ნიკოპოლი (ბულგარეთი)
ნიკოპოლი (ბულგ. Никопол) — ქალაქი ბულგარეთში. მდებარეობს პლევენის ოლქის ნიკოპოლის თემში, მდინარე დუნაის მარჯვენა მხარეს. ბულგარეთის მეორე იმპერიის დედაქალაქი 1393-1395 წლებში.
ქალაქი | |
---|---|
ნიკოპოლი ბულგ. Никопол | |
ნიკოპოლის ხედი ციხიდან | |
ქვეყანა | ბულგარეთი |
ოლქი | პლევენი |
თემი | ნიკოპოლი |
კოორდინატები | 43°42′00″ ჩ. გ. 24°54′00″ ა. გ. / 43.70000° ჩ. გ. 24.90000° ა. გ. |
ფართობი | 35.185 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 179 მ |
მოსახლეობა | 4 071 კაცი (2010) |
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 |
სატელეფონო კოდი | (+359) 6541 |
საფოსტო ინდექსი | 5940 |
ოფიციალური საიტი | https://www.nikopol-bg.com/ |
ისტორია
რედაქტირებარომის იმპერიის მმართველობის პერიოდში ნიკოპოლის ტერიტორიაზე არსებობდა მცირე დასახლება, რომელიც შედიოდა პროვინცია მეზიის შემადგენლობაში. ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება 169 წელს. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ქალაქი აღმოჩნდა ბიზანტიის იმპერიის ჩრდილოეთ საზღვარზე. 1059 წელს მას უწოდეს ნიკოპოლისი (ბერძ. Νικόπολις; „გამარჯვების ქალაქი“). შუა საუკუნეების განმავლობაში შედიოდა ბულგარეთის იმპერიის შემადგენლობაში. 1393 წელს, ტირნოვოს ალყის შემდეგ ქალაქში გამაგრდა ბულგარეთის უკანასკნელი მეფე იოან-შიშმანი, სადაც იგი ოსმალებმა ტყვედ ჩაიგდეს. აქ განვითარებული ამბების გამო ნიკოპოლი ორი წლის განმავლობაში ითვლება ბულგარეთის დედაქალაქად. ნიკოპოლისთან 1396 წელს გაიმართა შუა საუკუნეების ერთ-ერთი უდიდესი ნიკოპოლის ბრძოლა.
ოსმალეთის იმპერიის მმართველობის პერიოდში ნიკოპოლი ოსმალური ადმინისტრაციული ერთეულის სანჯაყის ცენტრი გახდა. 1877 წელს ნიკოპოლთან რუსეთ-ოსმალეთის ომის ფარგლებში გაიმართა ბრძოლა, რომელიც რუსების გამარჯვებით დასრულდა.