ბიზერტა
ბიზერტა (არაბ. بنزرت) — ქალაქი ჩრდილოეთ ტუნისში. ხმელთაშუა ზღვის ნავსადგური. აფრიკის უკიდურეს ჩრდილოეთ წერტილ ბენ-სეკას კონცხთან ახლოს. ტუნისის და მთელი აფრიკის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი.
ქალაქი | ||
---|---|---|
ბიზერტა بنزرت | ||
ბიზერტის ქალაქის საკრებულო | ||
ქვეყანა |
![]() | |
ვილაიეთი | ბიზერტა | |
კოორდინატები | 37°16′00″ ჩ. გ. 9°52′00″ ა. გ. / 37.26667° ჩ. გ. 9.86667° ა. გ. | |
ფართობი | 34 კმ² | |
ცენტრის სიმაღლე | 33 მ | |
მოსახლეობა | 142 966 კაცი (2014) | |
სიმჭიდროვე | 3,363 კაცი/კმ² | |
სასაათო სარტყელი | UTC+1 | |
სატელეფონო კოდი | +216 72 | |
საფოსტო ინდექსი | 7000 | |
საავტომობილო კოდი | BI | |
ოფიციალური საიტი | commune-bizerte.gov.tn | |
| ||
ისტორიარედაქტირება
ბიზერტა დააარსეს ფინიკიელებმა ძვ. წ. I საუკუნეში. ბიზერტის პორტი მდებარეობის გამო მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ისტორიაში. XVI საუკუნეში ქალაქი ხმელთაშუა ზღვის მეკობრეების ბაზა გახდა. XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო რკინიგზის გაყვანა, გზების დაგება, პორტის გაფართოება. 1891-1895 წლებში გაიყვანეს არხი, რომლითაც დააკავშირეს ბიზერტის ტბა და ხმელთაშუა ზღვა. 1895 წლისთვის ნავსადგური გაიხსნა საერთაშორისო ვაჭრობისთვის. ქალაქი მალევე გადავიდა საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის დაქვემდებარებაში.
1961 წელ საფრანგეთსა და ტუნისს შორის გაიმართა შეიარაღებული კონფლიქტი ბიზერტის ნავსადგურისათვის, რომელიც ბიზერტის კრიზისის სახელითაა ცნობილი.