სფაქსი
სფაქსი (არაბ. صفاقس) — ქალაქი ტუნისში, დედაქალაქ ტუნისიდან სამხრეთ-დასავლეთით 270 კილომეტრის დაშორებით. ქალაქი დაარსდა 849 წელს, ძველი რომაული დასახლების ტაპარურის ნანგრევებზე. ამჟამად სფაქსი წარმოადგენს სფაქსის ვილაიეთის ადმინისტრაციულ ცენტრს და ის გაშენებულია გაბასის ყურის ნაპირებზე, სფაქსი ტუნისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საპორტო ქალაქია. ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა 2005 წლის მონაცემებით 340 000 კაცს შეადგენს. სფაქსის სიახლოვეს მოიპოვებენ ფოსფატებს.
ქალაქი | |
---|---|
სფაქსი صفاقس | |
ქვეყანა | ტუნისი |
ვილაიეთი | სფაქსი |
კოორდინატები | 34°44′00″ ჩ. გ. 10°46′00″ ა. გ. / 34.73333° ჩ. გ. 10.76667° ა. გ. |
მერი | მუჰამედ ჰაჯ ტაიები |
ფართობი | 56 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 24 მეტრი |
მოსახლეობა | 340 000 კაცი (2005) |
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 |
საფოსტო ინდექსი | 3000 |
ოფიციალური საიტი | http://www.commune-sfax.gov.tn/ |
ისტორია
რედაქტირებაX საუკუნის ბოლოს სფაქსი გახდა დამოუკიდებელი ქალაქ-სახელმწიფო. 1148 წელს ეს ქალაქი დაიპყრო სიცილიის მეფე როჯერ II-მ და ის მხოლოდ 1156 წელს გათავისუფლდა. XVI საუკუნისთვის სფაქსი უკვე ექცევა ესპანეთის საზღვრებში. XIX საუკუნის ბოლოსთვის ტუნისი დაიპყრო საფრანგეთმა და ეს ტერიტორიაც საფრანგეთი იმპერიის შემადგენელ ნაწილად იქცა. მეორე მსოფლიო ომის დროს სფაქსი იყო ნაცისტური მხარის დასაყრდენი ტერიტორია, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ტუნისი კვლავ საფრანგეთს დაუბრუნდა. 1956 წელს ქვეყნის დამოუკიდებლობის მოიპოვების შემდეგ, სფაქსი შევიდა ახლად შექმნილი ტუნისის სახელმწიფოს შემადგენლობაში.