საბინი (ბულგარეთი)
საბინი (ბულგ. Сабин) — ბულგარეთის პირველი სამეფოს ხანი 765-766 წლებში. საბინი იყო კორმისიშის სიძე, როგორც ჩანს მმართველობა ისევ ვოკილის დინასტიის ხელში აღმოჩნდა, ოღონდ ახლა ქალის ხაზით. არსებობს ვარაუდი, რომ საბინი არის სლავური წარმოშობის, რადგან მისი სახელი არ ფუგურირებს ბულგარელი ხანების სიაში.
საბინი | |
---|---|
Сабин | |
ბულგარეთის მე-10 ხანი | |
მმართ. დასაწყისი: | 765 |
მმართ. დასასრული: | 766 |
წინამორბედი: | ტელეცი |
მემკვიდრე: | უმორი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
დინასტია: | ვოკილი |
საბინმა ბიზანტიასთან მშვიდობა დაამყარა. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მან ელჩები გააგზავნა ბიზანტიაში ზავის სათხოვნელად. თავდაპირველად მოლაპარაკებები საიდუმლოდ მიმდინარეობდა, მაგრამ როგორც კი გაცხადდა, ხალხში მღელვარება გამოიწვია. შეიქმნა სახალხო საბჭო, რომელიც ხანის წინააღმდეგ გამოდიოდა. საბინი იძულებული გახდა მესემბრიიდან ბიზანტიაში გაქცეულიყო. იმპერატორმა კონსტანტინე V-მ იგი და მისი ნათესავები შეიფარა.
768 წელს, როდესაც ბულგარეთის ხანი პაგანი კონსტანტინოპოლში ჩავიდა საბინი იმპერატორის გვერდით გამომწვევად იდგა. იმპერატორმა ხანს უსაყვედურა საბინისადმი სიძულვილის გამო. ცხადი იყო იმპერატორს ხანის ტახტზე საბინის დაბრუნება და ბულგარეთის თავისი გავლენის სფეროში მოქცევა უნდოდა.
საბინი გარდაცვალებამდე კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა.