ბულგარეთის სამეფო

ბულგარეთის სამეფო, ასევე ეწოდებოდა: ბულგარეთის მესამე სამეფო ან ბულგარეთის მესამე იმპერია[1] (ბულგ. Царство България) — კონსტიტუციური მონარქია, რომელიც ძველი სტილით 1908 წლის 22 სექტემბერს ბულგარეთის სამთავროს სამეფოდ გარდაქმნით ჩამოყალიბდა. ეს ცვლილება მოხდა ფერდინანდ I-ის დროს, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მეფედ ეკურთხა.

ბულგარეთის სამეფო
Царство България


19081946
ბულგარეთის დროშა ბულგარეთის გერბი
დევიზი
ჩვენთან არს ღმერთი
ბულგ. Бог е с нас
ჰიმნი
"შუმი მარიცა"
ბულგ. Шуми Марица

ბულგარეთის სამეფო 1924 წელს, ბალკანეთის ომების შემდეგ.
დედაქალაქი სოფია (1879–1908)
ენა ბულგარული
რელიგია მართლმადიდებლობა
ფულის ერთეული ბულგარული ლევი
ფართობი 1908 წელს 95,223 კმ²
1946 წელს 110,994 კმ²
მოსახლეობა 1908 წელს დაახლოებით 4,000,000
1946 წელს 7,029,349
მმართველობის ფორმა კონსტიტუციური მონარქია
დინასტია საქსონ-კობურგ-გოთთები
ცარი
 - 1908-1918 ფერდინანდ I
 - 1918–1943 ბორის III
 - 1943–1946 სიმეონი
პირველი მსოფლიო ომი მეორე მსოფლიო ომი
ისტორია
 - დამოუკიდებლობის გამოცხადება 5 ოქტომბერი 1908
 - ბალკანეთის ომები 1912–1913
 - ბუქარესტის ხელშეკრულება 10 აგვისტო 1913
 - 1944 წლის გადატრიალება 9 სექტემბერი 1944
 - ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკა 15 სექტემბერი 1946

სამეფოს შექმნის თანავე მოუწია გადარჩენისთვის ბრძოლებში ჩაბმა და შემდგომი ათი წლის განმავლობაში სამ მსხვილმასშტაბიან ომში მონაწილეობდა - პირველ და მეორე ბალკანურ ომებსა და პირველ მსოფლიო ომში. შედეგად ბულგარეთს აეკრძალა ჯარის ყოლა და დიდი ბულგარეთის შექმნის იდეა ჩავარდა.

მეორე მსოფლიო ომში ბულგარეთის სამეფო ეროვნული იდეების გამო ისევ ჩება გერმანიის მხარეს და ისევ დამარცხდა. 1946 წელს ბულგარეთში მეფობა გაუქმდა. ბოლო მეფე სიმეონი გააძევეს ქვეყნიდან და შექმნეს კომუნისტური სახელმწიფო - ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 6FP NoE 4M in Bulgaria - Sofia Info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-09. ციტირების თარიღი: 2014-07-21.