ვინეხი (ბულგ. Винех) (დ. უცნობია — გ. 762) — ბულგარეთის პირველი სამეფოს ხანი 756-762 წლებში. ვოკილის დინასტიის წარმომადგენელი.

ვინეხი
Винех
ბულგარეთის მე-8 ხანი
მმართ. დასაწყისი: 756
მმართ. დასასრული: 762
წინამორბედი: კორმისოში
მემკვიდრე: ტელეცი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 762
დინასტია: ვოკილი

მისი მმართველობის დასაწყისში დაიწყო ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე V-ის მეორე ლაშქრობა ბულგარეთში. ვინეხმა გადაწყვიტა ბიზანტიის არმიას დახვედროდა მერკელის ციხესიმაგრესთან, თანამედროვე ქალაქ კარნობატის მახლობლად, თუმცა ვინეხის ჯარი უკუიქცა. ხანმა თავისი შვილები მძევლად გააგზავნა კონსტანტინოპოლში მშვიდობის საფასურად. 759 წელს კონსტანტინემ თავისი მესამე ლაშქრობა წამოიწყო ბალკანეთში, მაგრამ დამარცხდა. ამ ფაქტმა ვინეხის მდგომარეობა გააძლიერა. სავარაუდოდ, მშვიდობისმოყვარეობის გამო, სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ვინეხი და მთელი მისი ოჯახი ამოწყვიტეს და ტახტზე ავიდა ახალგაზრდა და ბრძოლის ჟინით შემპყრობილი ხანი ტელეცი.

ლიტერატურარედაქტირება

  • Андреев, Й. Болгарские ханы и цари (VII-XIV в.). София, 1987