ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკა

ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკა (ბულგ. Народна република България (НРБ)) — ბულგარეთის სოციალისტური რესპუბლიკის ოფიციალური სახელწოდება 1946 - 1990 წლებში. ამ პერიოდში ქვეყანას მართავდა ბულგარული კომუნისტური პარტია. ბულგარეთი რეალურად წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის სატელიტურ სახელმწიფოს.[2][3] ის იყო სოციალისტური ბანაკის წევრი და ცივი ომის პერიოდში ვარშავის პაქტის მონაწილე ქვეყანა.

ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკა
Народна република България

საბჭოთა კავშირის სატელიტური სახელმწიფო.[1]

19461990
ბულგარეთის დროშა ბულგარეთის გერბი
ჰიმნი
ჩვენს რესპუბლიკას სალამი!! (1950-წლამდე)
ბულგ. Републико наша, здравей!
ძვირფასი ბულგარეთი, გმირების მიწა (1950-1964 წლებში)
Българийо мила, земя на герои

ძვირფასო სამშობლო(1964 წლიდან)
Мила Родино


ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკა.
დედაქალაქი სოფია
ენა ბულგარული
ფულის ერთეული ბულგარული ლევი
ფართობი 110,994 კმ²
მოსახლეობა 1946 წელს 7,029,349
1989 წელს 9,009,018
მმართველობის ფორმა მარქსტულ-ლენინისტური ერთ პარტიული სახელმწიფო
გენერალური მდივანი
 - 1948–1949 გიორგი დიმიტროვი (პირველი)
 - 1989–1990 პეტარ მლადენოვი(ბოლო)
ცივი ომის ხანა
ისტორია
 - დაარსება 15 სექტემბერი 1946
 - გაუქმება 15 ნოემბერი 1990

1989 წელს ქვეყანაში დაიწყო დემოკრატიული ცვლილებები და 1989 წლის შემოდგომაზე გადააყენეს კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი ტოდორ ჟივკოვი. 1990 წელს ბულგარეთის კომუნისტური პარტია გადაკეთდა ბულგარულ სოციალისტურ პარტიად, რომელმაც გაიმარჯვა ქვეყანაში ჩატარებულ პირველი თავისუფალ არჩევნებში. ქვეყნის დასახელება შეიცვალა და გახდა ბულგარეთის რესპუბლიკა.

ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკის ინდუსტრიული რუკა

ეკონომიკა

რედაქტირება

ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკას სოციალისტური ბანაკის ქვეყნებისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო მაჩვენებელი ჰქონდა. თუმცა მყიდველობითი უნარი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი. 1988 წლის მონაცემებით: 100-დან 100 ოჯახს ჰქონდა ტელევიზორი, 100-დან 95-ს ჰქონდა რადიო, 100-დან 96-ს ჰქონდა მაცივარი და 100-დან 40-ს ჰყავდა ავტომობილი.[4]

მშპ-ს შედარებითი ცხრილი:

მშპ ერთ სულ მოსახლეზე (1990 $[5]) 1950 1973 1989[6] 1990
აშშ $9,561 $16,689 n/a $23,214
ფინეთი $4,253 $11,085 $16,676 $16,868
ავსტრია $3,706 $11,235 $16,305 $16,881
იტალია $3,502 $10,643 $15,650 $16,320
ჩეხოსლოვაკია $3,501 $7,041 $8,729 $8,895 (Czech)
$7,762 (Slovak)
საბჭოთა კავშირი $2,834 $6,058 n/a $6,871
უნგრეთი $2,480 $5,596 $6,787 $6,471
პოლონეთი $2,447 $5,334 n/a $5,115
ესპანეთი $2,397 $8,739 $11,752 $12,210
პორტუგალია $2,069 $7,343 $10,355 $10,852
საბერძნეთი $1,915 $7,655 $10,262 $9,904
ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკა $1,651 $5,284 $6,217 $5,552
იუგოსლავია $1,585 $4,350 $5,917 $5,695
რუმინეთი $1,182 $3,477 $3,890 $3,525
ალბანეთი $1,101 $2,252 n/a $2,482

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Rao, B. V. (2006), History of Modern Europe Ad 1789-2002: A.D. 1789-2002, Sterling Publishers Pvt. Ltd.
  2. Rose, Richard (2002). Elections without order: Russia's challenge to Vladimir Putin. Cambridge University Press, გვ. 54. ISBN 978-0-521-01644-5. „Bulgaria was a loyal satellite that benefited economically by following the Moscow line“ 
  3. Streissguth, Thomas (2002). The Rise of the Soviet Union. Greenhaven, გვ. 225. ISBN 978-0-7377-0929-2. 
  4. Living Standards
  5. Madison 2006, p. 185
  6. Teichova, Alice; Matis, Herbert (2003) Nation, State, and the Economy in History. Cambridge University Press, გვ. 138. ISBN 0-521-79278-9.