მთავარი მენიუს გახსნა
ორთოპედიის სიმბოლო

ორთოპედია (ორთო... და ბერძ. paideia — აღზრდა) — მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ადამიანის საყრდენ სამოძრაო აპარატის დეფორმაციებს, დაზიანებებს, მათ პროფილაქტიკას და მკურნალობას. ზოგიერთ ქვეყანაში ტრავმატოლოგიასთანაა გაერთიანებული ერთ სამედიცინო დისციპლინად. მეცნიერება ორთოპედიას საფუძველი ჩაუყარა ფრანგმა ექიმმა ანდრიმ. ორთოპედიული სამკურნალო დაწესებულებები მეთვრამეტე ს-ის ბოლოს გაჩნდა. ორთოპედიის ჩამოყალიბებისას ფართოდ იყენებდნენ რედრესაციას, კიდურის დაჭიმვას მოტეხილობის დროს, თაბაშირის ნახვევს, მასაჟს, სამედიცინო ვარჯიშებს. ასეპტიკის, ანტისეპტიკის და ნარკოზის განვითარებამ შესაძლებელი გახადა ორთოპედიაში ოპერაციული მეთოდების გამოყენება.

ლიტერატურარედაქტირება