სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ინგლ. International Organization for Standardization, ფრანგ. Organisation internationale de normalisation), ფართოდ ცნობილი როგორც ISO არის საერთაშორისო სტანდარტის მიმღები ორგანო, რომელიც შედგება სხვადასხვა ქვეყნის სტანდარტების ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. ორგანიზაცია დაარსდა 1947 წლის 23 თებერვალს, ის მთელ მსოფლიოში ავრცელებს კერძო სამრეწველო და კომერციულ სტანდარტებს. ორგანიზაციის მთავარი ოფისი მდებარეობს ჟენევაში, შვეიცარიაში.[2]
სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია International Organization for Standardization | |
---|---|
შეიქმნა | 23 თებერვალი, 1947 |
ტიპი | არასამთავრობო ორგანიზაცია |
წევრები | 162 წევრი |
ენა | ინგლისური და ფრანგული |
ტელეფონი | +41-22-7490111[1] |
კავშირები | Joint Committee for Guides in Metrology |
https://www.iso.org/[1] , https://www.iso.org/fr/ და https://www.iso.org/ru/ |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 https://www.facebook.com/isostandards/about/?ref=page_internal
- ↑ Discover ISO – Meet ISO. ISO (© 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-15. ციტირების თარიღი: 2007-09-07.