტანტინოპოლში. ბიზანტია ბულგარეთის გათავისუფლებას არ ჩქარობდა. იმავე წელს იმპერატორმა საზეიმოდ აჰყარა სამეფო რეგალიები ბორის II-ს და აღმოსავლეთი ბულგარეთი ბიზანტიის პირდაპირ მმართველობას დაუმორჩილა.
ბიზანტიელებმა აღმოსავლეთ ბულგარეთის ხელში ჩაგდება ადვილად მოახერხეს, მაგრამ დასავლეთ ბულგარეთი ვერ დაიმორჩილეს. 977 წელს ძმები ბორისი და რომანი გაიქცნენ ტყვეობიდან დასავლეთ ბულგარეთში თუმცა ბორისი საზღვარზე მოკლეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- John V.A. Fine, Jr., The Early Medieval Balkans, Ann Arbor, 1983.
- Jordan Andreev, Ivan Lazarov, Plamen Pavlov, Koj koj e v srednovekovna Bălgarija, Sofia 1999.