ტოდორ ჟივკოვი
ტოდორ ჟივკოვი (ბულგ. Тодор Живков; დ. 7 სექტემბერი, 1911 — გ. 5 აგვისტო, 1998) — ბულგარეთის კომუნისტური პარტის პირველი (1954-1981 ) და შემდეგ გენერალური მდივანი (1989 წლამდე).
ტოდორ ჟივკოვი | |
ბულგარული კომუნისტური პარტის გენერალური მდივანი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 მარტი, 1954 – 10 ნოემბერი, 1989 | |
წინამორბედი | ვილკო ჩერვენკოვი |
მემკვიდრე | პეტარ მლადენოვი |
ბულგარეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
19 ნოემბერი, 1962 – 7 ივლისი, 1971 | |
წინამორბედი | ანტონ იუგოვი |
მემკვიდრე | სტანკო ტოდოროვი |
დაბადებული | 7სექტემბერი, 1911 პრავეცი, ბულგარეთი |
გარდაცვლილი | 5 აგვისტო, 1998 სოფია, ბულგარეთი |
პოლიტიკური პარტია | ბულგარული კომუნისტური პარტია |
მეუღლე | მარა მალეევა |
შვილები | ვლადიმირი, ლიუდმილა |
დაიბადა 1911 წელს გლეხის ოჯახში. 1928 წელს შეუერთდა ბულგარეთის ახალგაზრდათა კავშირს. მეორე მსოფლიო ომის დროს მონაძილეობდა ანტიფაშისტურ მოძრაობებში. 1948 წელს ბულგარული კომუნისტური პარტიის წევრი გახდა. 1954 წლიდან ბულგარეთის კპ ცკ-ის პირველი მდივანია. 1962-1971 წლებში მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეა.
ჟივკოვი ეწინააღმდეგებოდა მიხეილ გორბაჩოვის პერესტროიკას სსრკ-ში. 1989 წლის 10 ნოემბერს უსისხლო გადატრიალების შედეგად გადადგა თანამდებობიდან. 13 დეკემბერს ბულგარეთის კომპარტიამ გარიცხა თავისი რიგებიდან. კომპარტიამ გადაირქვა სახელი ეწოდე ბულგარეთის სოციალისტური პარტია და ერთი წლის შემდეგ მოიგო საპარლამენტო არჩევნები.
1990-1996 წლებში შინაპატიმრობაშია. გარდაიცვალა 1998 წელს პნევმონიის შედეგად.