რას-ელ-ანუფი
რას-ელ-ანუფი (არაბ. راس لانوف) — ქალაქი და ნავსადგური ლიბიაში, სურთის რაიონში. მდებარეობს სიდრის ყურის სანაპიროზე, ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ წერტილში. 2010 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 13,300 ათ. ადამიანი.[1] ლიბიის ერთ-ერთი მთავარი სანავთობო ნავსადგურია. განვითარებულია ნავთობქიმიური მრეწველობა, 2 აეროდრომი. ლიბიის სამოქალაქო ომის დროს ქალაქის ტერიტორიაზე გაიმართა ბრძოლა; ლიბიელმა ამბოხებულებმა მოახერხეს მუამარ კადაფის მომხრეების დამარცხება და დაიკავეს ქალაქის ტერიტორია.[2]
ქალაქი | |
---|---|
რას-ელ-ანუფი არაბ. راس لانوف | |
ქვეყანა | ლიბია |
რაიონი | სურთა |
კოორდინატები | 30°35′14″ ჩ. გ. 18°24′56″ ა. გ. / 30.587238000° ჩ. გ. 18.415747000° ა. გ. |
მოსახლეობა | 13,300 კაცი (2010) |
სასაათო სარტყელი | UTC+2 |