ჰაბიბ ბურგიბა (ფრანგ. Habib Bourguiba, არაბ. حبيب بورقيبة; დ. 3 აგვისტო , 1903, მონასტირი, ტუნისი — გ. 6 აპრილი, 2000, იქვე) — ტუნისელი პოლიტიკოსი. ტუნისის პირველი პრეზიდენტი 1957-1987 წწ. 1975 წლიდან მუდმივი პრეზიდენტი.

ჰაბიბ ბურგიბა
ჰაბიბ ბურგიბა
ტუნისის 1-ლი პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ივლისი 1957 – 7 იანვარი 1987
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეზინ ელ-აბიდინ ბენ ალი

ტუნისის სამეფოს პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 აპრილი, 1956 – 25 ივლისი, 1957
მონარქი  მუჰამად VIII ალ-ამინი
წინამორბედიტაჰირ ბენ ამარი
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

ტუნისის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 აპრილი, 1956 – 29 ივლისი, 1957
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრესადუკ მოჰადემი

დაბადებული3 აგვისტო, 1903
მონასტირი, ტუნისი
გარდაცვლილი6 აპრილი, 2000
მონასტირი, ტუნისი
პროფესიაიურისტი
რელიგიასუნიტური ისლამი

1957 წლის 25 ივლისს ტუნისმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ბურგიბამ დაიკავა ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობა. მალევე მან ქვეყნის განვითარების გზად აირჩია სოციალიზმი. 1987 წელს პრემიერ-მინისტრმა ზინ ელ-აბიდინ ბენ ალიმ ბურგიბა ხელისუფლებას ჩამოაშორა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საბაბით.

გარდაიცვალა მშობლიურ ქალაქ მონასტირში 2000 წელს. დაკრძალულია მავზოლეუმში.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება