ჰერაკლიონი

(გადამისამართდა გვერდიდან ირაკლიონი)

ჰერაკლიონი (ირაკლიონი; ბერძ. Ηράκλειο, Irákleio) — კრეტის ადმინისტრაციული ცენტრი და უდიდესი ქალაქი. ასევე, საბერძნეთის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი. ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს კნოსოსის არქეოლოგიური ძეგლი.

ქალაქი
ჰერაკლიონი, ირაკლიონი
Ηράκλειο, Irákleio
გერბი

ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
პერიფერია კრეტა
კოორდინატები 35°20′00″ ჩ. გ. 25°08′00″ ა. გ. / 35.33333° ჩ. გ. 25.13333° ა. გ. / 35.33333; 25.13333
ქალაქის მერი Vasilis Labrinos[1]
ფართობი 120 კმ²
ცენტრის სიმაღლე 33 მეტრი
მოსახლეობა 173 993 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 1 450 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი 281
საფოსტო ინდექსი 70x xx, 71x xx, 720 xx
ოფიციალური საიტი heraklion.gr
ჰერაკლიონი — საბერძნეთი
ჰერაკლიონი

დაარსება

რედაქტირება

თანამედროვე ქალაქი დაარსდა 824 წელს ალ-ანდალუსიიდან გამოძევებული არაბების მიერ, რომლებმაც კუნძული ბიზანტიის იმპერიას წაართვეს. მათ თავდასაცავად ქალაქის გარშემო ააგეს თხრილი, ქალაქს კი ربض الخندق (რაბად ალ-ჰანდაქი — „თხრილის ციხე”) უწოდეს. მათი ნებართვით პორტს აქტიურად იყენებდნენ მეკობრეები.

ბიზანტიური ეპოქა

რედაქტირება
 
ბიზანტიური ეკლესია

961 წელს, ბიზანტიის ჯარები ნიკიფორე ფოკას (შემდგომში იმპერატორი) მეთაურობით კრეტაზე გადასხდნენ და ხანგრძლივი ალყის შემდეგ ქალაქი აიღეს. მათ არაბი მოსახლეობა დახოცეს, ქალაქი კი დაანგრიეს, თუმცა მოგვიანებით ხელახლა ააშენეს და ქანდაქსი (Χάνδαξ) უწოდეს. ქალაქი ბიზანტიელთა მფლობელობაში მომდევნო 243 წლის განმავლობაში რჩებოდა.

ოსმალური ეპოქა

რედაქტირება

ვენეციელების შემდეგ ქალაქი ოსმალთა ხელში გადავიდა. კრეტის ომის (1645-1669) დროს ქალაქი ოსმალთა ალყაში იყო 21 წლის განმავლობაში (ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ბლოკადა ისტორიაში). საბოლოო ეტაპზე, რომელიც 22 თვე გაგრძელდა, 70 000 თურქი, 38 000 კრეტელი და მონა და 29 088 ქალაქის ქრისტიანი დამცველი დაიღუპა.[2] ოტომანთა არმიამ ალბანეთის დიდი ვეზირის, ქოფრულ ფაზილ აჰმედ ფაშას მეთაურობით ქალაქი 1669 წელს დაიპყრო.

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://www.heraklion.gr/en/municipality/mayor/mayor-cv.html
  2. კანდიის ომი (ინგლისური)
  3. Limassol Twinned Cities. Limassol (Lemesos) Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-01. ციტირების თარიღი: 2013-07-29.
  4. Twinnings. Central Union of Municipalities & Communities of Greece. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-15. ციტირების თარიღი: 2013-08-25.