შოტ-ელ-ჯერიდი
შოტ-ელ-ჯერიდი (არაბ. شط الجريد) — ტბა სამხრეთ-დასავლეთ ტუნისში. მდებარეობს მლაშობ ღრმულში, ზღვის დონიდან 10-იდან 25 მ-მდე. საკუთრივ ღრმულის სიგრძეა 120 კმ, სიგანე 60 კმ. ზამთრის წვიმების დროს ხდება მარილიანი გაუდინარი ტბა; მაშინ მისი ფართობია 5-7 ათ. კმ². ზაფხულში, როდესაც ნალექები კლებულობს ტბა თითქმის მთლიანად შრება. ზაფხულში ჰაერის ტემპერატურა ზოგჯერ 50°C აღწევს. მცენარეულობა ღარიბია, ჭარბობს ჰალოფიტები, უადების სიახლოვეს იალღუნისა და კურდღლისცოცხას რაყებია. ხშირია მირაჟი. ღრმულის კიდეებზე არის არტეზიული წყლები, რომელთა ირგვლივ ოზისებია, სადაც კულტივირებულია ფინიკის პალმა.
შოტ-ელ-ჯერიდი | |
---|---|
გამშრალი შოტ-ელ-ჯერიდი | |
კოორდინატები: 33°42′ ჩ. გ. 8°26′ ა. გ. / 33.700° ჩ. გ. 8.433° ა. გ. | |
მდებარეობა | ტუნისი |
ფართობი | 5-7 კმ² |