გვადელუპა (ფრანგ. Guadeloupe) — არქიპელაგი სამხრეთ კარიბის ზღვაში, კოორდინატებით 16°15′ ჩ. გ. 61°35′ დ. გ. / 16.250° ჩ. გ. 61.583° დ. გ. / 16.250; -61.583. მისი ფართობი — 1628 კვ. კმ-ია. გვადელუპა საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტია, ასევე 26-დან ერთ-ერთი რეგიონი. 2007 წლიდან, იგი რესპუბლიკის ხელშეუვალი ნაწილია.

გვადელუპის დროშა
გვადელუპისა და საფრანგეთის მდებარეობა

საფრანგეთთან ერთად, გვადელუპა ევროპის კავშირის წევრია. როგორც ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაში, აქაც ვალუტა ევროა[1]. მიუხედავად ამისა, გვადელუპა არ იმყოფება შენგენის ხელშეკრულების ქვეშ. გვადელუპას პრეფექტურა არის ბას-ტერი. 1493 წელს, ქრისტეფორე კოლუმბმა ამ კუნძულს უწოდა სანტა მარია დე გვადელუპა, მარიამ ღვთისმშობლის პატივსაცემად.

გვადელუპა მოიცავს ხუთ კუნძულს. ესენია: ბას-ტერი, გრანდ-ტერი (გამოყოფილია ბას-ტერისაგან ვიწრო ზღვის არხით, სალტ-რივერით), ლა–დეზირადე, ლეს–დე–სენსი და მერი-გალანტი.

გვადელუპა იყოფა 2 ოლქად. ესენია: ბას-ტერი და პუენტ-ა-პირტი. თავად ოლქები იყოფიან 40 კანტონად, ხოლო კანტონები — 32 კომუნად.

2006 წელს, მშპ ერთ სულ მოსახლეზე იყო 17,338 ($21,780)[2].

დემოგრაფია

რედაქტირება

2021 წლის მონაცემების მიხედვით გვადელუპის მოსახლეობა 384 315 კაცია[3]. აქედან 19,2 % 14 წლამდე ასაკის გოგონები და 15,6 % ბიჭები არიან, 54,0 % — 15 წლიდან 60 წლამდე ასაკის ქალები და 55,8 % იმავე ასაკის კაცები, ხოლო 26,8 % — 60-ს გადაცილებული ქალბატონები და 28,6 % მამაკაცები. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მამაკაცებში 74,91 წელია, ქალებში — 81,37 წელი, ორივე სქესის საშუალო მაჩვენებელი კი — 78,06 წელია.

წლიური ამინდი — Basse-Terre—capital of Guadeloupe
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წელი
საშუალო მაღალი °C (°F) 28 (82) 28 (82) 28 (82) 29 (84) 30 (86) 31 (88) 33 (91) 31 (88) 31 (88) 30 (86) 29 (84) 29 (84) 30 (86)
საშუალო დღიური °C (°F)
საშუალო დაბალი °C (°F) 20 (68) 20 (68) 21 (70) 22 (72) 23 (73) 24 (75) 25 (77) 23 (73) 23 (73) 23 (73) 22 (72) 21 (70) 22 (72)
ნალექი სმ (დუიმი) 8 (3.1) 6 (2.4) 7 (2.8) 11 (4.3) 15 (5.9) 12 (4.7) 16 (6.3) 19 (7.5) 23 (9.1) 22 (8.7) 22 (8.7) 14 (5.5) 178 (70,1)
წყარო: Weatherbase[4]
  1. Guadeloupe is pictured on all Euro banknotes, on the backside at the bottom of each note, right of the Greek ΕΥΡΩ (EURO) next to the denomiation.
  2. (ფრანგული) INSEE-CEROM. Tableau de bord économique de la Guyane. ციტირების თარიღი: 20 January 2008.
  3. Décret n° 2023-1256 du 26 décembre 2023 authentifiant les chiffres des populations de métropole, des départements d'outre-mer de la Guadeloupe, de la Guyane, de la Martinique et de La Réunion, et des collectivités de Saint-Barthélemy, de Saint-Martin, et de Saint-Pierre-et-Miquelon fr. Government of France. ციტირების თარიღი: 2023-12-27
  4. Weatherbase: Historical Weather for Basse-Terre.