ბუქარესტის საზავო ხელშეკრულება (1913)
ბუქარესტის საზავო ხელშეკრულება — ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს 1913 წელს ბუქარესტში ერთი მხრივ, სერბეთის, ჩერნოგორიის, რუმინეთისა და საბერძნეთის, მეორე მხრივ ბულგარეთის წარმომადგენლებმა. ხელშეკრულებამ დაასრულა ბალკანეთის მეორე ომი. ბულგარეთი, როგორც ომში დამარცხებული მხარე, იძულებული გახდა ბალკანეთის პირველი ომის დროს დაპყრობილი ტერიტორიის დიდი ნაწილი დაეთმო გამარჯვებულებისათვის. სამხრეთი დობრუჯა დაუთმო რუმინეთს, მაგრამ შეინარჩუნა გასასვლელი ეგეოსის ზღვაზე. ხელშეკრულება განიხილეს კომიტეტების სხდომაზე და დაამტკიცა დელეგატების ასამბლეამ.
თურქეთი არ იყო ჩართული ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესში, თუმცა მან შემდეგში დადო ბულგარეთთან კონსანტინოპოლის ხელშეკრულება.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Anderson, Frank Marby (1918). „The Treaty of Bucharest, August 10, 1913“, Handbook for the Diplomatic History of Europe, Asia, and Africa 1870-1914. Washington, DC: National Board for Historical Service, Government Printing Office.