ბულგარეთის გეოგრაფია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბულგარეთი არის სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ესაზღვრება რუმინეთი, სერბეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, საბერძნეთი და თურქეთი, აღმოსავლეთიდან ქვეყანას საზღვრობს შავი ზღვა. ბულგარეთის ჩრდილოეთი საზღვარი რუმინეთთან მიუყვება მდინარე დუნაის, ქალაქ სილისტრადან უკვე საზღვარი მდინარეს აღარ მიუყვება. ბულგარეთის ფართობი შეადგენს 110,550 კვადრატულ კილომეტრს, ფართობით აღემატება კუნძულ ისლანდიას და აგრეთვე აშშ-ის შტატ ტენესის. ქვეყანას სამხრეთიდან ესაზღვრება თურქეთი და საბერძნეთი, აღმოსავლეთიდან სერბეთი და ჩრდილოეთი მაკედონია, ხოლო ჩრდილოეთით რუმინეთი. ბულგარეთის გეოგრაფიული ცენტრი მდებარეობს ქალაქ უზანაში.

ბულგარეთის ტოპოგრაფიული რუკა

ბულგარეთში კლიმატზე უდიდეს გავლენას ახდენს ალპური და შავი ზღვის ჰავა. აქ არის რამდენიმე მთიანი რეგიონი, რომელთაგანაც აღსანიშნავია რილა, პირინი და სტარა-პლანინა, სტარა-პლანინა ჩრდილოეთი და სამხრეთი ბულგარეთის კლიმატგამყოფია. ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია დაბლობებს, დაბლობები ძირითადად შავი ზღვის სანაპირო ზოლში და მდინარე დუნაის პირასაა.