სენ-ბართელმი
სენ-ბართელმი (ფრანგ. Saint-Barthélemy, შვედ. Sankt Barthelemy) — საფრანგეთის ზღვისიქითა გაერთიანება. ეს კუნძული მოქცეულია მცირე ანტილის ტერიტორიაზე, კარიბის ზღვაში. სენ-ბართელმი, გვადელუპასთან, მარტინიკასთან და სენ-მარტენთან ერთად წარმოადგენს საფრანგეთის ვესტ-ინდოეთის ტერიტორიას.
სენ-ბართელმის ტერიტორიის ფართობი შეადგენს 21 კმ²-ს, აქ ცხოვრობს 10 464 ადამიანი (2021 წლის აღწერით)[1]. კუნძულის დედაქალაქია გუსტავია, ეს ქალაქი უდიდესი ნავსადგურია მთელს ამ კუნძულზე. სენ-ბართელმი ისტორიულად ეკუთვნოდა შვედეთს და წარმოადგენდა მის კოლონიას. ნაპოლეონის დროს ეს ტერიტორია საფრანგეთის კოლონია გახდა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Décret n° 2023-1256 du 26 décembre 2023 authentifiant les chiffres des populations de métropole, des départements d'outre-mer de la Guadeloupe, de la Guyane, de la Martinique et de La Réunion, et des collectivités de Saint-Barthélemy, de Saint-Martin, et de Saint-Pierre-et-Miquelon fr. Government of France. ციტირების თარიღი: 2023-12-27