ტუნისის გეოგრაფია
ტუნისი — ქვეყანაა, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ აფრიკაში, ალჟირსა და ლიბიას შორის, ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვას. გეოგრაფიული კოორდინატებია 34°00′ ჩ. გ. 9°00′ ა. გ. / 34.000° ჩ. გ. 9.000° ა. გ.. ტუნისს უკავია 163.610 კვადრატული კილომეტრის ფართობი, რომლის 8,250 მოდის წყალზე. ტუნისის საზღვარი შეადგენს 965 კმ-ს ალჟირთან და 459 კმ-ს ლიბიასთან.
საზღვაო საზღვარი
რედაქტირებაფიზიკური გეოგრაფია
რედაქტირებატუნისი მდებარეობს ჩრდილოეთ აფრიკის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ატლანტის ოკეანის და ნილოსის დელტის შორის ნახევარ გზაზე. ესაზღვრება დასავლეთით ალჟირს და სამხრეთ-აღმოსავლეთით ლიბიას. ტერიტორიის მკვეთრი შესახვევი სამხრეთის მხარეს, ტუნისის ჩრდილოეთით ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ქვეყანას აძლევს ორ გამორჩეულ ხმელთაშუაზღვიურ სანაპიროს, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ ჩრდილოეთში და ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ აღმოსავლეთში.
ტუნისი დაახლოებით ამერიკის უისკონსინის შტატის ზომისაა. მიუხედავად მისი შედარებით მცირე ზომისა, ტუნისს გააჩნია დიდი ეკოლოგიური მრავალფეროვნება, ჩრდილოეთ-სამხრეთის ზომის გამო. ხოლო მისი აღმოსავლეთ-დასავლეთი არის შეზღუდული. ტუნისის განსხვავება, ისევე როგორც დანარჩენი მაღრიბის, დიდწილად მოდის ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით, რომელიც განისაღვრება გარემოს განსხვავებისთან ერთად, რა დროსაც მკვეთრად მცირდება ნალექის რაოდენობა სამხრეთისკენ, ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან. დორსალური მხრიდან, აღმოსავლეთამდე გრძელდება ატლასის მთები, გადის ტუნისზე ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, დასავლეთიდან, ალჟირის საზღვრიდან კაპ-ბონის კონცხამდე, აღმოსავლეთში. ჩრდილოეთით დორსალური მხრიდან არის ბორცვი, რეგიონი ხასიათდება დაბალი ბორცვებით და ვაკეებით, რომელიც ისევე აგრძელებს მთებს ალჟირის დასავლეთიდან. ხროუმერიეში, ტუნისის ბორცვის ჩრდილო კუთხეში, ბორცვების სიმაღლე აღწევს 1,050 მეტრს და თოვლი მოდის მხოლოდ ზამთარში. საჰელი, ტუნისის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გასწვრივ გაფართოებული სანაპირო დაბლობი, არის მსოფლიოს წამყვანი სფერო ზეთისხილის გაშენებაში. ქვეყნის სამხრეთი რეგიონი ძირითადად უდაბნოა. ტუნისს სანაპირო ზოლი 1,148 კმ-ს შეადგენს.
კლიმატი
რედაქტირებატუნისის კლიმატი არის ხმელთაშუაზღვიური (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია Csa), ცხელი ზაფხულით ჩრდილოეთში, სადაც ზამთარი რბილია ზომიერი ნალექით, ხოლო ზაფხული ცხელი და მშრალია. ივლისში და აგვისტოში ტემპერატურა შეიძლება აღემატებოდეს 40°C (104°F), როდესაც ტროპიკული კონტინენტური ჰაერის მასა უდაბნოდან აღწევს მთელ ტუნისს. ზამთარი რბილია, ტემპერატურა იშვიათად აღემატება 20°C (68°F) (გამონაკლისია ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი). ქვეყნის სამხრეთი უდაბნოა. ქვეყნის ჩრდილოეთის რელიეფი მთიანია, რომელიც სამხრეთით იცვლება უფრო ცხელ და მშრალ ცენტრალურ ბარად. როგორც კი ჩვენ მივდივართ სამხრეთით, კლიმატი ბუნებრივად ხდება ცხელი, მშრალი და მზიანი. ამიტომ სამხრეთ ნაწილს აქვს ცხელი უდაბნოს კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია BWh), ძალიან ცხელი ზაფხულით, თბილი ზამთრითა და ძალიან დაბალი წლიური ნალექის ოდენობით. დღისით ტემპერატურა მუდმივად იცვლება და დაახლოებით 45°C (113°F) აღწევს ზაფხულის დროს. თუმცა, სითბო ზამთარში მხოლოდ დღის საათებშია, რადგან ღამე შეიძლება იყოს ცივი უდაბნოში. მარილიანი ტბების სერია, ცნობილი როგორც chottzz ან shatts, მდებარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის ხაზზე საჰარის უდაბნოს ჩრდილოეთ კიდეზე, რომელიც გაგრძელდება გაბესის ყურედან ალჟირამდე. ყველაზე დაბალი წერტილია შოტ-ელ-ჯერიდი -17 მ და უმაღლესია ჯებელ-ეჩ-ჩამბი 1 544 მ. საშუალო წლიური ნალექის ოდენობა 500 მმ უფრო დაბალია, თითქმის მთელ ტუნისში. ტუნისი ამიტომ წარმოადგენს მშრალ და ნახევრად არიდულ ქვეყანას.
უდიდესი ქალაქები
რედაქტირებატუნისის ქალაქები | ||||
№ | ქალაქი | მოსახლეობა (2006) | მოსახლეობა (2008) | ვილაიეთი[1] |
1. | ტუნისი | 989,000 | 993,000 | ტუნისი |
2. | სფაქსი | 881,600 | 904,900 | Sfax |
3. | ნაბული | 714,500 | 733,500 | ნაბული |
4. | სუსი | 568,100 | 590,400 | სუსი |
5. | ბენ არუსი | 531,200 | 555,700 | ბენ არუსი |
6. | კაირუანი | 550,300 | 553,800 | კაირუანი |
7. | ბიზერტა | 532,900 | 538,900 | ბიზერტა |
8. | მონასტირი | 475,200 | 494,900 | მონასტირი |
9. | არიანა | 447,200 | 473,100 | არიანა |
10. | მედენინი | 440,200 | 447,400 | მედენინი |
ბუნებრივი რესურსები
რედაქტირებატუნისს გააჩნია ნავთობი, ფოსფატები, რკინის მადანი, ტყვია, თუთია, მარილი და სახნავ-სათესი მიწა. ტუნისში 3,850 კმ² მიწა ირწყვება. მიწის გამოყენება ქვეყანაში ნაჩვენებია შემდეგ ტაბლოზე.
გამოყენება | ფართის პროცენტულობა (2011) |
---|---|
სამეურნეო მიწები | 17.35% |
სხვა | 68.02% |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Institut National de la Statistique - Tunisie. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-11-29. ციტირების თარიღი: 2016-07-09.