სენ-პიერი და მიკელონი
სენ-პიერი და მიკელონი (ფრანგ. Collectivité territoriale de Saint-Pierre-et-Miquelon) — საფრანგეთის ზღვისიქითა გაერთიანება ატლანტის ოკეანეში, კუნძულ ნიუფაუნდლენდის სამხრეთით. შედგება 8 კუნძულისაგან, რომელთაგან უდიდესია კუნძული სენ-პიერი და კუნძული მიკელონი. ფართობი — 242 კმ². მოსახლეობა — 5873 კაცი (2021 წელი), უმთავრესად ფრანგები. ადმინისტრაციული, მთავარი ეკონომიკური ცენტრი და ნავსადგური — ქალაქი სენ-პიერი. ოფიციალური ენა — ფრანგული. რელიგია — კათოლიკური. ჰავა ზომიერია, ნოტიო ოკეანის. იანვრის საშუალო ტემპერატურა −6 °C, ივლისის 14 °C. ნალექები — 1000 მმ-მდე წელიწადში. ბორცვიანი დაბლობებისა და პლატოების ქვიანი ზედაპირი არახელსაყრელია სოფლის მეურნეობისათვის. მოსახლეობის მთავარი საქმიანობაა თევზჭერა და გადამუშავება, სხვა ქვეყნების თევზსაჭერი გემების მომსახურება.
სენ-პიერის და მიკელონის ტერიტორიული ერთეული | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ჰიმნი: მარსელიეზა |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | სენ-პიერი 46°47′ ჩ. გ. 56°10′ დ. გ. / 46.783° ჩ. გ. 56.167° დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ფრანგული | |||||
მთავრობა | ||||||
- | საფრანგეთის პრეზიდენტი | ემანუელ მაკრონი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 242 კმ2 (208-ე) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2021 აღწერა | 5873[1] | ||||
- | სიმჭიდროვე | 25 კაცი/კმ2 (188-ე) | ||||
ვალუტა | ევრო | |||||
დროის სარტყელი | UTC-03:00 | |||||
Internet TLD | .pm | |||||
სატელეფონო კოდი | 508 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 287.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Décret n° 2023-1256 du 26 décembre 2023 authentifiant les chiffres des populations de métropole, des départements d'outre-mer de la Guadeloupe, de la Guyane, de la Martinique et de La Réunion, et des collectivités de Saint-Barthélemy, de Saint-Martin, et de Saint-Pierre-et-Miquelon fr. Government of France. ციტირების თარიღი: 2023-12-27